ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 9 თებერვალი, 2022 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ნათია თურნავა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 დეკემბერი, 2017 – 9 თებერვალი, 2022 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ოთარ შამუგია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 სექტემბერი, 2016 – 15 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ოთარ დანელია |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 10 დეკემბერი, 1978 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 2 შვილი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
ლევან დავითაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1978, თბილისი)[1] — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2022 წლის 9 თებერვლიდან.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან.[3] მანამდე — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბერამდე; 2017-2022 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002-2003 წლებში იყო MIP (მილანი) ბიზნესის მართვის მაგისტრი; 1999-2001 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. 1995-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი.
2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2012 წლის 4 დეკემბრიდან – საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2010-2011 წლებში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2010-2011 წლებში — საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი; 2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე — შპს „SCHUCHMANN WINES GEORGIA“-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2007-2009 წლებში — USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002-2007 წლებში – შპს „წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი; 1999-2001 წლებში — მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი; 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი.
ლევან დავითაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან დავითაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან დავითაშვილი — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტი
- ლევან დავითაშვილი დაარქივებული 2022-08-09 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს მთავრობის საიტი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი)
- ლევან დავითაშვილი[დაარქივებული] — გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტი
- ლევან დავითაშვილი[დაარქივებული] — საქართველოს მთავრობის საიტი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი)
- ლევან დავითაშვილი[დაარქივებული] — სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტი
- ლევან დავითაშვილი[დაარქივებული] — საქართველოს მთავრობის საიტი (სოფლის მეურნეობის მინისტრი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ლევან დავითაშვილი. declaration.gov.ge (5 თებერვალი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.01.2022. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022
- ↑ „თურნავა მიდის, მას დავითაშვილი ცვლის“. On.ge. 6 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დანიშნა“. Civil.ge. 12 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
|
|
|
|