მირ ჯალალი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მირ ჯალალი | |
---|---|
აზერ. Mir Cəlal Əli oğlu Paşayev | |
დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 1908[1] |
დაბადების ადგილი | Andabil, Iranian Azerbaijan, ყაჯარების იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 28 სექტემბერი, 1978 (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
საქმიანობა | მწერალი[1] , პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, კრიტიკოსი[1] და ნოველისტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
ირანი რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | უმაღლესი განათლება |
ჟანრი | რომანი და მოთხრობა |
ჯილდოები | ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური კომკავშირის პრემია, აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, Lenin Komsomol Prize of Azerbaijan და შრომითი მამაცობის მედალი |
შვილ(ებ)ი | ჰაფიზ ფაშაევი, არიფ ფაშაევი, აგილ ფაშაევი და Adiba Pashayeva |
მირ ჯალალი (აზერ. Mir Cəlal Əli oğlu Paşayev; დ. 13 აპრილი, 1908, არდებილი — გ. 28 სექტემბერი, 1978, ბაქო) — აზერბაიჯანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს. აღწერდა აზერბაიჯანული სოფლის პატრიარქალურ ყოფას, რევოლუციის შემდგომი პერიოდის გარდაქმნებს. მირ ჯალალის შვილიშვილია მეჰრიბან ალიევა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1908 წელს არდებილთან ახლოს გლეხის ოჯახში. მოგვიანებით ოჯახი განჯაში გადავიდა. 1918 წელს მამა გარდაეცვალა და მირ ჯალალი უფროსი ძმის მეურვეობით ცხოვრობდა. 1918–1919 წლებში საქველმოქმედო საზოგადოების დახმარებით მან დაწყებითი განათლება მიიღო. 1923 წელს განჯის პედაგოგიურ ტექნიკუმში შევიდა, რომელიც 1928 წელს დაამთავრა. რამდენიმე ხანს განჯისა და გადაბეის სკოლებში ასწავლიდა. 1930 წელს ქ. ყაზანის აღმოსავლურ - პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა (თათრეთის ავტონომიური სსრ, რსფსრ). აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში ასპირანტურაში ჩააბარა. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, როგორც პროფესორი პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული, ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიის კათედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1940 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფიზულის პოემების პოეტური თავისებურებები“. 1947 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აზერბაიჯანის ლიტერატურული სკოლები“.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მ.ფაშაევს საპატიო ადგილი უკავია თანამედროვე აზერბაიჯანულ ლიტერატურაში. არის 50-მდე მხატვრული, სამეცნიერო და ჟურნალისტური ნაშრომის, 500-ზე მეტი სტატია - რეცენზიისა და სხვა სამეცნიერო თეორიული ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი.
მწერლის რომანებია: „მკვდრეთით აღმდგარი", „ახალგაზრდის მანიფესტი", „ღია წიგნი", „თანატოლები", „ახალი ქალაქი", „საით მივდივართ?". თითოეულ მათგანში ავტორი ასახავს რამდენიმე გმირის ბედს, ავლენს მათ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, დამაჯერებელი, დასამახსოვრებელი შტრიხებით ხატავს მათ შინაგან ფსიქოლოგიურ სამყაროს.
ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მკვდრეთით აღმდგარი, 1935
- ახალგაზრდა კაცის მანიფესტი, 1937-1937
- გადაშლილი წიგნი, 1944
- ახალი ქალაქი, 1951
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 15.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 The Fine Art Archive — 2003.
- სტატიები წყაროს მითითების გარეშე
- დაბადებული 26 აპრილი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 28 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1978
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატები
- შრომითი მამაცობისათვის მედლით დაჯილდოებულები
- აზერბაიჯანელი მწერლები
- აზერბაიჯანელი ლიტერატურათმცოდნეები
- დაბადებული 13 აპრილი
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები
- აზერბაიჯანის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები