The Endless River
The Endless River | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 ნოემბერი, 2014 | |||
ჩაიწერა | 1969; იანვარი-დეკემბერი 1993; 2013-2014 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 53:02 | |||
ლეიბლი | Parlophone, Columbia | |||
პროდიუსერი | ||||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Endless River | ||||
|
The Endless River (ქართ. უსასრულო მდინარე) — ბრიტანული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთხუთმეტე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი. იგი ჩაწერილია დეივიდ გილმორის, მარტინ გლოვერის, ენდი ჯექსონის და ფილ მანზანერას პროდიუსერობით. გამოიცა ლეიბლებზე Parlophone და Columbia Records[შენიშვნა 1], 2014 წლის 7 და 10 ნოემბერს. The Endless River 1994 წლის The Division Bell-ის შემდეგ პინკ ფლოიდის პირველი სტუდიური ალბომია. იგი აგრეთვე არის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერილი პირველი ალბომი და მესამე, რომელიც ჯგუფმა როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ გამოუშვა.
The Endless River აღწერილია, როგორც „გედის სიმღერა“ და ძირითადად წარმოადგენს ინსტრუმენტული, ემბიენტური მუსიკის კრებულს. იგი იწერებოდა 2013-2014 წლებში და ნაწილობრივ ეფუძნება გამოუცემელ მასალას, რომელიც ჯგუფს დარჩა The Division Bell-ის 1994 წელს ჩაწერის შემდეგ და თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც The Big Spliff. ალბომის გარეკანზე გამოყენებული ნახატი ეკუთვნის მხატვარ აჰმედ ემად ელდინს, გარეკანის დიზაინი - სტუდიას Stylorouge, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი არის ობრი პაუელი.
ოფიციალურ გამოცემამდე ერთი კვირით ადრე The Endless River-მა დაამყარა Amazon UK-ის ყველა დროის რეკორდი და იქცა ამ საიტზე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად.[9]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი დამაარსებლის, როჯერ უოტერსის 1985 წელს წასვლის და მისი მხრიდან ჯგუფის დაშლის მცდელობის შემდეგ, როდესაც მან პინკ ფლოიდს „ამოწურული ძალა“ უწოდა,[11] გიტარისტმა დეივიდ გილმორმა განაგრძო ჯგუფის დრამერ ნიკ მეისონთან ერთად მართვა. მიუხედავად იმისა, რომ კლავიშისტი რიჩარდ რაიტი ალბომ The Wall-ის ჩაწერის დროს გაგდებული იქნა პინკ ფლოიდიდან, გილმორმა და მეისონმა იგი უოტერსის წასვლის შემდეგ კვლავ მიიწვიეს. იმ დროისთვის, როდესაც ჩაიწერა მე-14 სტუდიური ალბომი, 1994 წლის The Division Bell, იგი კვლავ იქცა ჯგუფის სრულუფლებიან წევრად.[12] ჯგუფმა გილმორის ლიდერობით ორი ალბომი ჩაწერა, აქედან პირველი იყო 1987 წლის A Momentary Lapse of Reason. ალბომის შექმნისას მიზანი იყო „ადრეული, ტექსტისა და მუსიკის“ შორის არსებული ბალანსის შენარჩუნება. გილმორი ამტკიცებდა, რომ „The Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატებული იყო არა როჯერის წვლილის გამო, არამედ იმიტომ, რომ მუსიკასა და ტექსტს შორის უფრო სწორი ბალანსი იყო (ვიდრე შემდგომ ალბომებზე)“. [10] მიუხედავად იმისა, რომ ალბომს გამოსვლისთანავე არაერთგვაროვანი კრიტიკული შეფასება ხვდა წილად,[13][14] მან ისეთივე მეინსტრიმული ყურადღება გამოიწვია, როგორც წინამორბედებმა, ავიდა რა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის და ბილბორდის #3 პოზიციებზე.[15]
The Division Bell, გილმორის ხელმძღვანელობით გამოცემული მეორე ალბომი The Endless River-ამდე უკანასკნელ სტუდიურ ალბომად რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთგვაროვანებიდან უარყოფით შეფასებებამდე მიიღო,[14][16] ბრიტანეთსა და აშშ-ში #1 ადგილზე აღმოჩნდა.[15] ალბომში რიჩარდ რაიტის უფრო მეტი წვლილი აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ წინა სამ ალბომზე მისი, როგორც მუსიკის თანაავტორის როლი არ ყოფილა. ამასთან, მან 1975 წლის Wish You Were Here-ის შემდეგ არა მხოლოდ თანაავტორის სახით მითითება მიიღო, არამედ 1973 წლის შემდეგ ჩაწერა პირველი სიმღერა წამყვანი ვოკალით. გილმორის თხოვნით, პინკ ფლოიდი ყოველგვარი განცხადებების გარეშე ტურნეს The Division Bell შემდეგ დაიშალა, რითაც დაასრულა თითქმის 30 წლიანი არსებობა მუსიკალურ ინდუსტრიაში.[17]
