ნორავანქი
ნორავანქი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 39°41′02″ ჩ. გ. 45°13′58″ ა. გ. / 39.68389° ჩ. გ. 45.23278° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | ვაიოცძორის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | ეღეგნაძორი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | მომიკი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 1205 |
დეტალები
|
ნორავანქი (სომხ. Նորավանք; სომხურად „ახალი მონასტერი“) — სამონსტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციის ქალაქ ეღეგნაძორთან. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. მონასტერს ზოგჯერ უწოდებენ ამაგუ-ნორავანქს, რათა განასხვავონ ბღენო-ნორავანქისაგან, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორისში. XIII-XIV საუკუნეებში მონასტერი წარმოადგენდა სიუნიქის ეპარქიის ცენტრს, ხოლო მოგვიანებით სომხეთის კულტურული ცენტრი გახდა.
1996 წლიდან ნორავანქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტერი 1205 წელს დააარსა ვაჰანავანქის მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა ჰოვანესმა. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს სურბ-კარაპეტის (იოანე ნათლისმცემლის) ეკლესიას, სურბ-გრიგორის სამლოცველოს და სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესიას. ნორავანქი იყო სომეხი მთავრების, ორბელიანების რეზიდენცია. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე აქ მოღვაწეობდნენ არქიტექტორი სირანესი და მოქანდაკე და მინიატურისტი მომიკი. მონასტრის გალავანი აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში.
სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამონასტრო კომპლექსის ყველაზე დიდებული ეკლესიაა სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ორსართულიანი ეკლესია, რომელსაც ზოგჯერ ბურტელაშენს უწოდებენ, რადგან მისი მშენებლობისათვის ფინანსები გაიღო თავადმა ბურტელ ორბელიანმა. იგი მდებარეობს სურბ-კარაპეტისა და მისი გავიტის კუთხეში. ეს ეკლესია, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1339 წელს ითვლება მომიკის უკანასკნელ შედევრად[2].
ეკლესიის პირველ სართულზე მოწყობილია ბურტელისა და მისი ოჯახის განსასვენებელი. პირველი სართულის კარის თავზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და მთავარანგელოზებით, ხოლო მეორე სართულის შესასვლელის თავზე გამოსახულია იესო და მოციქულები პეტრე და პავლე.
ეკლესიის დასავლეთი ფასადი განსაკუთრებულად დიდებულია. აქ მთავარ როლს თამაშობს ორი კიბე პროფილირებული სახეებით, რომლებიც მეორე სართულის კარებისკენ მიემართება. დასავლეთი ფასადის მესამე იარუსზე გამოსახულია ბურტალაშენის დამაარსებელი. აქვე ასევე ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და მის ორივე მხარეს თითო ადამიანის სილუეტით, რომელთაგან ერთ-ერთს ხელში უჭირავს ეკლესიის მაკეტი.
ბურტალაშენის ეკლესია ნორავანქის სამონასტრო კომპლექსის დომინანტი ნაგებობაა.
სურბ-კარაპეტის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტრის მეორე მნიშვნელოვანი ნაგებობაა სურბ-კარაპეტის (იოანე ნათლისმცემლის) ეკლესია, რომელიც ჯვარ გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია 1216-1227 წლებში, თავად ლიპარიტ ორბელიანის ბრძანებით ძველი, მიწისძვრისაგან განადგურებული ტაძრის ადგილზე.
ტაძროს გუმბათი ჩამოინგრა 1240 წლის მიწისძვრის შედეგად და 1261 წელს არქიტექტორმა სირანესმა აღადგინა. 1931 წელს გუმბათი კიევ ერთმა მიწისძვრამ დააზიანა. 1949 წელს სახურავი და კედლები შეაკეთეს, ხოლო 1998 წელს მთლიანად რესტავრაცია ჩაუტარეს.
1261 წელს დასავლეთის კედელზე მიაშენეს გავიტი, რომელიც გაფორმებულია რამდენიმე ხაჩკარით. იატაკზე გვხვდება საფლავის ქვები. გავიტის შესასვლელის თავზე ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს გამოსახულებაა, გარშემო სომხური წარწერით. უნდა აღინიშნოს, რომ XVII–XVIII საუკუნეებში სიუნიქის ეკლესიებში ღვთისმშობლის კულტი ფართოდ გამოიყენება. იგი გამოსახულია ბარელიეფებზე, მის სახელზე შენდებოდა მრავალი ეკლესია. ეკლესიაში მდებარეობს თავად სმბატ ორბელიანის საფლავი.
გავიტის შესასვლელის თავზე არსებული სარკმელის ტიმპანზე გამოსახულია მამა ღმერთის უნიკალური ბარელიეფი დიდი ნუშის ფორმის თვალებით, რომელიც მარჯვენა ხელით ლოცავს ხელს ქვემოთ ჯვარზე გაკრულ ძე-ღმერთს, მარჯვენა ხელში უჭირავს ადამის თავი, იქვეა მტრედიც სულიწმინდის ნიშანი.
სურბ-გრიგორის სალოცავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურბ-გრიგორის სამლოცველო ჩრდილოეთის მხრიდან მიაშენეს სურბ-კარაპეტის ეკლესიას 1275 წელს. შესასვლელი თაღოვანია, საკურთხევლის გარშემო ხაჩკარებია. სალოცავშია ასევე ორბელიანთა საგვარეულო სამარხები, ერთ-ერთ საფლავის ქვაზე გამოსახულია ადამიანი-ლომის ფიგურა და თარიღდება 1300 წლით. იგი ეკუთვნის ტარსაიჭ ორბელიანის ვაჟს ელიკუმს.
ხაჩკარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპლექსში შემონახულია რამდენიმე ხაჩკარი. მათ შორის ყველაზე დახვეწილია 1308 წელს მომიკის მიერ შესრულებული ხაჩკარი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
სურბ-ასტვაწაწინის ეკლესიის დასავლეთი ფასადი
-
ღვთისმშობლის გამოსახულება სურბ-კარაპეტის გავიტის შესასვლელის თავზე
-
მამა ღმერთის ბარელიეფი
-
გუმბათი
-
სურბ-კარაპეტის ინტერიერი
-
სურბ-კარაპეტის ეკლესია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნორავანქი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- Architectural Ensembles of Armenia, by O. Khalpakhchian, published in Moscow by Iskusstvo Publishers in 1980.
- Rediscovering Armenia Guidebook, by Brady Kiesling and Raffi Kojian, published online and printed in 2005.
- Noravank monastery at Armenica.org
- Armeniapedia.org
- Program about Noravank Monastery by Vem Radio
- Noravank Monastery: Virtual Tour დაარქივებული 2012-11-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|