შინაარსზე გადასვლა

ტუტემიწა ლითონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯგუფი → 2
↓ პერიოდი
2 Be4
3 Mg12
4 Ca20
5 Sr38
6 Ba56
7 Ra88
ტუტემიწა ლითონები

ტუტემიწა ლითონებიელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე ჯგუფის ქიმიური ელემენტები. მათში ერთიანდება: ბერილიუმი (Be), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), სტრონციუმი (Sr), ბარიუმი (Ba) და რადიუმი (Ra). მათი ჟანგვის ხარისხია +2. აქვთ მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები (განსაკუთრებით Ca, Sr და Ba).

პერიოდული სისტემის ამ სპეციფიკურმა ჯგუფმა სახელი მათი ოქსიდებიდან მიიღო, რომლებისგანაც ძირითადად ადვილად მიიღება შესაბამისი ტუტეები. ეს ოქსიდები ისეთ მაღალ ტემპერატურებზე ლღვებიან, რომ მყარი („მიწა“) რჩება ხანძრის დროსაც. გარდა ბერილიუმისა და მაგნიუმისა, ამ ლითონებს ახასიათებთ სხვადასხვა ფერის კაშკაშა ალი წვისას: აგურისფერი კალციუმს, შინდისფერი სტრონციუმს, მწვანე ბარიუმს და ჟოლოსფერი რადიუმს.

ისევე, როგორც სხვა ჯგუფის ელემენტები, ამ ჯგუფის ელემენტებიც გვიჩვენებენ კანონზომიერებას ელექტრონულ კონფიგურაციაში, განსაკუთრებით კი ბოლო შრეში, რომელიც განსაზღვრავს მათ ქიმიურ ქცევას:

ენერგეტიკულ დონეებზე ელექტრონების განაწილება
Z ელემენტი ელექტრონების განაწილება ენერგეტიკულ დონეებზე
4 ბერილიუმი 2, 2
12 მაგნიუმი 2, 8, 2
20 კალციუმი 2, 8, 8, 2
38 სტრონციუმი 2, 8, 18, 8, 2
56 ბარიუმი 2, 8, 18, 18, 8, 2
88 რადიუმი 2, 8, 18, 32, 18, 8, 2