შინაარსზე გადასვლა

Us and Them

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Us and Them“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
A-მხარე Time
გამოსვლის თარიღი 4 თებერვალი 1974
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 7:51
3:15 (სინგლის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Harvest Records, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Money“
(1973)
Us and Them
(1974)
„Have a Cigar“
(1975)
The Dark Side of the Moon — სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

Us and Them“ (ინგლ. ჩვენ და ისინი) — მეექვსე ან მეშვიდე კომპოზიცია[1] ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon[2][3]. სიმღერის ავტორები არიან რიჩარდ რაიტი და როჯერ უოტერსი. ის გრძელდება 7 წუთსა და 51 წამს და არის ყველაზე ხანგრძლივი სიმღერა ალბომზე. 70-იან წლებში, კონცერტებზე, უფრო გახანგრძლივებულ ვერსიას უკრავდნენ, თუმცა უფრო გვიანდელ ტურებზე მას ზოგჯერ დაახლოებით ერთი წუთით ამოკლებდნენ, რაც ჩანს ბუტლეგებზე და საკონცერტო ალბომებზე Pulse და Delicate Sound of Thunder.

Us and Them საკმაოდ მშვიდი სიმღერაა. მასში არის ორი საქსოფონის სოლო, ერთი - დასაწყისში, მეორე კი - ბოლოსკენ. სიმღერას იწყებს რიკ რაიტი ჰარმონიით თავის Hammond-ის ორგანზე.

გამოცემამდე სიმღერა ცნობილი იყო როგორც „The Violent Sequence“, მისი მოსმენა შესაძლებელია ბუტლეგებზე.

მელოდია თავდაპირველად რაიტმა დაწერა პიანინოზე, ფილმისთვის „ზაბრისკი პოინტი“ 1969 წელს. აქედან წამოვიდა სახელწოდება „Violent Sequence“. მაგრამ რეჟისორმა მიქელანჯელო ანტონიონიმ ის არ გამოიყენა, იმის გამო, რომ ის საერთოდ არ ჰგავდა მათ Careful with That Axe, Eugene-ს, რომლის სტილის მუსიკის გამოყენებაც მას სურდა. როგორც როჯერ უოტერსი იხსენებს, ანტონიონის პასუხი იყო: „იცი, ლამაზია, მაგრამ ძალიან სევდიანი. ეკლესიას მაგონებს.“[4] სიმღერა თაროზე შემოდეს, The Dark Side of the Moon-ის გამოსვლამდე.

სიმღერა აგრეთვე შევიდა 2001 წლის კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, სადაც ის არის მეორე დისკის მეშვიდე კომპოზიცია.

სიმღერა ჩაწერა ჯგუფმა Between the Buried and Me ალბომისთვის The Anatomy Of. ბრილ მორგანის შესრულებული ვერსია შევიდა 2002 წლის ალბომზე Echoes of Pink. ეს სიმღერა აგრეთვე ჩაწერა ჯგუფმა Easy Dub All-Stars 2003 წელს. ამ რეგი ჯგუფმა ჩაწერა მთლიანი ალბომი The Dark Side of the Moon საკუთარ სტილში და გამოუშვა სახელით Dub Side of the Moon.

ალტერნატიული და საკონცერტო ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ალბომის 1973 წლის მიქსში არის დიკ პერის მიერ დაკრული კიდევ რამდენიმე საქსოფონის ნოტი, ზუსტად ტექსტის დაწყებამდე. ალბომის შემდგომ გამოცემებში ეს ნოტები არ ისმის. მიუხედავად ამისა, ეს მიქსი დღემდე გამოიყენება.
  • სიმღერა სრულდებოდა პინკ ფლოიდის მიერ 1972-1977 წლებში, შემდეგ კი უოტერსის წასვლის შემდეგ, 1987-1994 წლებში.
  • 1972 წლის ვერსიაში არ შედიოდა საქსოფონი და ძირითადი ვოკალი ეკუთვნოდათ როჯერ უოტერსს და რიჩარდ რაიტს. დეივიდ გილმორი კი დამხმარე ვოკალზე იყო.
  • სიმღერას ხანდახან ასრულებდნენ ბისზე 1977 წლის ტურნეში In the Flesh. მას ხშირად იყენებდნენ სტადიონების ხმაურიანი აუდიენციის დასაწყნარებლად.
  • სიმღერა შესულია აუდიო და ვიდეო გამოცემებზე Pulse და Delicate Sound of Thunder. ორივე ვერსია სტუდიურ ჩანაწერთან შედარებით მოკლეა.
  • როჯერ უოტერსი სიმღერას ასრულებდა თავის 2006/2007 წლების ტურნეში The Dark Side of the Moon Live. გილმორის ნაცვლად ძირითად ვოკალს ასრულებდა ჯონ კერინი. სიმღერა მოხვდა როჯერის 2016 წლის და დეივიდის 2015-2016 წლების პროგრამაშიც.
დამატებითი პერსონალი
  1. სიმღერის ნომერი დამოკიდებულია ალბომის გამოცემაზე. ზოგ გამოცემაში გაერთიანებულია კომპოზიციები Speak to Me და Breathe.
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  4. The Making of The Dark Side of the Moon ნაწილი 5 (Us and Them)