შინაარსზე გადასვლა

ურანი (ელემენტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ურანი
92U
238.03
5f3 6d1 7s2
ურანი, 92U
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(U)
238.02891±0.00003
238.03±0.01 (დამრგვალებული)
ურანი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Nd

U

(Uqh)
პროტაქტინიუმიურანინეპტუნიუმი
ატომური ნომერი (Z) 92
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 5f3 6d1 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 21, 9, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1132.2 °C ​(1405.3 K, ​​2070 °F)
დუღილის
ტემპერატურა
4131 °C ​(4404 K, ​​7468 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 19.1 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 17.3 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 9.14 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 417.1 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 27.665 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 2325 2564 2859 3234 3727 4402
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი +1, +2, +3, +4, +5, +6
ელექტროდული პოტენციალი U←U4+ –1.38
U←U3+ –1.66
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.38
იონიზაციის ენერგია
  • 1: 597.6 კჯ/მოლ
  • 2: 1420 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 156 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 196±7 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+6e) 80 (+4e) 97 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 186 პმ
მოლური მოცულობა 12.5 სმ3/მოლი

ურანი (ელემენტი)ს სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა ორთორომბული
მესრის პერიოდი 4.955 Å
ბგერის სიჩქარე 3155 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 13.9 µმ/(მ·K) (25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 27.67 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 27.5 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
იუნგას მოდული 208 გპა
წანაცვლების მოდული 111 გპა
დრეკადობის მოდული 100 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.23
ვიკერსის მეთოდი 1960–2500 მპა
ბრინელის მეთოდი 2350–3850 მპა
CAS ნომერი 7440-61-1
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს after planet Uranus, itself named after Greek god of the sky Uranus
აღმომჩენია მარტინ ჰაინრიხ კლაპროთი (1789)
პირველი მიმღებია ეჟენ პელიგო (1841)
ურანის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
232U სინთ 68.9 წ სდ
α 228Th
233U კვალი 1.592×105 წ სტ
α 229Th
234U 0.005% 2.455×105 წ სტ
α 230Th
235U 0.720% 7.04×108 წ სტ
α 231Th
236U კვალი 2.342×107 წ სტ
α 232Th
238U 99.274% 4.468×109 წ α 234Th
სტ
ββ 238Pu

ურანი[1][2] (ლათ. Uranium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 92, ატომური მასა — 238.03, tდნ — 1132.2 °C, tდუღ — 4131 °C, სიმკვრივე (-U) — 19.07 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი. ბუნებრივი ურანი შედგება სამი იზოტოპის ნარევისაგან: (99.274%; T1/2=4.468×109 წ), (0.720%; T1/2=7.04×108 წ) და (0.005%; T1/2=2.455×105 წ). ხელოვნურად მიღებულია 11 რადიაქტიური იზოტოპი, რომელთა მასური რიცხვებია 227-240. მათ შორის დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობისაა (T1/2=1.592×105 წ), რომელიც მიიღება თორიუმის ნეიტრონული დასხივებით. და რადიოაქტიური მწკრივების დამწყები ელემენტებია.

ჯერ კიდევ ძველი დროიდან (I საუკუნე ჩ.წ.ა-მდე) ურანის ბუნებრივი ჟანგები გამოიყენებოდა კერამიკის ყვითელი მინანქრის დასამზადებლად. ურანის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი თარიღია — 1789 წელი, როდესაც გერმანელმა ნატურფილოსოფოსმა და ქიმიკოსმა მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა საქსონიის ურანის მადნიდან გამოყოფილი ოქროსფერი-მოყვითალო «მიწა» აღადგინა შავ ლითონისმაგვარ ნივთიერებამდე. იმ დროისათვის ცნობილი ყველაზე შორს მდებარე პლანეტის (8 წლით ადრე აღმოჩენილი უილიამ ჰერშელის მიერ) პატივსაცემად, კლაპროტი მიიჩნევდა რა ახალ ნივთიერებას ქიმიურ ელემენტად, უწოდა მას ურანი (ამით მას სურდა მხარი დაეჭირა იოჰან ელერტ ბოდეს წინადადებისათვის დაერქვათ ახლად აღმოჩენილი პლანეტისათვის ურანი»]], «გეორგის ვარსკვლავის» მაგიერ, როგორც წამოაყენა წინადადება გერშელმა). ორმოცდაათი წელი კლაპროტის ურანი ითვლებოდა ლითონად. მხოლოდ 1841 წ. ფრანგმა ქიმიკოსმა ეჟენ მელკიორ პელიგომ (1811—1890)) დაამტკიცა, რომ ლითონისმაგვარი დამახასიათებელი ბზინვარების მიუხედავად, კლაპროტის ურანი არაა ელემენტი, არამედ არის ურანის 'ოქსიდი UO2. 1840 წ. პელიგომ შეძლო ნამდვილი ურანის მიღება — რომელიც მძიმე რუხი-ფოლადის ფერი ლითონია — და მისი ატომური მასის განსაზღვრა. ურანის შესწავლაში შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გააკეთა 1874 წ. დიმიტრი მენდელეევმა. მენდელეევმა მის მიერ შექმნილი პერიოდული სისტების საფუძველზე დაყრდნობით, მან ურანი მოათავსა თავისი ცხრილის ყველაზე შორს მდგომ უჯრაში. ადრე ურანის ატომურ წონა ითვლებოდა 120. უდიდესმა ქიმიკოსმა გააორმაგა ის მნიშვნელობა. 12 წლის შემდეგ მენდელეევის წინასწარმეტყველება დამტკიცებულ იქნა გერმანელი ქიმიკოსის ციმერმანის ცდებით.

1896 წ., ურანის კვლევისას ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ბეკერელმა შემთხვევთ აღმოაჩინა ბეკერელის სხივები, რომელსაც მოგვიანებით მარია კიურიმ უწოდა რადიოაქტიურობა. ამ დროისათვის ფრანგმა ქიმიკოსმა ანრი მუასანუმ შეძლო შეემუშავებინა ლითონური სუფთა ურანის მიღების მეთოდი. 1899 წ. რეზერფორდმა აღმოაჩინა, რომ ურანის პრეპარატების გამოსხივება არაერთგვაროვანია, და არის ორი სახის გამოსხივება — ალფა- და ბეტა-სხივები. მათ მიაქვთ სხვადასხვა ელექტრონული მუხტი; მათი გარბენი ნივთიერებაში არ არის ერთნაირი და სხვადასხვაგვარი იონიზირების თვისება აქვთ. ცოტა გვიან, 1900 წ. მაისში პოლ ვიიარმა აღმოაჩინა გამოსხივების მესამე სახეობა — გამა-სხივებით.

