მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიხანჯური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურის თემში. მდებარეობს აჭარის მთისწინეთში, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 100 მ. ქობულეთიდან 16 კმ. ოჩხამურიდან 6 კმ. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ჯიხანჯურიდან წაღებული ღვთისმშობლის ხატი ინახებოდა ძიმითის ეკლესიაში.[1] 1983 წლისთვის შედიოდა ლეღვას სასოფლო საბჭოში, 1987 წლისთვის კი ოჩხამურის სადაბო საბჭოში. 2002 და 2014 წლის აღწერებით ჯიხანჯური ცალკე აღწერილი არ არის.