მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე | |
2019 წელს | |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივნისი, 2018 – 2 სექტემბერი, 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | გიორგი კვირიკაშვილი |
მემკვიდრე | გიორგი გახარია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ნოემბერი, 2017 – 20 ივნისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | დიმიტრი ქუმსიშვილი |
მემკვიდრე | ნიკოლოზ გაგუა |
დაბადებული | 9 ივნისი, 1982 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი INSEAD |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
პროფესია | ეკონომისტი, ინჟინერი |
ხელმოწერა |
მამუკა ბახტაძე (დ. 9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე.[1] 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი[2]. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.[3]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წელს დაამთავრა თბილსიის 169-ე საჯარო სკოლა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მემკვიდრედ იმ დროისთვის 36 წლის ბახტაძე წარადგინა. იმ დროისთვის ის მეტწილად პოლიტიკური უცნობი იყო. 2018 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 55%-ს არ სმენოდა მის შესახებ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ბახტაძე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ბახტაძემ 2018 წელს გამოაქვეყნა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სისტემასთან დაკავშირებული გეგმები.[4] ბახტაძე ჩართულ იყო სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში. მან არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება „დემოკრატიის გამარჯვებად“ შეაფასა.[5]
ბახტაძის პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში 2018 წლის ივლისში შედგა, სადაც მან ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მისწრაფებების ერთგული.[6] 2018 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეაზე მიმართვაში ბახტაძემ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ისაუბრა საქართველოს შესახებ. მხარეებს შესთავაზა ახალი სამშვიდობო ინიციატივები.[7]
2019 წლის 2 სექტემბერს ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა, სადაც მან გადადგომის მიზეზად დაასახელა: „მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“. მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელიც ბახტაძის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამუკა ბახტაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ საიტი დაარქივებული 2019-03-31 საიტზე Wayback Machine.
- მამუკა ბახტაძე Twitter-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაპოსტა
- ↑ http://gov.ge/files/466_62782_403554_301.pdf
- ↑ მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 2017-12-06.
- ↑ „PM Bakhtadze Presents Education Reform Plan“. Civil Georgia. 14 September 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
- ↑ „PM Bakhtadze Says Presidential Election ‘Victory for Democracy’“. Civil Georgia. 30 November 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
- ↑ „PM Bakhtadze: Georgia Firm on EU Integration Path“. Civil Georgia. 20 July 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
- ↑ „In UNGA Speech, PM Bakhtadze Speaks of Russian Occupation, Engagement with Abkhaz, S.Ossetians“. Civil Georgia. 28 September 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დიმიტრი ქუმსიშვილი |
ფინანსთა მინისტრი 13 ნოემბერი, 2017 - 20 ივნისი, 2018 |
შემდეგი: ნიკოლოზ გაგუა |
წინამორბედი: გიორგი კვირიკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი 20 ივნისი, 2018 - 2 სექტემბერი, 2019 |
შემდეგი: გიორგი გახარია |
|
|