ერნესტ რეზერფორდმა 1907 წელს ჩაატარა პირველი ცდები მინერალების წლოვანების განსასაზღვრავად, რადიოაქტიური ურანისა და თორიუმის შესწავლისას მისი და ფრედერიკ სოდისთან (Soddy, Frederick, 1877—1956; ნობელის პრემია ქიმიაში, 1921) ერთად შექმნილი რადიოაქტიურობის თეორიის საფუძველზე. 1913 წელს ფ. სოდიმ შემოიღო იზოტოპების გაგება ( ძვ. ბერძნ. ἴσος — «ტოლი», «ერთნაირი», და τόπος — «ადგილი»), ხოლო 1920 წელს იწინასწარმეტყველა, რომ იზოტოპები შეიძლება გამოყებულ იქნას მთის ქანების გეოლოგიური წლოვანების განსაზღვრისათვის. 1928 წ. ნიგოტმა გაუკეთა რეალიზება, ხოლო 1939 წ. ა. ო. კ. ნირმა (Nier, Alfred Otto Carl, 1911—1994) შექმნა პირველი განტოლება წლოვანების გამოსათვლელად და გამოიყენა მას-სპექტრომეტრი იზოტოპების განსაცალკევებლად.

235U-ის დაყოფის სქემა

1938 წ. გერმანელმა ფიზიკოსებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა აღმოაჩინეს უჩვეულო მოვლენა, რაც ურანის ბირთვს ემართება დასხივებისას მისი ნეიტრონებით. იზოტოპ 235U-ის ბირთვის მიერ თავისუფალი ნეიტრონის მიტაცებით ის იყოფა, და ამასთან გამოიყოფა (ურანის ერთ ბირთვზე გათვლით) საკმაოდ დიდი ენერგია, ძირითადად, გამოსხივებისა და ფრაგმენტების კინეტიკური ენერგიის ხარჯზე. მოგვიანებით ამ მოვლენის თეორია დამტკიცებულ იქნა ლიზა მეიტნერის და ოტო რობერტ ფრიშის მიერ. ეს აღმოჩენა იქცა შიდა ატომური ენერგიის როგორც მშვიდობიანი ისე სამხედრო გამოყენების დასაბამად.

1939—1940 წწ. იული ხარიტონმა და იაკობ ზელდოვიჩმა პირველად თეორიულად აჩვენეს, რომ ბუნებრივი ურანის მცირედ გამდიდრებით ურან-235-ით შეიძლება შეიქმნას ატომების ბირთვების უწყვეტი დაყოფის პირობა, ანუ პროცესს ეძლევა ჯაჭვური რეაქციის ხასიათი.

ურანიტიტის მადანი

ურანი ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. ურანის კლარკი შეადგენს 0,0003 % (წონ.), ზღვის წყალში მისი კონცენტრაცია შეადგენს 3 მკგ/ლ. ლითოსფეროსს 20 კმ-იან ფენაში ურანის რაოდენობა ფასდება სადღაც 1,3×1014 ტ.

ურანის ძირითადი მასა მდებარეობს მჟავე ქანებში სადაც სილიციუმის დიდი შემცველობაა. ურანის მნიშვნელოვანი მასა კონცენტრირებულია დანალექ ქანებში, განსაკუთრებით კი ორგანიკით მდიდარ ქანებში. ურანი როგორც მინარევი დიდი რაოდენობითაა თორიუმის და იშვიათმიწა მინერალების (ორტიტი, სფენი CaTiO3[SiO4], მონაციტი (La,Ce)PO4, ცირკონი ZrSiO4, ქსენოტიმი YPO4 და სხვა). მნიშვნელოვან ურანის მადნებს წარმოადგენენ ნასტურანი (ურანინიტი) და კანოტიტი. ძირითადი მინერალებია — ურანის თანამგზავრებია მოლიბდენიტი MoS2, გალენიტი PbS, კვარცი SiO2, კალციტი CaCO3, ჰიდრომუსკოვიტი და სხვა.

ლითოსფეროს 20 კმ-იან ფენაში არის ~ 1014 ტ ურანი, ზღვის წყალში 109—1010 ტ. მსოფლიოში ურანის მარაგით, სარეზერვო საბადოების ჩათვლებით, პირველ ადგლზეა ავსტრალია, მეორეზე ყაზახეთი და მესამეზე რუსეთი.

მინერალი მინერალის ძირითადი შემადგენლობა ურანის შემადგენლობა, %
ურანინიტი UO2, UO3 + ThO2, CeO2 65-74
კარნოტიტი K2(UO2)2(VO4)2·2H2O ~50
კაზოლიტი PbO2·UO3·SiO2·H2O ~40
სამარსკიტი (Y, Er, Ce, U, Ca, Fe, Pb, Th)·(Nb, Ta, Ti, Sn)2O6 3.15-14
ბრანერიტი (U, Ca, Fe, Y, Th)3Ti5O15 40
ტიუამუნიტი CaO·2UO3·V2O5·nH2O 50-60
ცეინერიტი Cu(UO2)2(AsO4)2·nH2O 50-53
ოტენიტი Ca(UO2)2(PO4)2·nH2O ~50
შრეკინგერიტი Ca3NaUO2(CO3)3SO4(OH)·9H2O 25
ურანოფანი CaO·UO2·2SiO2·6H2O ~57
ფერგუსონიტი (Y, Ce)(Fe, U)(Nb, Ta)O4 0.2-8
ტორბერნიტი Cu(UO2)2(PO4)2·nH2O ~50
კოფინიტი U(SiO4)(OH)4 ~50

ურანის ძირითად ფორმებს ბუნებაში წარმოადგენენ ურანიტი, ნასტურანი და ურანის შავი. ისინი მხოლოდ არსებობის ფორმით განსხვავდებიან; არსებობს ასაკობრივი დამოკიდებულება: ურანიტიტი არის უმეტესად უძველეს (დოკემბრიულ ქანებში), ნასტურანი — ვულკანოგენურ და ჰიდროთერმალურ — უპირატესად პალეოზოურ და უფრო ახალგაზრდა მაღალ- და საშუალოტემპერატურულ წარმოანქმნებში; ურანის შავი — ძირითადად ახალგაზრდა — კაინოზოურ და უფრო ახალგაზრდა წარმონაქმნებში — უმეტესწილად დაბალტემპერატურულ დანალექ ქანებში.

