მირონი (რუმინეთის პატრიარქი)
იერსახე
მირონ კრისტია | |
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ნოემბერი, 1925 – 6 მარტი, 1939 | |
წინამორბედი | დაარსდა თანამდებობა |
მემკვიდრე | ნიკოდიმი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 თებერვალი, 1938 – 6 მარტი, 1939 | |
წინამორბედი | ოქტავიან გოგა |
მემკვიდრე | არმანდ კელინესკუ |
დაბადებული | 20 ივლისი, 1868 ტოპლიცა, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 6 მარტი, 1939 კანი, საფრანგეთი |
პროფესია | პოლიტიკოსი |
საქმიანობა | ეპისკოპოსი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
პატრიარქი მირონი (რუმ. Patriarhul Miron, ერისკაცობაში ელიე კრისტია, რუმ. Elie Cristea; დ. 20 ივლისი, 1868, ტოპლიცა, ავსტრია-უნგრეთი — გ. 6 მარტი, 1939, კანი, საფრანგეთი) — რუმინეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1925-1939 წწ.) და პრემიერ-მინისტრი (1938-1939 წწ.).
1925 წელს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ გამოაცხადა პატრიარქად. 1938 წელს ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. იგი მხარს უჭერდა დიდი რუმინეთის შექმნას. არარუმინელი ხალხის მიმართ ატარებდა დისკრიმინაციის პოლიტიკას[1], 200 ათას ებრაელს ჩამოართვა მოქალაქეობა[2].
გარდაიცვალა 1939 წლის 6 მარტს კანში, დაკრძალულია ბუქარესტის საკათედრო ტაძარში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მირონ კრისტია დაარქივებული 2007-10-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|