კირანცის მონასტერი
კირანცის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°00′43″N 44°59′25″E / 41.011895° ჩ. გ. 44.990336° ა. გ. |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ტავუში |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
| |
მონასტრის გეგმა |
კირანცის მონასტერი (სომხ. Կիրանց Վանք) — სამონასტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციაში, სოფელ კირანციდან სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ში. დაარსებულია XIII საუკუნეში. შემადგენელი ნაწილებია 3 ეკლესია, რამდენიმე პორტიკი, სატრაპეზო, სენაკები და დამხმარე შენობები. მონასტერს გარს ერტყა აწ უკვე ნანგრევებად ქცეული დამცავი კედელი, რომლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც მოთავსებულია თაღოვანი კარიბჭე. ნაგებობების უმეტესობა ნაშენებია აგურითა (რაც იშვიათობაა სომხეთში) და სუფთად თლილი ქვით.
მონასტრის მთავარი ეკლესია თარიღდება XIII საუკუნით. იგი წარმოადგენს მართკუთხა ფორმის გუმბათოვან დარბაზს. საკურთხევლის ორივე მხარეს არის ორ-ორი პილონი და თითო გვერდითი კაპელა. ეკლესიას თავზე ადგას რვაკუთხა გუმბათი, რომლის ყელიც გაფორმებულია ექვსქიმიანი ვარსკვლავისა და რომბის ფორმის მოჭიქული ფილებით. ეკლესიის ორი შესასვლელით მომლოცველი შედის კარიბჭის მინაშენში.
ორი ცალნავიანი ტაძარი აქვს მთავარ ეკლესიას მიშენებული ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სატრაპეზო, რომელიც აგებულია დაუმუშავებული ქვიშაქვითა და რიყის ქვით, მთავარი ეკლესიისგან ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი წარმოადგენს სამ თაღზე აგებულ კამაროვან დარბაზს. კირანცის მონასტრის სატრაპეზო თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების არასასულიერო ხუროთმოძღვრების ძეგლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
მთავარი ტაძარი და სატრაპეზო შიგნიდან ფრესკებით ყოფილა დაფარული. ამაღლების სცენა გუმბათქვეშ, ძველი აღთქმის სცენები გუმბათის ქვედა ნაწილში, ოთხი მახარებელი კი აფრებზეა გამოსახული. ფრესკების ფრაგმენტებზე შემონახულია ქართული და ბერძნული წარწერები. ეს ცხადყოფს, რომ მონასტერი ქალკედონურ-მართლმადიდებლური იყო. ეკლესიის შიდა და გარე დეკორაციები აერთიანებს ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებს.
ბერების სადგომებისა და დამხმარე სტრუქტურების ნაშთების გარდა, კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი სასაფლაოც.
ნამონასტრალს დღესდღეობით ეს სახელი იმ სოფლის გამო ეწოდება, რომელთანაც იგი მდებარეობს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მახარებლის ფრესკა
-
სატრაპეზო
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kirants Monastery, Kirants, Armenia | World Building Directory | Buildings
- Armeniapedia.org: Kirants Monastery
|