რიჩარდ რაიტმა 1996 წელს ჩაწერა და გამოსცა Broken China. ეს კონცეპტუალური ალბომი, ძირითად დაწერილი ენტონი მურის თანამონაწილეობით შინეიდ ო’კონორის ვოკალების დამატებით, შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული.[18] რაიტი გილმორს დაეხმარა 2006 წელს ალბომის On an Island ჩაწერისას და მონაწილეობდა მის იმავე წელს გამართულ ტურნეში. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 15 სექტემბერს, 65 წლის ასაკში, კიბოს უცნობი ფორმით.[12][19] სიდ ბარეტის შემდეგ იგი იყო ჯგუფის მეორე გარდაცვლილი დამაარსებელი წევრი.[20] გილმორმა, მეისონმა და უოტერსმა საკუთარი მოგონებები და განცდები გამოხატეს სპეციალური განცხადებებით.[21][22] სხვადასხვა მუსიკოსებმა, როგორიც არის ელტონ ჯონი [23], გამოხატეს რაიტის ხსოვნისადმი საკუთარი პატივისცემა. ეთერში გავიდა რიჩარდისადმი მიძღვნილი რამდენიმე სატელევიზიო და რადიო გადაცემაც.[24]
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Endless River ეფუძნება მასალას, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 და 1994 წლებში, ალბომზე The Division Bell მუშაობისას, სტუდიებში Britannia Row Studios და Astoria, სადაც აგრეთვე ჩაწერილი იქნა პინკ ფლოიდის A Momentary Lapse of Reason და დეივიდ გილმორის On an Island. ეს მასალა, რომელსაც ნიკ მეისონი აღწერდა, როგორც ემბიენტურ მუსიკას, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ალბომი და ერქვა The Big Spliff. ჯგუფი ნამდვილად აპირებდა მის გამოცემას, მაგრამ პროექტი გადადებული იქნა.[25] რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ დეივიდ გილმორი და ნიკ მეისონი დაბრუნდნენ სტუდიაში და მიიწვიეს მუსიკოსები და პროდიუსერები პინკ ფლოიდის ახალ ალბომზე სამუშაოდ. The Endless River თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ინსტრუმენტული ალბომი The Big Spliff-ის ემბიენტურ სტილში. თუმცა, მიწვეული იქნა რამდენიმე ბეკ-ვოკალისტი, მათ შორის, დურგა მაკბრუმი. 2013 წლის დეკემბერში მათ და დეივიდ გილმორმა ჩაწერეს სულ მცირე, ერთი სიმღერა, რომელსაც ვოკალები ახლდა[26], ხოლო ტექსტის ავტორი იყო პოლი სემსონი.[27]
1994 წლის მარტში Redbeard-თან საუბრისას [29] რიჩარდ რაიტმა ისაუბრა The Division Bell-ის ჩაწერის შესახებ:
დენ ვუტონის, ბრიტანული გამოცემიდან The Sun და მაკბრუმის მიერ დადასტურებული იქნა, რომ როჯერ უოტერსი არ მონაწილეობს ამ პროექტში. გაი პრეტი, სესიური მუსიკოსი, რომელიც პინკ ფლოიდთან და დეივიდ გილმორთან 1987 წლიდან მუშაობდა და რაიტის შვილის, გალას მეუღლეა, ალბომისთვის ბას-გიტარის პარტიებს იწერდა. ფილ მანზანერა ალბომის ერთ-ერთი პროდიუსერია. იგი თანამშრომლობდა A Momentary Lapse of Reason-ის ჩაწერისას და არის On an Island-ის თანაპროდიუსერი. ვუტონის თანახმად, ალბომს ტურნე არ მოჰყვება.[30][31]
ჟურნალის Uncut ნოემბრის გამოცემაში გილმორმა და მეისონმა განმარტეს, რომ საბოლოო ჩანაწერზე მოხვდა The Big Spliff-ის მხოლოდ მცირე ნაწილი. დასრულებული ალბომი შედგება ოთხი სხვადასხვა ნაწილისგან, რომელიც მოიცავს გრამფირფიტის ერთ მხარეს. აგრეთვე შეტანილია რიჩარდ რაიტის 1969 წლის რეპეტიციის ნაწილიც, ისევე, როგორც დასარტყმელი საკრავების და გიტარების დამატებები. ცნობილი გახდა ერთ-ერთი სიმღერის სახელიც - „Louder than Words“, პოლი სემსონის ტექსით,[27] ისევე, როგორც 2014 წლის 10 ნოემბერს ალბომის გამოცემის შესახებ.[32]
„ვფიქრობ, ეს ალბომი კარგი საშუალებაა, ვაღიაროთ, თუ რამდენად იყო პინკ ფლოიდის ჟღერადობის გული. სესიების მოსმენისას კვლავ დავრწმუნდი, რამდენად დიდი მუსიკოსი იყო იგი.“
| |
(ნიკ მეისონი რიჩარდ რაიტის შესახებ[28])
|
გილმორმა, კითხვაზე იმის შესახებ, თუ არა The Endless River ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, განაცხადა: „კი, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ აღარაფერი იქნება.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ გილმორის სოლო პროექტების სესიების გამოუცემელი ჩანაწერები შევიდოდა გილმორის მომავალ ალბომზე.[33]
დეივიდ გილმორმა განაცხადა, რომ ალბომის ჩაწერას მხარდამჭერი ტურნე არ მოჰყვება, ვინაიდან, მისივე თქმით, ეს რაიტის გარეშე შეუძლებელია.[34][35]
გარეკანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის გარეკანს ენტონი ბარნსი (Press Association) ასე აღწერს: „გარეკანზე გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცი ღია პერანგით, რომლებიც მზის მიმართულებით ღრუბლებში ნავით მოგზაურობს“.[36] გარეკანის ავტორია 18 წლის ეგვიპტელი მხატვარი აჰმედ ემად ელდინი. ციფრული დამუშავება გარეკანმა გაიარა დიზაინერულ სტუდიაში Stylorouge.[37] ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე ალბომი, რომელზეც არ არის გამოყენებული სტორმ თორგერსონის, Hipgnosis-ის თანადამაარსებელის დიზაინი.[შენიშვნა 2] თორგერსონი გარდაიცვალა 2013 წელს [38], ამიტომ გილმორი, მეისონი და ობრი პაუელი ეძებდნენ სხვა მხატვარს.[37]