დედამიწის ქერქში ურანის შემცველობა შეადგენს 0,0003 %, ის გვხვდება მიწის ზედა ფენაში ოთხი სახესხვაობით. უპირველესად, ეს არის ურანიტეტის ძარღვები, ან ურანის დიოქსიდი (UO2), რომელიც მდიდარია ურანით, მაგრამ გვხვდება უფრო იშვიათად. მას თან ახლავს რადიუმი, რადგანაც რადიუმი წარმოადგენს ურანის იზოტოპების დაშლის პირდაპირ პროდუქტს. ასეთი ძარღვები გვხვდება კონგოში, კანადაში (დიდი დათვის ტბა), ჩეხეთში და საფრანგეთში. ურანის მეორე წყაროს წარმოადგენს თორიუმისა და ურანის მადნების კონგლომერატები სხვა მნიშვნელოვან მინერალებთან ერთად. კონგლომერატები ჩვეულებრივ შეიცავენ მოსაპოვებლად საკმაო რაოდენობის ოქროს და ვერცხლს, ხოლო თანდაყოლილ ელემენტებად ურანი და თორიუმი ხდებიან. ამ მადნების დიდი საბადოებია კანადაში, სარ-ში რუსეთში და ავსტრალიაში. ურანის მესამე წყაროს წარმოადგენს დანალექი ქანები და ქვიშაქვები, რომლებიც მდიდარია კარნოტიტის მინერალებით (ურანილ-კალიუმის ვანადატი), რომელიც ურანის გარდა შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის ვანადიუმს და სხვა ელემენტებს. ასეთი მადნები გვხვდება აშშ-ის დასავლეთ შტატებში. რკინაურანის ფიქალები და ფოსფატების მადნები შეადგენენ ურანის მეოთხე წყაროს. ასეთი მდიდარი წარმონაქმნები აღმოჩენილია შვედეთის თიხნარ ფიქალებში. მაროკოსა და აშშ-ის ზოგიერთი ფოსფატური მადანი შეიცავს ურანის მნიშვნელოვან რაოდენობას, ფოსფატური საბადოები ანგოლაში და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში უფრო მდიდარია ურანით.[3].

ურანის ზოგიერთი იზოტოპის რადიოაქტიური თვისებები (გამოყოფილია ბუნებრივი იზოტოპები):

მასური რიცხვი ნახევარდაშლის პერიოდი დაშლის ძირითადი ტიპები
233 1,59×105 წელი α
234 2,45×105 წელი α
235 7,13×108 წელი α
236 2,39×107 წელი α
237 6,75 დღე-ღამე. β
238 4,47×109 წელი α
239 23,54 წთ. β
240 14 სთ. β

ბუნებრივი ურანი შედგება სამი იზოტოპის 238U (იზოტოპიური გავრცობადობა 99,2745 %, ნახევარდაშლის პერიოდი T1/2 = 4,468×109 წელი), 235U (0,7200 %, T1/2 = 7,04×108 წელი) და 234U (0,0055 %, T1/2 = 2,455×105 წელი) ნარევისაგან. ბოლო იზოტოპი წარმოადგენს არა პირველად არამედ რადიოგენურ იზოტოპს, ის შედის ურანის მადნებში 238U-ის რადიოაქტიურ რიგში.

ბუნებრივი ურანის რადიოაქტიურობა განპირობებულია ძირითადი 238U იზოტოპითა და შვილობილი 234U ნუკლიდებით. წონასწორობაში მათი კუთრი აქტიურობა ერთმანეთის ტოლია. იზოტოპ 235U-ის კუთრი აქტიურობა ბუნებრივ ურანში 21-ჯერ ნაკლებია ვიდრე 238U-ის აქტივობა.

დღეისთვის ცნობილია 23 ხელოვნური რადიოაქტიური ურანის იზოტოპი რომლის მასური რიცხვია 217-დან 242-მდე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია — 233U (T1/2 = 1,59×105წელი) მიიღება თორიუმ-232-ის ნეიტრონებით დასხივებით და შეუძლია სითბური ნეიტრონების ზემოქმედებით ბირთვის დაშლა, რაც მას ხდის ბირთვული რეაქტორების პერსპექტიულ საწვავად. ურანის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ იზოტოპს რომელიც ბუნებაში გვხვდება წარმოადგენს 236U ნახევარდაშლის პერიოდით 2,39×107 წელი.

ურანის 238U და 235U იზოტოპები წარმოადგენენ ორი რადიოაქტიური რიგის საფუძველს. ამ რიგების ბოლო ელემენტები არიან ტყვიის 206Pb და 207Pb იზოტოპები.

ბუნებრივ პირობებში ძირითადად გავრცელებულია 234U, 235U და 238U იზოტოპები შემდეგი შეფარდებითი შემცველობით 234U : 235U : 238U = 0,0054 : 0,711 : 99,283. ბუნებრივი ურანის თითქმის ნახევარი რადიოაქტიურობა განპირობებულია იზოტოპით 234U, რომელიც როგორც აღნიშნულია, წარმოიქმნება 238U-ის დაშლით. შემცველობის შეფარდებას 235U : 238U სხვა იზოტოპების წყვილებთან განსხვავებით და ურანის მაღალ მიგრაციულობის მიუხედავად ახასიათებს გეოგრაფიული მუდმივობა: 235U/238U = 137,88. ამ შეფარდების სიდიდე ბუნებრივ წარმონაქმნებში არაა დამოკიდებული მათ ხნოვანებასთან. ურანშემცველ მინერალებში (ნასტურანი, ცირტოლიტი, იშვიათმიწა მადნები) ამ თანაფარდობის სიდიდე მერყეობს 137,30 — 138,51 შორის; ამასთან UIV და UVI ფორმებს შორის განსხვავება არაა დადგენილი[4]; სფენში — 138,4[5]. ზოგიერთ მეტეორიტებში გამოვლენილია იზოტოპ 235U-ის ნაკლებობა. მისი უმცირესი კონცენტრაცია დედამიწის პირობებში ნაპოვნია 1972 წ. ფრანგი მკვლევარის ბუჟიგესის მიერ ოკლოში აფრიკაში (საბადო გაბონში). ასე რომ, ბუნებრივ ურანში არის 0,720 % ურანი 235U, ეს როცა ოკლოში ის მცირდება 0,557 %-მდე[6]. ეს იყო იმ ჰიპოთთეზის დამტკიცება რომ არსებობს ბუნებრივი ბირთვული რეაქტორი ოკლოში, რომელიც გახდა იზოტოპ 235U-ის გამოწვის მიზეზი. ასეთი ჰიპოთეზა წამოაყენა ჯორჯ ვეტერილმა (George W. Wetherill) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ლოს-ანჯელესში, მარკ ინგრემმა (Mark G. Inghram) ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან და პოლ კუროდამ (Paul K. Kuroda), არკანზასის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც ჯერ კიდევ 1956 წ. აღწერეს პროცესი[7]. დარდა ამისა, ამ რაიონებში ნაპოვნია ბუნებრივი ბირთვული რეაქტორები: ოკელობონდო, ბანგომბე (Bangombe) და სხვა. დღეს ცნობილია 17 ბუნებრივი ბირთვული რეაქტორი.

