ლუიზა დანიელი (1750-1831)
ლუიზა დანიელი | |
---|---|
წოდებები
ჰესენ-კასელის პრინცესა | |
დაიბადა |
20 იანვარი, 1750 კოპენჰაგენი, დანია |
გარდაიცვალა |
12 იანვარი, 1831, (80 წლის) შლეზვიგი, გერმანია |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | პრინცი კარლ ფონ ჰესენ-კასელი |
შვილ(ებ)ი | ექვსი შვილი |
მამა | ფრედერიკ V, დანიის მეფე |
დედა | ლუიზა ბრიტანელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ლუიზა დანიელი (დან. Louise af Danmark, გერმ. Louise von Dänmark; დ. 20 იანვარი, 1750 — გ. 12 იანვარი, 1831) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ნაბოლარა შვილი. იგი იყო დედა დანიისა და ნორვეგიის დედოფალ მარია ფონ ჰესენ-კასელისა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზა დაიბადა 1750 წლის 20 იანვარს, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ნაბოლარა შვილი. მას სახელი მამიდის, საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგინია ლუიზა დანიელის პატივსაცემად დაარქვეს. მისი გაჩენიდან ერთ წელიწადში დედამისი გარდაიცვალა და მამამისი მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე. 1766 წელს, ფრედერიკ V-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლუიზას შეშლილი ძმა, კრისტიან VII ავიდა, რომელმაც იგი 1767 წელს ჰანაუში ცოლად თავის საუკეთესო მეგობარს, პრინც კარლ ფონ ჰესენ-კასელს შერთო. ამავე წელს, კრისტიანმა კარლს შლეზვიგ-ჰოლშტაინის გუბერნატორობა უბოძა, რასაც მოჰყვა მათი პირველი შვილის დაბადება. 1770 წელს კრისტიანმა მის პატივსაცემად ლუიზენლუნდის სასახლე დააარსა.
1772 წელს, კრისტიანმა კარლი ნორვეგიის გუბერნატორად დანიშნა და წყვილიც ოსლოში გადასახლდა. ნორვეგიაში მათ დაბალ ფენებს თავი მალე შეაყვარეს, თუმცა ნორვეგიულ არისტოკრატიას სძულდათ ისინი, მათი უცხოური წარმომავლობის გამო, რის გამოც 1774 წლიდან წყვილი შლეზვიგში გადასახლდა, სადაც გაატარეს დარჩენილი ცხოვრება. ლუიზა სწორედ აქ, 1831 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა, თავის 81-ე იუბილემდე ერთი კვირით ადრე.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია სოფია (1767-1852), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ VI-ს;
- ვილჰელმი (1769-1772), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრიდრიხი (1771-1845), ჰესენ-კასელის ლანდგრაფი, ცოლად შეირთო კლარა ფონ ბროკდორფი;
- იულიანა (1773-1860), იცენჰოეს აბატისა;
- კრისტიანი (1776-1814), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
- ლუიზა კაროლინა (1789-1867), ცოლად გაჰყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრიდრიხ ვილჰელმს, რომელთა შვილიც იყო დანიის მეფე კრისტიან IX;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bricka,, Carl Frederik. Dansk Biografisk Lexikon : []. — X. Bind. Laale - Løvenørn. — Copenhagen : Gyldendalske Boghandels Forlag (F. Hegel & Søn), 1887. — P. 402.
- Holm, E. Carl, Landgreve af Hessen-Kassel, 1744—1836, Generalfeltmarskal (датск.). bjoerna.dk.
|