აჰმედ ემად ელდინი პაუელმა და მისმა გუნდმა იპოვეს, მას შემდეგ, რაც იხილეს მისი ნამუშევრები Behance-ის მსგავს ონლაინ-გალერეებში. ელდინს დაუკავშირდნენ და სთხოვეს ახალი ალბომის გარეკანის ნახატის შექმნა. ელდინს პინკ ფლოიდი უყვარდა და შემოთავაზებას ენთუზიაზმით შეხვდა.[39] თავისი შთაგონების შესახებ იგი ესაუბრა ლონდონურ გაზეთ The Independent-ს: „საკმარისია იფიქრო სიცოცხლესა და ბუნებაზე და იმაზე, თუ რა იმალება მომხიბვლელი ფაქტორებს სამყაროს მიღმა, რათა მილიონი საოცარი შეგრძნება გქონდეს. თავდაპირველად ვხატავ იმის მონახაზს, თუ რა მაქვს ფიქრებში, შემდეგ ვიწყებ მის სიმულირებას და რეალური გამოსახულებებით მუშაობას, სწორედ ეს არის ფოტო მანიპულირება. “[40] პაუელმა დადებითად აღიქვა ნამუშევარი, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც გუნდთან ერთად აჰმედის ნახატი იხილა, „მყისვე შეამჩნია ფლოიდური რეზონანსი“ და აღწერა იგი, როგორც „იდუმალი და ინტერპრეტაციისთვის თავისუფალი“.[41]
ალბომის სახელწოდება მომდინარეობს The Division Bell-ის უკანასკნელი სიმღერის „High Hopes“ სტრიქონიდან „The water flowing / The endless river / Forever and ever“. გილმორმა აღნიშნა, რომ The Endless River გარკვეული ერთობლიობაა ორ ჩანაწერს შორის, ვინაიდან ორივე ერთი პერიოდის სესიიდან მომდინარეობს.[33]
პრომოკამპანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 5 ივლისს Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილში პინკ ფლოიდის ტექსტების ავტორი და დეივიდ გილმორის მეუღლე, პოლი სემსონი წერდა, რომ პინკ ფლოიდის ახალი ალბომი The Endless River გამოვიდოდა 2014 წლის ოქტომბერში.[42] ინფორმაციის გაჟონვამდე ახალი ალბომის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. სემსონის განცხადებას გამოეხმაურა ბეკ-ვოკალისტი დურგა მაკბრუმიც, რომელმაც გამოაქვეყნა ფოტოსურათი, მასზე ასახული გილმორთან ერთად სტუდიაში მუშაობით, რამაც დაადასტურა სემსონის განცხადება. მან აგრეთვე თქვა, რომ ალბომი მთლიანად შედგებოდა გამოუცემელი მასალისგან. [43] The Endless River-ის შესახებ ჯგუფმა ფორმალურად გამოაცხადა 7 ივლისს, ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მცირე სტატიაში.[44]
ფორმალურად The Endless River-ის შესახებ ჯგუფისა და Parlophone-ისგან ცნობილი გახდა 2014 წლის 22 სექტემბერს. გამოქვეყნებული იქნა ალბომის გამოსვლის თარიღი, გარეკანი და სიმღერების სია. ხელმისაწვდომი გახდა ალბომის ფიზიკურ და ციფრულ ფორმატებში წინასწარი შეკვეთები.[45][46] დეტალების გავრცელებას ახლდა ალბომის შესახებ პრომო, ჯგუფის ოფიციალური საიტის ქვეგვერდის გახსნა.[47] საიტზე გამოქვეყნებული იქნა ანონსი, ფოტოსურათები 1993-1994 წლების სესიებიდან, წინასწარი შეკვეთის დეტალები და ორი მუსიკალური ფრაგმენტი - ერთ-ერთი იყო აუდიო კლიპი სიმღერის „It's What We Do“ 30 წამიანი ნაწყვეტით, ხოლო მეორე - სატელევიზიო რგოლი ალბომის გეომეტრიული გრაფიკით.[48][49] ალბომის შემდგომი პრომოკამპანიის ფარგლებში მისი გარეკანის დიდი ვერსიები მსოფლიოს ქალაქების ქუჩებში იქნა გამოფენილი. მათ შორის იყო 8 მეტრის სიმაღლის ბილბორდი ლონდონში.[36][40] დიდი პოსტერები გამოტანილი იქნა ბერლინის, პარიზის, მილანის, ნიუ-იორკის და სიდნეის ქუჩებში.[50][51]
სიმღერამ „Louder than Words“ პირველად გაიჟღერა BBC Radio 2-ის ეთერში, კრის ევანზის დილის შოუში. იგი წარმოდგენილი იქნა შემოკლებული ფორმით. 31 ოქტომბერს გილმორი კვლავ ეწვია ევანზს და ინტერვიუსთან ერთად, ეთერში გაიჟღერა „Anisina“-მ. კომპოზიცია „Allons-y (1)“ გამოქვეყნდა Spotify-სა და iTunes-ის მაღაზიებში 2014 წლის 3 ნოემბერს.
გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი გამოიცა რამდენიმე ფორმატში და სხვადასხვა დამატებითი მასალით.
- სტანდარტული გამოცემა - CD, 16 გვერდიანი ბუკლეტი 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათებით, მაგარი ყდით.
- ორმაგი გრამფირფიტა - 180 გრამიანი გრამფირფიტა (მასტერინგი - დაგ საქსი, The Mastering Lab, ოჯაი, კალიფორნია); გასაშლელი კონვერტი, 16 გვერდიანი დიდი ზომის ფოტოალბომი/პერსონალის სია, 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათებით; ალბომის ციფრული ვერსიის ჩამოსატვირთი კუპონი
- 2 დისკიანი დელუქს გამოცემა - CD/DVD ან CD/Blu-Ray
- 24 გვერდიანი ფოტოალბომი/პერსონალის სია, მაგარი ყდით, 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათებით
- CD სპეციალურ კონვერტში.
- DVD ან Blu-Ray სპეციალურ ფერად კონვერტში.
- 3 საკოლექციო საფოსტო ბარათი, ერთ-ერთი აქედან წარმოდგენილია ჰოლოგრამის სახით.