ურანის წარმოების პირველი სტადიაა — კონცენტრირება. მადნის ქანებს აქუცმაცებენ და ურევენ წყალში. მძიმე ნაწილაკები უფრო მალე ულექება ძირში. თუკი ქანები შეიცავენ ურანის პირველად მინერალებს, მაშინ ისინი ილექებიან უფრო ჩქარა: ესენი არის მძიმე მინერალები. ურანის მეორადი მინერალები უფრო მჩატეებია, ამ შემთხვევაში ადრე ილექება ცარიელი მძიმე ქანი. (თუმცა ეს ქანები ცარიელი არა ყოველთვის; მასში შეიძლება ბევრი სასარგებლო ელემენტი იყოს, მათ შორის ურანიც).

შემდეგი სტადიაა — კონცენტრატების ტუტირება (გამოტუტება), ურანის გადაყვანა ხსნარებში. გამოიყენებენ მჟავა და ტუტე გამოტუტებას. პირველი უფრო იაფია, რადგანაც ურანის გამოსაყოფად გამოიყენებენ გოგირდმჟავას. მაგრამ, თუ საწყის ნედლეულში, მაგალითად ნასტურანში, ურანი ოთხვალენტიანია, მაშინ ეს მეთოდი არ გამოიყენება: ოთხვალენტიანი ურანი გოგირდმჟავაში პრაქტიკულად არ იხსნება. ამ შემთხვევაში საჭიროა ან ტუტით ტუტირება ან ურანის ჯერ დაჟანგვაა სჭირო ექვსვალენტიან მდგომარეობამდე.

მჟავით გამოტუტება არ გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ურანის კონცენტრატი შეიცავს დოლომიტს ან მაგნეზიტს, რომლებიც რეაგირებენ გოგირდმჟავასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენებენ ნატრიუმს (ნატრიუმის ჰიდროქსიდი).

ურანის გამოტუტების პრობლემას მადნებიდან წყვეტენ ჟანგბადის ჩაბერვით. ურანის სულფიდის მინერალებიან მადანში (რომელიც გაცხელებულია 150 °C-მდე) ჩაბერავენ და მიაწოდებენ ჟანგბადის ჭავლს. ამასთან გოგირდიან მინერალებიდან წარმოიქმნება გოგირდმჟავა, რომელიც შემდეგ გამორეცხავს ურანს.

შემდგომ ეტაპზე მიღებული ხსნარიდან გამორჩევით უნდა გამოიყოს ურანი. თანამედროვე მეთოდები — ექსტრაქცია და იონური მიმოცვლა — ხსნიან ამ პრობლემას.

ხსნარი შეიცავს არა მარტო ურანს, არამედ სხვა კათიონებს. ზოგიერთი მათგანი განსაზღვრულ პირობებში იქცევიან ისევე როგორც ურანი: ექსტრაგირდებიან იგივე ორგანული ნაერთებით გამხსნელებით, ჯდებიან იგივე იონმიმომცვლელებზე, ილექებიან იგივე პირობებში. ამიტომაც ურანის სელექტური გამყოფისათვის საჭიროა მრავალი ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია, რათა ყოველ სტადიაზე მოვაცილოთ არასასურველი თანამგზავრი.

იონური მიმოცვლის და ექსტრაქციის" მეთოდები კარგია იმითაც, რომ იძლევა საშუალებას საკმაოდ სრულად გამოყოს ურანი, ღარიბი ხსნარებიდან (ურანის შემცველობა — გრამის მეათედი წილია ლიტრზე).

ამ ოპერაციის შემდეგ ურანი გადაჰყავთ მყარ მდგომარეობაში — ერთ-ერთ ოქსიდად ან ტეტრაფტორიდად UF4. მაგრამ ეს ურანი ჯერ კიდევ გასაწმენდია მინარევებისაგან — ბორის, კადმიუმის ჰაფნიუმის სითბური ნეიტრონებისაგან. მათი შემცველობა ბოლო პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის ასიათას და მემილიონედ წილს. ამ მინარევების მოსაცილებლად ტექნიკურად სუფთა ურანის ნაერთებს ხსნიან აზოტმჟავაში. ამასთან წარმოიქმნება ურანილნიტრატი UO2(NO3)2, რომელიც ტრიბუტილ-ფოსფატით და სხვა ნივთიერებებით ექსტრაქციისას დამატებით იწმინდება საჭირო კონდიციამდე. შემდგომ ამ ნივთიერებას აკრისტალებენ და ფრთხილად ახურებენ. ამ ოპერაციის შედეგად წარმოიქმნება ურანის ოქსიდი UO3, რომელსაც აღადგენენ წყალბადით UO2-მდე.

ურანის დიოქსიდზე UO2 430-დან 600 °C-მდე ტემპერატურისას ზემოქმედებენ აიროვან ფტორწყალბადს ტეტრაფტორიდის UF4 მისაღებად. ამ ნაერთიდან აღადგენენ ლითონურ ურანს კალციუმისა ან მაგნიუმის დახმარებით.

