შინაარსზე გადასვლა

დიდი რუმინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთის ისტორიული რეგიონები 1930 წელს

დიდი რუმინეთი (რუმ. România Mare) — რუმინეთის საზღვრების მაქსიმალური გაფართოების იდეა. ჩამოყალიბდა რუმინეთის სამეფოს არსებობის პერიოდში[1].

ბალკანეთის მეორე ომის დროს (1913 წ.) რუმინეთის შემადგენლობაში შევიდა სამხრეთი დობრუჯა. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ბესარაბიაში გამოცხადდა მოლდავეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წელს შეიერთა რუმინეთმა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაყოფის შემდეგ ჩეხოსლოვაკია-უნგრეთის ომის ფარგლებში რუმინეთმა მოახდინა ტრანსილვანიისა და ბუკოვინის ანექსია. რუმინეთის საზღვრების გაფართოებამ თავის აპოგეას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიაღწია. ომის შემდეგ კი იდეამ კრახი განიცადა. საბჭოთა კავშირის დაშლის და ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობის შემდეგ იდეამ ტრანსფორმაცია განიცადა და გაიჟღერა მოლდოვისა და რუმინეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესაძლო წინადადებებმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nistor I., Aspectele geopolitice si culturale din Transnistria, Anal. Acad. Rom.—Ser. III., 1942.