- DVD-ის მასალა: The Endless River 5.1 მოცულობითი (Dolby Digital და DTS) ჟღერადობით, აგრეთვე სტერეო ვერსია 48 kHz /24 bit ხარისხით
- Blu-Ray-ს მასალა: The Endless River მაღაზი რეზოლუციის 5.1 მოცულობითი (DTS Master Audio და PCM, 96/24), აგრეთვე PCM stereo 96/24 ხარისხით
- ორივე ვარიანთში შეტანილია აუდიო-ვიზუალური მასალა (დაახლ. 39 წთ) - 6 ვიდეო და 3 აუდიო ტრეკი, რომელიც სხვაგან არ არის წარმოდგენილი.
- საარქივო ვიდეო მასალა და 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათები
შეფასებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 60/100[52] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [53] |
Billboard | [54] |
Financial Times | [55] |
The Guardian | [56] |
The Independent | [57] |
NME | 5/10[58] |
The Observer | [59] |
Pitchfork | 5.7/10[60] |
Rolling Stone | [61] |
Uncut | [52] |
2014 წლის ნოემბერში გამოცემისას The Endless River-ს მოჰყვა არაერთგვაროვანი განხილვები, რაც განსხვავდებოდა The Division Bell-ის 1994 წელს გამოცემისას თავდაპირველი უარყოფითი შეფასებისგან. Metacritic-ზე, რომელზეც ქულები ეფუძნება მეინსტრიმული კრიტიკოსების 100 მიმოხილვას, ალბომმა საშუალოდ 53 ქულა მიიღო, რაც ნიშნავს „არაერთგვაროვან ან საშუალო შეფასებას“, ეფუძნებოდა რა 2014 წლის 8 ნოემბრისთვის დაწერილ 6 მიმოხილვას.[52]
ლუდოვიკ ჰანტერ-ტილნი, ბრიტანული Financial Times-იდან, თავის ვრცელ და დადებით მიმოხილვაში აღნიშნავდა ალბომის ნოსტალგიურ „ფლოიდურ“ ჟღერადობას, რომელიც მსმენელს მოაგონებს ჯგუფის ნამუშევრებს The Wall-ამდე. მან აგრეთვე აღნიშნა ალბომში გამოკვეთილი დაკარგვის თემა: „რაოდენ ღირსეულია, რომ ჯგუფი, რომლისთვის ასე ნაცნობია დაკარგვა, ასრულებს არსებობას საკუთარი წარსულის შთანმთქმელი ელეგიით.“ [55] კემერონ კუპერი, სიდნეიში დაფუძნებული საიტიდან The Music, ალბომს რბილი დადებითი მიმოხილვით აღწერს. მისი აზრით, ალბომი ნაკლებად „გედის სიმღერაა და უფრო საბოლოო დამშვიდობებას ჰგავს“. მან აგრეთვე რბილად მიმოიხილა ალბომის ინსტრუმენტული არსი, აღნიშნა რა, რომ „ვოკალის ნაკლებობა (გარდა ალბომის ბოლო სიმღერისა) მუსიკას მეტ თავისუფლებას ანიჭებს, აძლევს რა საშუალებას, თავად ისაუბროს.“ [62] The Guardian-ში ალექს პეტრიდისი ალბომს ხუთიდან სამი ვარსკვლავით აფასებდა: „ეს არ არის არსებული ჯგუფის ალბომი, ეს არის ექო წარსულიდან, ან ჯგუფის უკანასკნელი, თბილი, მაგრამ ოდნავ უხეში ჩახუტება...ამ მხრივ, იგი კარგია“. მან აგრეთვე აღნიშნა წამყვანი და ფინალური სიმღერა „Louder than Words“, როგორც „დიდებული, მწარე და გულწრფელი.“ [56]დეივიდ ფრიკი Rolling Stone-ში ალბომს სამ-ნახევარი ვარსკვლავით აფასებდა და აღნიშნავდა: „ფლოიდის ექსპერიმენტებში რაიტი იყო მტკიცე, დამაკავშირებელი სიდიადე. ეს ალბომი მოულოდნელი და სასიამოვნო ეპიტაფია არის.“ [63]
ენდი გილმა (The Independent) დაწერა მკაცრი მიმოხილვა, განაცხადა რა, რომ „ყველაფერი არის მხოლოდ უაზრო ჯემი, გილმორის გიტარის ხანგრძლივი თემა რიკ რაიტის პასტელური კლავიშებიანებისა და ნიკ მეისონის ექსპერიმენტული დასარტყმელი საკრავების ფონზე, არც ერთი გამორჩეული მელოდიით, რომელიც დიდი ხნით დაგამახსოვრდება.“ მან აგრეთვე გააკრიტიკა გილმორის, რაიტისა და მეისონის მხრიდან შემოქმედების უკმარისობა. „საჭიროა ბარეტის მსგავსი ნარკოტიკი, რომ ეს ჟღერდეს ოდნავ საინტერესოდ, თუმცა ამას არავის ვურჩევდი. მაგრამ დამაბრმავებლად აშკარაა, რომ სიდის ან როჯერის შემოქმედებითი მუხტის გარეშე რჩება საშინელი ხელოვნურად ფსიქოდელიური საღამოს წვეულების იაფი მუსიკა.“[57] წინასწარი შეფასებისას ჯოშუა ოსტროფი, ნიუ-იორკის The Huffington Post-ს მთავარი რედაქტორი, კრიტიკულად აფასებდა გილმორისა და მეისონის უოტერსის გარეშე ალბომის ჩაწერის გადაწყვეტილებას. მან გამოცემაში გამოაქვეყნა სტატია „პინკ ფლოიდის „ახალი“ ალბომის ბნელი მხარე“, სადაც წერდა: „თუ ჯგუფის კიდევ ერთი შემოქმედებითი ძალა არ შემოუერთდება მათ სტუდიაში ალბომის დასასრულებლად, მას შეიძლება ეწოდოს Wish Waters Was Here (ინგლ. ნეტავ აქ უოტერსი ყოფილიყო.“ [64] NME-მ მას 10-დან 5 ვარსკვლავი მიანიჭა და აღნიშნა: „The Endless River ისეთია, როგორიც არის: მოწესრიგებული ნარჩენების კოლექცია 1994 წლის Division Bell-იდან. ამ ფარგლებში იგი საკმაოდ კარგია და საინტერესოა ჯგუფის მოყვარულის პოზიციიდან, მაგრამ არ არის დამაკმაყოფილებელი და ისეთი შესამჩნევი, როგორსაც ისურვებდით.“[58] 10-დან 5.7 ქულა ალბომს მიანიჭა Pitchfork-მა: „The Endless River არის საფუძვლიანი და შეგნებული პინკ ფლოიდი, კარგია ეს თუ ცუდია...იგი წარმოადგენს ერთ-ერთს პინკ ფლოიდის ალბომების მცირე რიცხვიდან, რომელიც ჟღერს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, სიახლეების და ახალი საზღვრების შესწავლის გარეშე.“ მიკაელ ვუდი (LA Times) ალბომს 4-დან 1 ვარსკვლავით აფასებს. მისი აზრით, იგი „აუტანელად სულელურია (პინკ ფლოიდის დროდადრო სულელური სტანდარტებითაც), რომ ჯგუფის სახელწოდება გარეკანზე პირდაპირი სიცრუეა.“ [65]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის პროდიუსერები: დეივიდ გილმორი, ფილ მანზანერა, Youth და ენდი ჯექსონი.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Things Left Unsaid“ | დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი | 4:27 |