ფიზიკური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურანი — ძალიან მძიმე, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის პრიალა ლითონია. სუფთა სახით ის ცოტათი ურო რბილია ვიდრე ფოლადი, არის ჭედადი, დრეკადი, აქვს ცოტათი პარამაგნეტიკური თვისებები. ურანს აქვს სამი კრისტალური მოდიფიკაცია:

დამახასიათებელი დაჟანგვის ხარისხები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურანი შეიძლება ავლენდეს დაჟანგვის შემდეგი ხარისხები +3-დან +6-მდე.

დაჟანგვის ხარისხი ოქსიდი ჰიდროქსიდი დახასიათება ფორმა შენიშვნა
+3 არ არსებობს არ არსებობს -- U3+, UH3 ძლიერი აღმდგენელი
+4 UO2 არ არსებობს ფუძე UO2, ჰალოგენიდები
+5 არ არსებობს არ არსებობს -- ჰალოგენიდები წყალში დისპროპორცირდება
+6 UO3 UO2(OH)2 ამფოტერული UO22+ (ურანილი)
UO42- (ურანატი)
U2O72- (დიურანატი)
მდგრადია წყალზე და ჰაერზე
პურბეს დიაგრამა ურანისათვის.

ამას გარდა, არსებობს ოქსიდი U3O8. მასში დაჟანგვის ხარისხი ფორმალურად დაყოფილია, ხოლო რეალურად წარმოადგენს შერეული ოქსიდები (V) და (VI).

ადვილად შესამჩნევია, რომ დაჟანგვის ხარისხით და დამახასიათებელი ნაერთებით ურანი ახლოსაა VIB ქვეჯგუფის ელემენტებთან (ქრომთან, მოლიბდენთან, ვოლფრამთან). ამის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში მიაკუთვნებდნენ ამ ქვეჯგუფს.

მარტივი ნივთიერების თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიურად ურანი მეტად აქტიურია. ის სწრაფად იჟანგება ჰაერზე და იფარება ოქსიდის თხელი აპკით. ურანის მწვრილი ფხვნილი ჰაერზე თვითაალდება, ის აალდება 150—175 °C ტემპერატურისას, და წარმოქმნის U3O8. ლითონური ურანის რეაქცია სხვა ლითონებთან ცხრილშია მოყვანილი.

არალითონი პირობები პროდუქტი
F2 20oC, აქტიურად UF6
Cl2 180oC დაქუცმაცებულისათვის
500—600oC კომპაქტურისათვის
ნარევი UCl4, UCl5, UCl6
Br2 650oC, მშვიდად UBr4
I2 350oC, მშვიდად UI3, UI4
S 250-300oC მშვიდად
500oC იწვის
US2, U2S3
Se 250-300oC მშვიდად
500oC იწვის
USe2, U2Se3
N2 450-700oC
წნევის ქვეშ N
1300o
UN1.75
UN2
UN
P 600-1000oC U3P4
C 800-1200oC UC, UC2

წყალს შეუძლია შეჭამოს (კოროზია) ლითონი, დაბალ ტემპერატურაზე მიდის ნელა, და სწრაფად მაღალი ტემპერატურისას, და ასევე ურანის მწვრილ ფქვნილზე:

არა დამჟანგავ მჟავეებში ურანი იხსნება და წარმოქმნის UO2 ან მარილს U4+ (ამ დროს წარმოიქმნება წყალბადი). მჟანგავ მჟავეებში (აზოტის, კონცენტრირებულ გოგირდმჟავას) ურანი წარმოქმნის შესაბამის მარილებს ურანილებს UO22+
ტუტეების ხსნარებთან ურანი არ ურთიერთქმედებს.

ძლიერი დაფერთხვისას ურანის ლითონური ნაწილაკები იწყებენ ნათებას.

ურანის მარილები(+3) (უპირატესად, ჰალოგენიდები) — აღმდგენელები. ჰაერზე ოთახის ტემპერატურაზე ისინი ჩვეულებრივ მდგრადები არიან, თუმცა გახურებისას იჟანგება პროდუქტების ნარევამდე. ქლორი ჟანგავს UCl4-მდე წარმოქმნის არამდგრად წითელი ფერის ხსნარებს, რომლებშიც ავლენენ ძლიერ აღმდგენელ თვისებებს:

ურან III ჰალოგენიდები წარმოიქმნებიან ურან (IV) ჰალოგენიდების წყალბადით აღდგენით :

(550—590оC)

ან იოდწყალბადით:

(500оC)

ასევე ჰალოგენიდების ქმედებით ურანის ჰიდრიდზე UH3.

ამას გარდა, არსებობს ურანის ჰიდრიდი (III) UH3. ის შეიძლება მივიღოთ, ურანის ფხვნილის გახურებით წყალბადში 225оС ტემპერატურამდე, ხოლო ზევით 350оС ტემპერატურისას ის იშლება. მისი რეაქციის უმეტესი ნაწილი (მაგალითად, წყლის ორთქლსა და მჟავეებთან) შეიძლება ფორმალურად განიხილოს როგორც თანმიმდევრობითი ჯერ დაშლის რეაქცია შემდგომ კი ლითონური ურანთან რეაქცია:

ურან (+4) წარმოქმნის წყალში ადვილად ხსნად მწვანე ფერის მარილებს. ისინი ადვილად იჟანგებიან ურან (+6)-მდე

ურან (+5) ნაერთები არამდგრადები არიან და ადვილად დისპროპორცირდებიან წყლის ხსნარში:

ურან V ქლორიდი ნაწილობრივ დისპროპორცირდება:

ნაწილობრივ კი აცლის ქლორს:

+6 დაჟანგვის ხარისხს შეესაბამება ოქსიდი UO3. მჟავეებში ის იხსნება ურანილის კათიონის წარმოქმნით UO22+:

ფუძეებთან UO3 ( CrO3, MoO3 და WO3 ანალოგიურად) წარმოქმნის სხვადასხვა ურანატ-ანიონებს (უპირველეს ყოვლისა, დიურანატს U2O72-). თუმცა ბოლო, ხშირად მიიღებენ ფუძისა და ურანილის მარილის ურთიერთქმედებით:

ურანის (+6) ნაერთებიდან, სადაც არ არის ჟანგბადი, ცნობილია მხოლოდ ჰექსაქლორიდი UCl6 და ფტორიდი UF6. ბოლო თამაშობს მნიშვნელოვან როლს ურანის იზოტოპის დაყოფაში.

ურან (+6) ნაერთები უფრო მდგრადებია ჰაერზე და წყლის ხსნარებში.

