შინაარსზე გადასვლა

მუხაესტატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მუხაესტატე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი მუხაესტატე
კოორდინატები 41°50′31″ ჩ. გ. 41°51′59″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 41.86639° ა. გ. / 41.84194; 41.86639
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2045[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %, რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მუხაესტატე — საქართველო
მუხაესტატე
მუხაესტატე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუხაესტატე
მუხაესტატე — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მუხაესტატე

მუხაესტატესოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი მუხაესტატე). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ., ქობულეთიდან 7 კმ. სოფელში გადის ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს საავტომობილო გზა.

გადმოცემის თანახმად სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია ტყვეთა სყიდვასთან. ჭანიეთელი გლეხი ესტატე ბავშვებს იტაცებდა და ოსმალეთში ჰყიდდა. ერთხელ, როდესაც მუშტარი დათქმულ ადგილას არ დახვდა, მან ბავშვი მუხაზე მიაბა და ხეზე კი სახელი ესტატე ამოკაწრა, რათა მყიდველს გაეგო ბავშვი ვინ მიუყვანა და ფული ხის ფუღუროში დაეტოვებინა. წლების შემდეგ ესტატეს მღვდლისთვის აღსარებაში გაუნდია ეს ამბავი და ადგილიც დაუსახელებია. ხალხში ეს ამბავი გავრცელდა და ადგილს მუხაესტატე დაერქვა.[2]

საბჭოთა პერიოდში მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები ზენითი, ალამბარი და ზედა კონდიდი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2045 კაცი[1].

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1974[3][4]
2014 2045[1]
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. დურმიშხან ცინცაძე, „ლეგენდა მუხაესტატეზე“ — „ლიტერატურული აჭარა“ N3, 1959 წ.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.