2. | „It's What We Do“ | გილმორი, რაიტი | 6:18 |
3. | „Ebb and Flow“ | გილმორი, რაიტი | 1:56 |
საერთო ხანგრძლივობა: | 12:41 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
4. | „Sum“ | გილმორი, ნიკ მეისონი, რაიტი | 4:49 |
5. | „Skins“ | გილმორი, მეისონი, რაიტი | 2:38 |
6. | „Unsung“ | რაიტი | 1:08 |
7. | „Anisina“ | გილმორი | 3:17 |
საერთო ხანგრძლივობა: | 11:52 |
მხარე 3 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
8. | „The Lost Art of Conversation“ | რაიტი | 1:43 |
9. | „On Noodle Street“ | გილმორი, რაიტი | 1:43 |
10. | „Night Light“ | გილმორი, რაიტი | 1:43 |
11. | „Allons-y (1)“ | გილმორი | 1:58 |
12. | „Autumn '68“ | რაიტი | 1:36 |
13. | „Allons-y (2)“ | გილმორი | 1:33 |
14. | „Talkin' Hawkin'“ | გილმორი, რაიტი | 3:30 |
საერთო ხანგრძლივობა: | 13:46 |
მხარე 4 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
15. | „Calling“ | გილმორი, ენტონი მური | 3:38 |
16. | „Eyes to Pearls“ | გილმორი | 1:52 |
17. | „Surfacing“ | გილმორი | 2:47 |
18. | „Louder than Words“ | გილმორი, პოლი სემსონი | 6:37 |
საერთო ხანგრძლივობა: | 14:54 |
The Endless River - დელუქს გამოცემა | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
19. | „TBS9“ | გილმორი, რაიტი | 2:27 |
20. | „TBS14“ | გილმორი, რაიტი | 4:11 |
21. | „Nervana“ | გილმორი | 5:39 |
22. | „Anisina“ (ვიდეო) | გილმორი | 2:49 |
23. | „Untitled“ (ვიდეო) | რაიტი | 1:22 |
24. | „Evrika (A)“ (ვიდეო) | რაიტი | 5:58 |
25. | „Nervana“ (ვიდეო) | გილმორი | 5:32 |
26. | „Allons-y“ (ვიდეო) | გილმორი | 6:00 |
27. | „Evrika (B)“ (ვიდეო) | რაიტი | 5:33 |
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
წლის შემაჯამებელი ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[107] | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[108] | ოქრო | 7,500x |
ბელგია (BEA)[109] | ოქრო | 15 000* |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[110] | პლატინა | 30 000* |
კანადა (Music Canada)[112] | პლატინა | 89,000[111] |
საფრანგეთი (SNEP)[113] | 2× პლატინა | 200,000* |
გერმანია (BVMI)[114] | 3× ოქრო | 300,000^ |
უნგრეთი (MAHASZ)[115] | პლატინა | 6 000x |
იტალია (FIMI)[116] | 4× პლატინა | 200 000* |
ნიდერლანდები (NVPI)[117] | პლატინა | 40,000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[118] | პლატინა | 15 000^ |
პოლონეთი (ZPAV)[119] | 3× პლატინა | 60 000* |
პორტუგალია (AFP)[120] | ოქრო | 7,500x |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[121] | პლატინა | 10,000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[122] | პლატინა | 300 000^ |
აშშ (RIAA)[123] | ოქრო | 500 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
გამოცემების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Endless River | ||||
---|---|---|---|---|
რეგიონი | თარიღი | ფორმატი | ლეიბლი | ნომერი კატალოგში |
ავსტრალია | 7 ნოემბერი 2014 | ციფრული ჩამონატვირთი | Columbia Records | არ არის[124] |
გერმანია | Parlophone | არ არის[125] | ||
საფრანგეთი | 10 ნოემბერი 2014 | არ არის[126] | ||
აშშ | Columbia Records | არ არის[127] | ||
გაერთიანებული სამეფო | 2x СD | Parlophone / Warner Bros. Records | უცნობია[128] | |
ციფრული ჩამონატვირთი | არ არის[129] | |||
2x გრამფირფიტა | უცნობია[130] | |||
კანადა | 11 ნოემბერი 2014 | ციფრული ჩამონატვირთი | Columbia Records | არ არის[131] |
The Endless River (დელუქს გამოცემა) | ||||
---|---|---|---|---|
რეგიონი | თარიღი | ფორმატი | ლეიბლი | ნომერი კატალოგში |
გერმანია | 7 ნოემბერი 2014 | ციფრული ჩამონატვირთი | Parlophone | არ არის[132] |
საფრანგეთი | 10 ნოემბერი 2014 | არ არის[133] | ||
აშშ | Columbia Records | არ არის[134] | ||
გაერთიანებული სამეფო | CD, DVD | Parlophone / Warner Bros. Records | უცნობია | |
CD, Blu-ray | უცნობია | |||
ციფრული ჩამონატვირთი | არ არის[135] | |||
კანადა | 11 ნოემბერი 2014 | Columbia Records | არ არის[136] |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალბომის პრომო საიტი დაარქივებული 2014-10-07 საიტზე Wayback Machine.