ურანილებიანი მარილები, როგორიცაა ურანილქლორიდი, იშლებიან კაშკაშა სინათლეზე ან ორგანული ნაერთების არსებობისას.

ურანი ასევე წარმოქმნის ურანორგანულ ნაერთებს.

ყველაზე დიდი გამოყენება აქვს ურანის იზოტოპს 235U, სადაც შესაძლებელია ჯაჭვური რეაქციის თვითშენარჩუნება. ამიტომ ეს იზოტოპი გამოიყენება როგორც საწვავი ბირთვულ რეაქტორებში, ასევე ბირთვულ იარაღში. იზოტოპ U235-ის გამოყოფა ბუნებრივი ურანიდან — რთული ტექნოლოგიური პრობლემაა (იხ. იზოტოპების დაყოფა).

მოვიყვანთ რამდენიმე ციფრს 1000 მვტ სიმძლავრის რეაქტორისათვის, რომელი მუშაობს 80 % დატვირთვით, და გამოიმუშავებს 7000 გვტ·სთ წელიწადში. ასეთ მხოლოდ ერთ რეაქტორს ერთი წლის განმავლობაში ესაჭიროება 20 ნჯყფ ურანის საწვავი რომელიც შეიცავს 3,5 % U-235, და მიიღებენ მიახლოებით 153 ტონა ბუნებრივი ურანის გამდიდრებით.

იზოტოპს U238 შეუძლია გაიყოს მაღალენერგეტიკული ნეიტრონების დაბომბვის ზემოქმედებით, მის ამ თავისებურებას გამოიყენებენ თერმობირთვული იარაღის სიმძლავრის გასაზედელად (გამოიყენება ნეიტრონები, რომლებიც თერმობირთვული რეაქციის დროს ჩნდებია).

238U ნეიტრონის მიტაცებით და შემდგომ β-დაშლით შეიძლება გარდაიქმნას 239Pu-ად, რომელიც შემდგომ გამოიყენება როგორც ბირთვული საწვავი.

ურან-233 რომელიც ხელოვნურად მიიღება რეაქტორებში თორიუმისაგან (თორიუმ-232 მიიტაცებს ნეიტრონს და გარდაიქმნება თორიუმ-233-ად, რომელიც იშლება პროტაქტინიუმ-233 და მერე ურან-233), შეიძლება მომავალში გახდეს გავრცელებული ბირთვული საწვავი ატომური ელექტროსადგურებისათვის (უკვე დღეს არის რეაქტორები, რომლებშიც გამოიყენებენ ამ ნუკლიდს როგორც საწვავს, მაგალითად KAMINI ინდოეთში) და ატომური ბომბების წარმოებაში (კრიტიკული მასა მიახლოებით 16 კგ).

ურან-233 ასევე წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ საწვავს გაზოფაზური ბირთვული სარაკეტო ძრავებისათვის.

ურანის თბოგამოყოფის თვისება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 ტონა გამდიდრებული ურანი თბოგამოყოფის თვისებით 1 მილიონ 350 ათას ტონა ნავთობის ან ბუნებრივი აირის ტოლია.

გეოლოგიაში ურანს ძირითადად გამოიყენებენ - მინერალების და მთის ქანების წლოვანების განსასაზღვრავად, გეოლოგიური პროცესების მიმდინარეობის გამოსავლენად. ამითაა დაკავებული გეოქრონოლოგია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასევე ნივთიერების ძვრისა და ნივთიერების წყაროების ამოცანების ამოხსნისათვის.

ამოცანის გადაწყვეტის საფუძველი დევს რადიოაქტიური დაშლის განტოლებაში:

სადაც 238Uo, 235Uo — ურანის იზოტოპების თანამედროვე კონცენტრაცია; ; დაშლის მუდმივა 238U და 235U ურანის შესაბამისად.

მეტად მნიშვნელოვანია მათი კომბინაცია:

.

აქ

იმის გამო რომ, მთის ქანები შეიცავენ ურანის სხვადასხვანაირ კონცენტრაციას, ისინი ამიტომაც სხვადასხვანაირი რადიოაქტიურობით ხასიათდებიან. ეს თვისება გამოიყენება მთის ქანების გამოყოფისას გეოფიზიკური მეთოდით. განსაკუთრებულად ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ნავთობ გეოლოგიაში ჭაბურღილების გეოფიზიკური კვლევების ჩატარებისას, ამ კომპლექსებში შედიან, კერძოდ, γ — კაროტაჟი ან ნეიტრონების გამა-კაროტაჟი, გამა-გამა-კაროტაჟი და ა.შ.[10]. მათი მეშვეობით ხდება ჰიდროგეოლოგიური კოლექტორის და ფლუიდო საყრდენების[11].

გამოყენების სხვა სფეროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაღარიბებული ურანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი ურანიდან 235U და 234U-ის გამოყოფის შემდეგ, დარჩენილი მასალა (ურან-238) ატარებს «გაღარიბებული ურანის» სახელწოდებას, რადგანაც ის გაღარიბებულია 235-ე იზოტოპით. ზოგიერთი მონაცემებით, აშშ-ში ინახება მიახლოებით 560 000 ტონა გაღარიბებული ურანის ჰექსაფტორიდი (UF6).

გაღღარიბებული ურანი ორჯერ უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე ბუნებრივი ურანი, ძირითადად იქიდან 234U-ის მოცილების გამო. რადგანაც ურანის ძირითადი გამოყენება ხდება- ენერგიის წარმოებისათვის, გაღარიბებული - ნაკლებადსასარგებლო პროდუქტია დაბალი ეკონომიკური ღირებულებით.

მისი გამოყენება ძირითადად ხდება ურანის დიდი სიმკვრივის და შედარებით დაბალი ღირებულების გამო. გაღარიბებული ურანი გამოიყენება რადიაციულ დაცვაში (რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს), — გამოიყენება უაღრესად მაღალი მიტაცების განიკვეთისათვის, და როგორც უფასო მასა აეროკოსმონავტიკაში. «ბოინგ-747-ის» ყოველ თვითმფრინავში არის 1500 კგ გაღარიბებულ ურანი. ასევე ეს მასალა გამოიყენება ჰიროსკოპების მაღალსიჩქარულ როტორებში, ნავთობის ჭაბურღილებში.

