ინდუიზმი
სტატიები თემატიკაზე ინდუიზმი | |
ისტორია · პანთეონი | |
მიმართულებები · მითოლოგია | |
რწმენა და პრაქტიკა | |
---|---|
რეინკარნაცია · მოკშა | |
კარმა · პუჯა · მაია | |
სამსარა · დჰარმა | |
ნირვანა · | |
ვედანტა · | |
იოგა · აიურვედა | |
იუგა · ვეგეტარიანელობა | |
ბჰაკტი | |
მწერლობა | |
უპანიშადები · ვედები | |
ბრაჰმანები | |
რამაიანა · მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა) | |
პურანები · არანიაკები | |
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი | |
დაკავშირებული თემები | |
დჰარმული რელიგიები · | |
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით | |
მასწავლებლები · მანდირი | |
კასტები · მანტრა | |
ტერმინოლოგია | |
კამასუტრა | |
დღესასწაულები | |
მურტი | |
ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma „მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი“, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.
ინდუიზმის განვითარების ტრადიციული შეხედულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ძვ. წ. III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
ბრაჰმანიზმი ინდოეთში ძვ. წ. I ათასწლეულში ვრცელდება. ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ძვ. წ. I ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.
გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვ. წ. IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.
ინდუიზმის ძირითადი პრინციპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია დჰარმა, კარმა და სამსარა.
धर्म დჰარმა წარმოადგენს ღმერთის მიერ შექმნილ ბუნების, რელიგიის, მორალის, სამართლიანობის, კეთილდღეობის მარადიულ კანონს.
कर्म კარმა სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ქმედება“, „მოქმედება“ ან „მუშაობა“ და შეიძლება განისაზღვროს, როგორც „კანონი ქმედებისა და შედეგისა“.
उपनिषद् უპანიშადების (ინდუიზმის წმინდა წერილები) მიხედვით, ცნობიერება – चित्त ჩიტტა (ან चेतन ჩეტანა), წარმოადგენს წვრილ-მატერიალურ ორგანოს, რომელიც प्राण პრანას (სუნთქვა) მეშვეობით ირეკლავს სულის (जीव ჯივა ან आत्मन् ატმან) ცნობიერებას.
პრანა არის ჯივასა და ჩიტტას შუამავალი, რომელიც წარმოადგენს უპირველეს და უწვრილეს მატერიალურ ელემენტს.
ჯივა, რომელიც პრანას ცნობიერებით ავსებს, არსების გულის არეში მდებარეობს.
ჩიტტა არის मनस् მანასის (ქვეცნობიერება), अहंकार აჰამკარასა (ეგო, საკუთარი შეგნების სისტემა) და बुद्धि ბუდდჰის (ცნობიერი გონება, რომელიც უნარს აღიქვამს) ერთობლიობა. ჩიტტა წარმოადგენს ინდივიდის მატერიალური გამოცდილების ხაზინას ნებისმიერი ქმედების უამრავი संस्कर სამსკარებით (შთაბეჭდილება, ანაბეჭდი), როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე. მასში დაგროვილი ინფორმაცია მოქმედებს, როგორც პრიზმა, რომელშიც არსება სამყაროს ხედავს. ყველაფერს, რასაც ამ პრიზმაში ხედავს, იგი ადარებს თავის წარსულ გამოცდილებას, და აქედან გამომდინარე, რეალობას აღიქვამს წარსულის მიერ სახეშეცვლილ (დამახინჯებულ) სურათად.
სამსკარები ინახება და გადადის ცხოვრებიდან (სიცოცხლიდან, დაბადებიდან) ცხოვრებაში ინდივიდის ცნობიერებაში.
ყოველ ცხოვრებაში სამსკარები ფორმირებას ახდენს არსების განუმეორებელ ფსიქო-ფიზიკურ ბუნებას და განსაზღრავს მის მიდრეკილებას და სურვილებს, აგრეთვე მის კარმას.
კონცეფცია საყოველთაო, ნეიტრალური და უცდომელი კარმის კანონის დაკავშირებულია რეინკარანციასთან და ინდივიდის პიროვნებასთან.
კარმა აერთიანებს ნების თავისუფლების და ბედისწერის გაგებას. „ქმედების, ქმედების შედეგის, დაბადების, სიკვდილის და ხელახლა დაბადების“ ორომტრიალს ჰქვია संसार სამსარა.
სამსარას სამყარო ქმნის გარდამავალ ტკბობას, რომელიც არსებას უტოვებს ხელახლა დაბადების სურვილს, რათა დატკბეს მატერიალურად. და მხოლოდ मोक्ष მოკშა (სამსარას დატყვევებიდან გათავისუფლება) აძლევს არსებას მარადიულ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, 2001 წლის აღწერით, მას მოსახლეობის დაახლოებით 80,5 % მიმდევარი ჰყავს რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს.[2] სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავს ნეპალში (23 მილიონი), ბანგლადეშში (15 მილიონი) და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე (3,3 მილიონი).
ქვეყნები ინდუისტი მოსახლეობის პროცენტულობის მიხედვით (2008 წლის მიხედვით):
- ნეპალი 86.5%[3]
- ინდოეთი 80.5%
- მავრიკი 54%[4]
- გაიანა 28%[5]
- ფიჯი 27.9%[6]
- ბჰუტანი 25%[7]
- ტრინიდადი და ტობაგო 22.5%
- სურინამი 20%[8]
- შრი-ლანკა 15%[9]
- ბანგლადეში 9.6%[10]
- კატარი 7.2%
- რეიუნიონი 6.7%
- მალაიზია 6.3%[11]
- ბაჰრეინი 6.25%
- ქუვეითი 6%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები 5%
- სინგაპური 4%
- ომანი 3%
- ბელიზი 2.3%
- სეიშელის კუნძულები 2.1%[12]
მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობისა და ისლამის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Banerji, S. C. (1992), Tantra in Bengal (Second Revised and Enlarged რედ.), Delhi: Manohar, ISBN 81-85425-63-9
- Basham, A.L (1999), A Cultural History of India, Oxford University Press, ISBN 0-19-563921-9
- Bhaktivedanta, A. C. (1997), Bhagavad-Gita As It Is, Bhaktivedanta Book Trust, ISBN 0-89213-285-X, http://bhagavadgitaasitis.com/. წაკითხვის თარიღი: 2007-07-14 დაარქივებული 2009-09-13 საიტზე Wayback Machine.
- Bhattacharyya, N.N (1999), History of the Tantric Religion (Second Revised რედ.), Delhi: Manohar Publications, ISBN 81-7304-025-7
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Resources for Scholars and Students
- All About Hinduism by Swami Sivananda (pdf) დაარქივებული 2019-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Heart of Hinduism: An overview of Hindu traditions დაარქივებული 2005-11-03 საიტზე Wayback Machine.
- Information on Hinduism or Santana dharma დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Ethical Democracy Journal - Notes on Hinduism დაარქივებული 2006-12-15 საიტზე Wayback Machine.
- Religious Tolerance page on Hinduism დაარქივებული 2012-09-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jha, Preeti (2007-12-26). „Guinness comes to east Delhi: Akshardham world’s largest Hindu temple“. The Indian Express. ციტირების თარიღი: 2008-01-02. მითითებულია ერთზე მეტი
|author=
და|last=
(დახმარება) - ↑ CIA-The world factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ Nepal
- ↑ Dostert, Pierre Etienne. Africa 1997 (The World Today Series). Harpers Ferry, West Virginia: Stryker-Post Publications (1997), pg. 162.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-28. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ Bhutan
- ↑ Suriname
- ↑ Cash Advance | Debt Consolidation | Insurance | Free Credit Report at Srilankantourism.com
- ↑ SVRS 2010. Bangladesh Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 02 September 2012.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
|