- პინკ ფლოიდის ოფიციალური საიტი
- პინკ ფლოიდის ოფიციალური Facebook
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენიშვნები
- ↑ ჯგუფის წინა ალბომი, The Division Bell, ისევე, როგორც შემდგომი ცოცხალი და კომპილაციური ალბომები ევროპაში გამოიცემოდა EMI-ს, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში - Sony-ს წარმომადგენელ Columbia Records-ის მიერ. ჯგუფი, ისევე, როგორც EMI-ს სხვა შემსრულებლები, გადავიდა Universal Music Group-ში, როდესაც კომპანია გაიყიდა 2011-2013 წლებში. ევროპის და ფედერალურმა სავაჭრო კომისიებმა თანხმობა განაცხადეს Universal-ის ასეთ ნაბიჯზე, თუმცა ამას გარკვეული სირთულეები ახლდა. ერთ-ერთს წარმოადგენდა EMI-ს კუთვნილი აქტივების გაყიდვა.[5] პინკ ფლოიდი, ისევე, როგორც EMI-ს სხვა შემსრულებლები, ამ პროცესის დროს სხვადასხვა ლეიბლზე მოხვდა. Parlophone Label Group ჩამოყალიბდა Parlophone-ში, შემდგომში Universal-ის მიერ EMI-ს შეძენისას აქტივის სახით გასაყიდად, ხოლო პინკ ფლოიდი ამ გაყიდვისას მოხვდა Parlophone Label Group-ზე.[6] Warner Music Group-მა 2013 წელს მიაღწია შეთანხმებას Universal-თან, რომელიც ითვალისწინებდა EMI-სგან Parlophone label Group-ის შეძენას და პინკ ფლოიდის მუსიკალური კატალოგისა და მომავალი ჩანაწერების გამოცემის უფლების მიღებას.[7][8]
- ↑ მანამდე ეს იყო ალბომები The Piper at the Gates of Dawn, The Wall და The Final Cut.
- სქოლიო
- ↑ http://www.independent.co.uk/arts-entertainment/music/reviews/pink-floyd-the-endless-river-album-review-boring-and-desperately-disappointing-9840601.html
- ↑ http://www.torontosun.com/2014/11/08/review-pink-floyds-the-endless-river-a-challenging-listen
- ↑ 3.0 3.1 http://www.dailynebraskan.com/arts_and_entertainment/pink-floyd-s-final-album-is-something-for-the-fans/article_52106166-688c-11e4-8540-07ddecb1ac52.html
- ↑ http://www.rollingstone.com/music/albumreviews/pink-floyd-the-endless-river-20141107
- ↑ Sweney, მარკ. Universal's £1.2bn EMI takeover approved – with conditions. Guardian Media Group (21 სექტემბერი 2012). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Sisario, Ben. Warner Music Group Buys EMI Assets for $765 Million. The New York Times Company (7 თებერვალი 2013). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Knopper, Steve. Pink Floyd, Radiohead Catalogs Change Label Hands. Wenner Media (8 თებერვალი 2013). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Hampp, Andrew. Coldplay, David Guetta Go To Atlantic Records; Radiohead & Pink Floyd Catalogs, Kylie Minogue, Damon Albarn To Warner Bros: WMG’s US Plans for Parlophone (Exclusive). Prometheus Global Media (18 დეკემბერი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-14. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ http://mic.com/articles/103722/pink-floyd-just-made-history-one-last-time
- ↑ 10.0 10.1 შეფნერი 1991, p. 274
- ↑ Blake 2008, p. 311–313: ო'რურკის მონაწილეობა დავაში; Povey 2008, p. 240: „ამოწურული ძალა”.
- ↑ 12.0 12.1 The Telegraph staff. (16 სექტემბერი, 2008) Obituaries - Richard Wright. Telegraph Media Group.
- ↑ Ruhlmann, უილიამ. Pink Floyd - A Momentary Lapse of Reason - Review by William Ruhlmann. All Media Network (2002). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ 14.0 14.1 Rolling Stone Staff. (2004) Pink Floyd - The Rolling Stone Album Guide. Wenner Media LLC. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ 15.0 15.1 Sources for A Momentary Lapse of Reason and The Division Bell chart performances:
- UK Charts Company: Pink Floyd - UK Albums Chart History. ოფიციალური ჩარტების კომპანია (2014). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- Billboard: Pink Floyd - Billboard 200 Chart History. Prometheus Global Media (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-07. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Ruhlmann, უილიამ. Pink Floyd - The Division Bell - Review by William Ruhlmann. All Media Network (2002). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Hiatt, Brian. Surviving Members of Pink Floyd Revisit 'Dark Side,' Band Tensions. Wenner Media LLC (28 სექტემბერი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2014.