ჯავშან საწინააღმდეგო ჭურვის გულსართები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
30 მმ-იანი კალიბრის ჭურვის გულსართი (თვითმფრინავ A-10-ის GAU-8 მმ) დიამეტრი მიახლოებით 20 მმ გაღარიბებული ურანისაგან.

გაღარიბებული ურანის ყველაზე ცნობილი გამოყენება ხდება — როგორც ჯავშან საწინააღმდეგო ჭურვის გულსართები . მაღალი სიმკვრივე (ფოლადზე 3-ჯერ უფრო მძიმეა), გაწრთობილ ურანის ლილვს ხდის უკიდურესად ეფექტურ საშუალებას ჯავშნის გასარღვევად, ეფექტიანობით ანალოგიურია უფრო ძვირი და უფრო მძიმე ვოლფრამის. მძიმე ურანის ცხვირი ცვლის ჭურვის მასების გნაწილებას, აუმჯობესებს მის აეროდინამიკურ მდგრადობას.

«სტაბილას» ტიპის მსგავსი შენადნობები გამოიყენება ისრისმაგვარ ფრთებიან ჯავშანსაწინააღმდეგო სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო ქვემეხებში.

ჯავშნის გარღვევის პროცესს თან ახლავს ურანის ლილვაკის დაქუცმაცება მტვრად და ჯავშნის მეორე მხარეს ჰაერზე აალება (იხ. პიროფორება). მიახლოებით 300 ტონა გაღარიბებული ურანი დარჩა ბრძოლის ველზე უდაბნოს ქარბუქის» ოპერაციისას, ყოველი ჭურვი შეიცავდა 272 გრამ ურანს.

ასეთი ჭურვები გამოყენებულ იქნა ნატოს ჯარების მიერ საომარ ქმედებებში იუგოსლავიაში[13].

პირველად ჭურვების გულსართად გამოყენებულ იქნა მესამე რეიხის მიერ.

გაღარიბებული ურანი გამოიყენება თანამედროვე ტანკის ჯავშანში, მაგალითად, ტანკ M-1 «აბრამსში».

ფიზიოლოგიური ქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკრორაოდენობით (10−5—10−8 %) აღღმოჩენილია მცენარეების, ცხოველების და ადამიანის ქსოვილებში. უფრო გროვდება ზოგიერთ სოკოში და წყალმცენარეებში. ურანის ნაერთები იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (მიახლოებით 1 %), ფილტვებით — 50 %. გროვდება განსაკუთრებულად: ელენთაში, თირკმლებში, ჩონჩხში, ღვიძლში, ფილტვებში და ბრონქო-ფილტვების ლიმფურ კვანძებში. ადამიანის და ცხოველების ორგანოებსა და ქსოვილებშიარ აღემატება 10−7გრ.

ურანი და მისი ნაერთები "ტოქსიკურებია". განსაკუთრებით საშიშია ურანისა და მისი ნაერთების აეროზოლები. ურანის წყალში ხსნადი ნაერთებისათვის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში არის 0,015 მგრ/მ³, ურანის უხსნადი ფორმებისათვის ზდკ- 0,075 მგრ/მ³. ურანის მოხვედრისას ორგანიზმში ის მოქმედებს ყველა ორგანოზე, და წარმოადგენს საერთო უჯრედულ საწამლავს. ურანი პრაქტიკულად შეუქცევად, როგორც სხვა მძიმე ლითონები, უკავშირდება ცილებს, უპირველესად ამინომჟავების სულფიდურ ჯგუფებს, და შლის მათ ფუნქციას. ურანის ქმედების მოლეკულური მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან დათრგუნოს ფერმენტების აქტიურობა. უპირველეს ყოვლისა ზიანდება თირკმელი (შარდში ჩნდება ცილები, შაქარი და ოლიგურია). ქრონიკული ინტოქსიკაციისას შესაძლებელია სისხლ წარმოქმნის და ნერვიული სისტემის ფუნქციის დარღვევა.

ურანის მარაგი მსოფლიოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ქერქში ურანის მარაგი მიახლოებით 1000-ჯერ აღემატება ოქროს მარაგს, 30-ჯერ — ვერცხლისას, ამასთან ეს მონაცემი მიახლოებით ტოლია ტყვიის და თუთიის ანალოგიური მაჩვენებელისა. ურანის არც თუ ისე მცირე რაოდენობა გაბნეულია ნიადაგში, მთის ქანებში და ზღვის წყალში. მხოლოდ შეარებით მცირე რაოდენობა კონცენტრირდება საბადოებში, სადაც ამ ელემენტის შემცველობა ასობით აღემატება მის საშუალო შემცველობას დედამიწის ქერქში[14]. ურანის დაზვერილი მსოფლიო მარაგი საბადოებში შეადგენს 5,4 მლნ ტონას[15].

ურანის მოპოვება მსოფლიოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
10 ქვეყანა, რომლებიც იძლევიან ურანის მოპოვების 94 %

«ურანის წითელი წიგნის» მიხედვით[15], რომელიც გამოცემულია 2005 წ. მოპოვებულია 41 250 ტონა ურანი (2003 — 35 492 ტონა). მსოფლიოში ფუნქციონირებს 440 კომერციული დანიშნულების ბირთვული რეაქტორი და მიახლოებით 60 მეცნიერული რეაქტორი, რომლებიც მოიხმარენ წელიწადში 67 ათას ტონა ურანს. ეს ნიშნავს, რომ მისი მოპოვება საბადოებში უზრუნველყოფს მოხმარების მხოლოდ 60 %-ს (2009 წ. ეს წილი გაიზარდა 79 %-მდე[16]). დანარჩენი ურანი, ენერგეტიკისათვის ან 17,7 %, მიეწოდება მეორადი წყაროებიდან.

