შინაარსზე გადასვლა

გაიატრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიატრი, გაიატრი მანტრა (სანსკ. गायत्री gāyatrī "ჰიმნი") - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი ფორმულა (მანტრა) ინდუიზმში, მზეს მიმართული. გაიატრი საიდუმლო მანტრაა, მისი ყოველდღიური გამეორება გამთენიისას სავალდებულოა მაღალი კასტების წარმომადგენელთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. იგი იკითხება მხოლოდ გონებაში, რათა გაიატრი დაბალი კასტის წარმომადგენლებისთვის მიუწვდომელი დარჩეს.

გაიატრი მანტრა:

ॐ भूर्भुवः स्वः तत्सवितुर्वरेण्यं भर्गो देवस्य धीमहि धियो यो नः प्रचोदयात् ॥

oṃ bhūr bhuvaḥ svaḥ tát savitúr váreniyaṃ bhárgo devásya dhīmahi dhíyo yó naḥ pracodáyāt.

”აუმ, ჩვენ ვუძღვნით მთელ ჩვენს ყურადღებას მზის ღვთაებრივ ბრწყინვალებას, სამი სამყაროს საწყისს. დაე გაგვანათლოს უზენაესმა, რათა ჭეშმარიტება შევიცნოთ”.