- ↑ DeGagne, მაიკ. Broken China - Richard Wright - სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები - Allmusic. All Media Network, LLC. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Sweeting, Adam. Obituary: Richard Wright, Keyboard player and founder member of Pink Floyd. Guardian Media Group (16 სექტემბერი 2008). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Pareles, Jon. Richard Wright, Member of Pink Floyd, Dies at 65. The New York Times Company (15 სექტემბერი 2008). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Simpson, Aislinn. Pink Floyd's Dave Gilmour pays tribute to band's founder Richard Wright. Telegraph Media Group (16 სექტემბერი 2008). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Collis, Clark. Pink Floyd's Nick Mason on former bandmate Richard Wright (R.I.P.). Time Inc. (18 სექტემბერი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ The Starpheonix staff. (16 სექტემბერი 2008) SP review: Elton John wins over Saskatoon. Postmedia Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Johns, Matt. Tributes paid to Richard Wright from across the world (16 სექტემბერი 2008). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Mason 2005, p. 315
- ↑ Maloney, Devon. New Pink Floyd Album 'The Endless River' Out in ოქტომბერი: Report. Prometheus Global Media (5 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ 27.0 27.1 About "The Endless River". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ 28.0 28.1 Roberts, Randall. Pink Floyd offers release date, cover art for album 'The Endless River'. Tribune Publishing (22 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ Wright, რიჩარდ (მარტი 1994). Pink Floyd's Richard Wright 3/94. Interview with Redbeard. Minutes 6:45. In the Studio with Redbeard. http://www.inthestudio.net/online-on-demand/pink-floyds-richard-wright-3-94/. წაკითხვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2014.
- ↑ Wootton, დენ. Pink Floyd to release new album: First new collection for over two decades. News UK (5 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014. [Subscription needed to access]
- ↑ Pink Floyd to release new album in ოქტომბერი. Sun Media (Quebecor) (6 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ Young, Alex. (22 სექტემბერი 2014) Pink Floyd reveals details of new album, The Endless River. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ 33.0 33.1 Everitt, Matt. (9 ოქტომბერი 2014) Shaun Keaveny, with a Pink Floyd Exclusive, Pink Floyd Talk to 6 Music's Matt Everitt. BBC.
- ↑ David Gilmour: There's No Room in My Life for Pink Floyd (29 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
- ↑ David Gilmour’s New Album "Coming Along Very Well..." in 2015 (29 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
- ↑ 36.0 36.1 Barnes, Anthony. Pink Floyd stoke anticipation for new album with global artwork launch. Guardian Media Group (23 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ 37.0 37.1 Khairat, Mohamed. Egyptian teenager designs Pink Floyd’s new album cover. ES Media Inc. (23 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Greene, ენდი. Storm Thorgerson, Pink Floyd Album Art Designer, Dead at 69. Wenner Media (18 აპრილი 2013). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ CCN staff. (24 სექტემბერი 2014) Teenager designs the cover for Pink Floyd's new album, 'The Endless River'. Turner Broadcasting System (Time Warner Inc.). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ 40.0 40.1 Sherwin, Adam. Pink Floyd new album: Band unveil cover art for first new record in 20 years. Independent Print Limited (22 სექტემბერი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-23. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Varga, ჯორჯ. Pink Floyd: Hear preview of its new album. MLIM Holdings (22 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
- ↑ Newton, Steve. David Gilmour's wife Polly Samson leaks news on Twitter about new Pink Floyd album. Vancouver Free Press (5 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2014.
- ↑ McDonald, Soraya Nadia. Pink Floyd is releasing its first new album in 20 years. Nash Holdings (7 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Palazzo, Anthony; Beech, მარკ. Pink Floyd to Release First New Album in Two Decades. Bloomberg L.P. (8 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ Associated Press. (22 სექტემბერი 2014) Pink Floyd sets release date for new album. AOL Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-24. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ Iyengar, Rishi. Pink Floyd Announces Its First New Album in 20 Years. Time Inc. (24 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ Johns, Matt. New Pink Floyd album The Endless River - details and ordering info. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ Ryan, Patrick. Pink Floyd to release new album Nov. 10. Gannett Company, Inc. (22 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ Gordon, Jeremy. Pink Floyd Detail New Album The Endless River. Pitchfork Media Inc. (22 სექტემბერი 2014). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ Kumar, Revathi Siva. Pink Floyd's New Album To Be Released After 20 Years. IBT Media (24 სექტემბერი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ Agence France-Presse. (23 სექტემბერი 2014) New Pink Floyd album to be released in ნოემბერი. Doğan Media Group. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
- ↑ 52.0 52.1 52.2 Reviews for The Endless River by Pink Floyd. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Pink Floyd, The Endless River. Rovi Corporation (10 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2014.
- ↑ Bienstock, Richard. Album Review: Pink Floyd's 'The Endless River' Approaches New Age Territory. Billboard (11 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2014.
- ↑ 55.0 55.1 Hunter-Tilney, Ludovic. Pink Floyd: The Endless River – album review. Pearson PLC (4 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
- ↑ 56.0 56.1 Petridis, Alexis. Pink Floyd: The Endless River review – a fitting footnote to their career. The Guardian (6 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2014.
- ↑ 57.0 57.1 Gill, ენდი. Pink Floyd, The Endless River, album review: Boring and desperately disappointing. Independent Print Limited (5 ნოემბერი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-10. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
- ↑ 58.0 58.1 Nicolson, Barry. NME Reviews - Pink Floyd - 'The Endless River'. IPC Media (Time Inc. UK) (3 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
- ↑ Woodcraft, Molloy. Pink Floyd: The Endless River review – ‘a good way to call it a day’. The Observer (9 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
- ↑ Deusner, Stephen. Pink Floyd: The Endless River. Pitchfork Media (13 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2014.
- ↑ Fricke, David. Mostly instrumental set honors the band’s psychedelic legacy. Rolling Stone. Wenner Media LLC (7 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2014.