ქვეყნები აეს-ით:
  აეს-ი ექსპლუატირებს, შენდება ახალი ენერგობლოკები.
  აეს-ი ექსპლუატირებს, იგეგმება ახალი ენერგობლოკების შენება
  აეს-ი ექსპლუატირებს, ახალი ენერგობლოკების აშენება არ იგეგმება
  აეს-ი ექსპლუატირებს, განიხილება მათი შემცირება
ქვეყნები აეს-ის გარეშე:
  მშენებლობა იგეგმება
  სადგური არაა და არ იგეგმება
  სამოქლაქო ბირთვული ენერგეტიკა კანონით აკრძალულია

U-ის მოპოვება ქვეყნების მიხედვით ტონებში 2005, 2009 და 2012 წწ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა 2005 წელი ქვეყანა 2009 წელი ქვეყანა 2012 წელი
1 კანადის დროშა კანადა 11 410 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 14 020
2 ავსტრალიის დროშა ავსტრალია 9 044 კანადის დროშა კანადა 10 173
3 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 4 020 ავსტრალიის დროშა ავსტრალია 7 982
4 რუსეთის დროშა რუსეთი 3 570 ნამიბიის დროშა ნამიბია 4 626
5 აშშ-ის დროშა აშშ 1 249 რუსეთის დროშა რუსეთი 3 564
6 უკრაინის დროშა უკრაინა 920 ნიგერის დროშა ნიგერი 3 234
7 ჩინეთის დროშა ჩინეთი 920 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 2 429

მოპოვება კომპანიების მიხედვით 2006, 2009 და 2011 წ. ტონებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა კომპანია 2006 წელი ქვეყანა კომპანია 2009 წელი ქვეყანა კომპანია 2011 წელი
1 კანადის დროშა კანადა Cameco 8 100 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი Areva 8 600 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი KazAtomProm 11 079
2 ავსტრალიის დროშა ავსტრალია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი Rio Tinto 7 000 კანადის დროშა კანადა Cameco 8 000 კანადის დროშა კანადა Cameco 9 930
3 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი Areva 5 000 ავსტრალიის დროშა ავსტრალია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი Rio Tinto 7 900 რუსეთის დროშა რუსეთი ARMZ 7 300
4 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი KazAtomProm 3 800 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი KazAtomProm 7 500 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი Areva ა/მ
5 რუსეთის დროშა რუსეთი ARMZ 3 500 რუსეთის დროშა რუსეთი ARMZ 4 600 ავსტრალიის დროშა ავსტრალია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი BHP Billiton ა/მ
6 ავსტრალიის დროშა ავსტრალია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი BHP Billiton 3 000 ავსტრალიის დროშა ავსტრალია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი BHP Billiton 2 900 ავსტრალიის დროშა ავსტრალია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი Rio Tinto ა/მ
7 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი Navoi 2 100 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი Navoi 2 400 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი Navoi 2 800
8 კანადის დროშა კანადა Uranium One 1 000 კანადის დროშა კანადა რუსეთის დროშა რუსეთი Uranium One 1 400
9 ავსტრალიის დროშა ავსტრალია Heathgate 800 ავსტრალიის დროშა ავსტრალია Paladin Energy 1 200
10 კანადის დროშა კანადა Denison Mines 500 აშშ-ის დროშა აშშ General Atomics 600

მიუხედავად ლეგენდებისა ერთ კილოგრამზე ან გრამებზე ათიათასობით დოლარის ღირებულებისა, რეალური მისი ფასი ბაზარზე არც თუ ისე დიდია — გაუმდიდრებელი ურანის ჟანგის U3O8 ფასი იზრდებოდა $21-დან 2002 წ. იანვარი, მიაღწია პიკს $300 2007 წ-ის შუა.[17], შემდგომ იკლებდა და მერყეობს ახლა $90–130 ერთ კილოგრამზე[18] მატების ტენდენციით. ამასთან ურანის მსოფლიო ბაზარი როგორცასეთი არ არსებობს, მაგ. ოქროსთან განსხვავებით.

ურანის საბადოს დამუშავება რენტაბელურია ურანის 80 დოლ./კგ ღირებულებისას. ახლანდელი ურანის ფასები არ იძლევა საბადოების ეფეკტურ დამუშავებას, ამიტომაც პროგნოზირებენ ფასების მატებას, 75-90 დოლ./კგ 2013—2014 წწ.[19]

2030 წ. მთლიანად იქნება დამუშავებული დიდი და ხელმისაწვდომი საბადოები 80 დოლ./კგ და დაიწყება ძნელად მისაწვდომი საბადოების ათვისება რომლის ღირებულება იქნება 130 დოლ./კგ ურანზე[20].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 230
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 168.
  3. ენციკლოპედია «Кругосвет»[მკვდარი ბმული]
  4. ჩალოვი პ. ი. ბუნებრივი ურანის იზოტოპური ფრაქციონირება. — ფრუნზე: ილიმი, 1975.
  5. Tilton G.R. et al. Isotopic composition and distribution of lead, uranium, and thorium in a precambrian granite.//Bull.Geol.Soc.Am., 1956, 66, 9, 1131—1148
  6. შუკოლუკოვი ი.ა. და სხვა. «ბუნებრივი ბირთვული რეაქტორის».იზოტოპური კვლევა\\ გეოხიმია, 1977, 7. ფ. 976—991.
  7. /geology.shtml მეშიკს ალექსი. ძველი ბირთვული რეაქტორი.//მეცნიერების სამყაროში. გეოფიზიკა. 2006.2[მკვდარი ბმული]
  8. გ. რემნი. არაორგანული ქიმია, ტ.2.მ, მირი, 1966. ფ. 206—223
  9. კაც ჯ, რაბინოვიჩი ე. ურანის ქიმია. მ., გამომცემლობა საზღვარგარეთი ლიტერატურა, 1954.
  10. ხმელევსკი ვ. კ. დედამიწის ქერქის კვლევები გეოფიზიკური მეთოდებით. ბუნების, საზოგადოების და ადამიანის საერთაშორისო უნივერსიტეტი "დუბნა», 1997.
  11. Справочник по геологии нефти и газа /Под ред. Еременко Н. А. — М.: Недра, 1984
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 ტექნილური ენციკლოპედია 1927 წ.", ტ 24,. 596…597, სტატია «ურანი»
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  14. ურანის მოპოვება მსოფლიოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  15. 15.0 15.1 NEA, IAEA (2006). Uranium 2005 – Resources, Production and Demand. OECD Publishing. ISBN 9789264024250. 
  16. World Nuclear Association. Supply of Uranium. დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine. 2011.
  17. ფასები საიტზე მოყვანილია დოლარებზე ერთ ფუნტზე
  18. ფასები საიტზე მოყვანილია დოლარებში ერთ ფუნტზე
  19. ექსპერტები ურანის ფასების პროგნოზზე რუსეთის ატომური საზოგადოება
  20. http://2010.atomexpo.ru/mediafiles/u/files/Present/9.1_A.V.Boytsov.pdf