შინაარსზე გადასვლა

ხალხისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალხისთვის
ხალხისთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ანა დოლიძე
ისტორია
დამფუძნებელი ანა დოლიძე
დაფუძნდა 22 მაისი, 2021 წელი
პოზიციები
იდეოლოგია პროგრესივიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
1 / 150
საკრებულოები
2 / 2 068
თბილისის საკრებულო
1 / 50
ფერები          
4people.ge

ანა დოლიძე — ხალხისთვისპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ანა დოლიძემ დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 22 მაისს გაიმართა.

2020 წლის 21 მაისს ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა იყო „სუფთა ხელებით“, რომელიც ორპოლუსიანობას დაასრულებდა. ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 22 მაისს მან პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა, რომლის ქვაკუთხედი სოციალური სამართლიანობაა.[1][2]

მანიფესტი ხალხისთვის.[3]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[4]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიის თავმჯდომარე ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატად იყო წარმოდგენილი, რომელმაც გაძლიერებული ორპოლუსიანობის პირობებში ხმების 4,56% (21 935 ხმა) მიიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა.[5]

პარტია „ხალხისთვის“ წარმოდგენილი იყო თბილისის ათივე სამაჟორიტარო რაიონში, ხოლო რეგიონის მასშტაბით შვიდ მუნიციპალიტეტში. ესენია: მესტია, ოზურგეთი, ჩხოროწყუ, ყაზბეგი, ქუთაისი, რუსთავი, ონი.

პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 988 ხმა მიიღო და თბილისისა და ყაზბეგის საკრებულოს მუნიციპალიტეტში თითო-თითო მანდატი მოიპოვა. თბილისი - ნინო წულაძე; ყაზბეგი - შენგელი ავსაჯანიშვილი.[6]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიას ერთი ხმა სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე ნაკლები — 2,01 ლარი დაუჯდა. პარტიამ საანგარიშო პერიოდში სულ 30 186 ლარი დახარჯა, საიდანაც 10 816 სარეკლამო ხარჯი იყო. პარტიამ შემოსავლის სახით 29 572 ლარი მიიღო. არჩევნებში კი ანა დოლიძის პარტიამ 14 988 ხმა მიიღო, შესაბამისად, პარტიას ერთი ხმა 2,01 ლარი დაუჯდა.[7]

პარტიის თავმჯდომარეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი სურათი წელი
1 ანა დოლიძე 22 მაისი, 2021-დღემდე

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2024 182 922 8,81
1 / 150
ახალი ოპოზიცია ძლიერი საქართველო
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 14 988 0,85
2 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. მანიფესტი ka-GE. 4people.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-27. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
  4. 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა
  5. „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „ანა დოლიძე-ხალხისთვის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში“. civil.ge. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „რომელმა პარტიამ დახარჯა ყველაზე ბევრი/ცოტა 1 ხმის მოსაპოვებლად“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)