- ↑ Cooper, Cameron. Pink Floyd - The Endless River. Street Press Australia (3 ნოემბერი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
- ↑ Fricke, David. Pink Floyd - The Endless River; Mostly instrumental set honors the band’s psychedelic legacy. Rolling Stone (7 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2014.
- ↑ Ostroff, Joshua. Dark Side Of Pink Floyd's 'New' Album. AOL (Time Warner) (7 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2014.
- ↑ http://www.latimes.com/entertainment/music/posts/la-et-ms-review-pink-floyd-endless-river-review-20141111-story.html
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 15 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd - The Endless River" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ Ranking ABPD - CD - 24/11/2014 a 30/11/2014 Portuguese. Portal Sucesso. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2014.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
- ↑ "საუკეთესო უცხოური ალბომები]" (ხორვატულად). საუკეთესო უცხოური ალბომები. ხორვატიის დისკოგრაფიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი 15 ნოემბერი 2014.
- ↑ "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201446 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი 2014.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Endless River“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd: The Endless River" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd - The Endless River". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Greekcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 დეკემბერი 2014.
- ↑ "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
- ↑ "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ დაარქივებული ასლი Hebrew. Musicaneto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-06. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 იანვარი 2016.
- ↑ "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ "სამხრეთ კორეის GAON-ის ალბომების საერთაშორისო ჩარტი". გვერდზე აირჩიეთ "{{{year}}}" და შემდეგ "2014.11.09~2014.11.15", რათა შესაბამისი ჩარტი იხილოთ. კორეის ჩარტები. GAON. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 9, 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 10 იანვარი 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd – The Endless River". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
- ↑ "2014-11-15 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
- ↑ "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
- ↑ End of Year Charts – ARIA Top 100 Albums 2014. ARIA Charts. Australian Recording Industry Association. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2015.
- ↑ Antonucci, Gabriele (12 იანვარი 2015). „Vasco Rossi: "Sono innocente" è l'album più venduto del 2014“. Panorama (Italian). ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2015.
- ↑ „The Official NZ Music Charts - End of Year Charts 2014“.
- ↑ Jakie płyty Polacy kupowali najchętniej w 2014 roku – roczne podsumowanie listy OLiS Polish. Polish Society of the Phonographic Industry. ციტირების თარიღი: იანვარი 19, 2015.
- ↑ „Schweizer Jahreshitparade 2014“.
- ↑ UK Album Charts. Billboard.
- ↑ Top Billboard 200 Albums: 2014 Year-End Charts. Billboard. ციტირების თარიღი: 2015-01-15.
- ↑ Top Rock Albums: 2014 Year-End Charts. Billboard.
- ↑ Összesített album- és válogatáslemez-lista - eladási darabszám alapján - 2015. Mahasz. ციტირების თარიღი: მარტი 6, 2016.
- ↑ Classifiche "Top of the Music" 2015 FIMI-GfK: La musica italiana in vetta negli album e nei singoli digitali Italian (Click on "Scarica allegato" to download the zipped file containing the year-end chart PDF documents). Federazione Industria Musicale Italiana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-11. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2016.
- ↑ „Schweizer Jahreshitparade 2015“.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2015 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Austrian album certifications – Pink Floyd – The Endless River გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ The Endless River ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Ultratop − ოქრო და პლატინა – 2014. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
- ↑ Brazilian video certifications – Pink Floyd – The Endless River პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Bliss, Karen. (27 იანვარი 2015) Nielsen: Canada Loved Taylor Swift, Streaming Music and, Yep, Vinyl in 2014. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2015.
- ↑ Canadian album certifications – Pink Floyd – The Endless River. Music Canada.
- ↑ French album certifications – Pink Floyd – The Endless River ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'The Endless River') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Adatbázis – Arany- és platinalemezek – 2014 უნგრულად. Mahasz.
- ↑ Italian album certifications – Pink Floyd – The Endless River იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ Dutch album certifications – Pink Floyd – The Endless River ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
- ↑ New Zealand album certifications – Pink Floyd – The Endless River. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ Polish album certifications – Pink Floyd – The Endless River პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
- ↑ Portuguese album certifications – Pink Floyd – The Endless River პორტუგალიურად. პორტუგალიის ფონოგრამების ასოციაცია.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Pink Floyd; 'The Endless River'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – Pink Floyd – The Endless River. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Endless River ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Pink Floyd – The Endless River. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Musik - The Endless River von Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Musique - The Endless River par Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ The Endless River: Amazon.co.uk: Music. Amazon.com, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ The Endless River [VINYL: Amazon.co.uk: Music]. Amazon.com, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Musik - The Endless River (Deluxe Edition) von Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Musique - The Endless River (Deluxe Edition) par Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Music - The Endless River (Deluxe Edition) by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Music - The Endless River (Deluxe Edition) by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
- ↑ iTunes - Music - The Endless River (Deluxe Edition) by Pink Floyd. Apple, Inc.. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბლეიკი, მარკ (2008), Comfortably Numb—The Inside Story of Pink Floyd, Da Capo, ISBN 0-306-81752-7
- მეისონი, ნიკ (2005), ფილიპ დოდი, რედ., Inside Out: A Personal History of Pink Floyd (რბილი ყდა რედ.), Phoenix, ISBN 0-7538-1906-6
- შეფნერი, ნიკოლას (1991), Saucerful of Secrets (პირველი რედ.), ლონდონი: Sidgwick & Jackson, ISBN 0-283-06127-8
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2021
- 2014 წლის ალბომები
- ალბომები დეივიდ გილმორის პროდიუსერობით
- ალბომები ფილ მანზანერას პროდიუსერობით
- ალბომები მარტინ გლოვერის პროდიუსერობით
- Warner Bros. Records-ის ალბომები
- Parlophone-ის ალბომები
- Columbia Records-ის ალბომები
- პინკ ფლოიდის ალბომები
- გარდაცვალების შემდეგ გამოცემული ალბომები