ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა“ | |
---|---|
რეჟისორი | ირვინ კერშნერი |
პროდიუსერი |
გერი კერტცი ჯორჯ ლუკასი რიკ მაკ-კალუმი (სპეციალური გამოცემა) |
სცენარისტი | ჯორჯ ლუკასი, ლოურენს კესდენი |
როლებში |
მარკ ჰემილი ჰარისონ ფორდი კერი ფიშერი ბილი დი უილიამსი კენი ბეიკერი ენტონი დენიელზი ფრენკ ოზი ალეკ მაკ გინესი |
კომპოზიტორი | ჯონ უილიამსი |
დისტრიბუტორი |
20th Century Fox Lucasfilm |
ხანგრძლივობა | 124 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 18–33 მილიონი აშშ დოლარი[2][3] |
შემოსავალი | 534.2–538.4 მილიონი დოლარი[2][4] |
„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა“ (ინგლ. Star Wars Episode V: The Empire Strikes Back) — 1980 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის რიგით მეორე ფილმი ციკლიდან „ვარსკვლავური ომები“.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლა გალაქტიკურ იმპერიასთან გრძელდება. მიუხედავად სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისა, იმპერიამ აჯანყებულები გააგდო პლანეტიდან იავინ IV და განაგრძობს მათ ძიებას. იმპერიის აგენტებისგან ალიანსი იმალება შორეულ პლანეტა ჰოთზე. დართ ვეიდერი პირადად განაგებს იმპერიის ძალებს, რომლებიც ეძებენ აჯანყებულებს. მისი ბრძანებით გალაქტიკის ყველა მიმართულებით გზავნიან ახალ და ახალ მზვერავებს. ჰოთზე ლუკ სკაიუოკერი შეამჩნევს ერთ-ერთ ასეთს. მას ჩაესმის ობი-ვან კენობის ხმა, რომელიც უბრძანებს, გაემგზავროს პლანეტა დაგობაზე, სადაც იოდა მას ჯედაის ხელოვნებას შეასწავლის. თოვლიან უდაბნოში ლუკი პირველად იყენებს ძალას და სინათლის მახვილის დახმარებით თავს დააღწევს თეთრი მონსტრის ტყვეობას. თოვლში გაყინულ ლუკს პოულობს მის საძებნად წამოსული ჰან სოლო.
იმპერიული ზონდები აღმოაჩენენ აჯანყებულთა ბაზას. მტრის ფლოტი მას თავს ესხმის, მაგრამ ლუკის მეთაურობით, პილოტთა დიდი ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს. ბრძოლის შემდეგ ჰან სოლო და ლეია ორგანა, ჩუბაკასთან და ორ დროიდთან, C3PO და R2D2 ერთად ტოვებენ ჰოთს. ლუკი დაგობაზე მიფრინავს, სადაც იოდა, მომცრო ზომის ჯედაის ოსტატი იწყებს მისთვის ჯედაის ხელოვნების შესასწავლი გაკვეთილების ჩატარებას.
ამასობაში ჰანის ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება და იმპერიული ფლოტის თავდასხმას გადაურჩება. განრისხებული ვეიდერი ფლოტის მეთაურს კლავს. ჰანი იძულებულია, დაეშვას პლანეტა ბესპინზე, სადაც მას ხვდება ძველი მეგობარი, ლენდო კალრისიანი, მაგრამ აქ მგზავრები მოულოდნელად დართ ვეიდერსაც ხვდებიან. იგი ეძებს ლუკს, ვინაიდან ცდილობს, თავის მხარეს მიიზიდოს და იმპერიულ ძალებს დაუქვემდებაროს. ჰან სოლოს ყინავენ და ამ მდგომარეობაში საჩუქრად აგზავნიან ჯაბა ჰატთან.
ამასობაში ლუკი, რომელიც მხოლოდ ოდნავ დაეუფლა ჯედაის ხელოვნებას, გრძნობს, რომ მისი მეგობრებს პრობლემები გაუჩნდა. ის მიემართება ბესპინზე, სადაც დართ ვეიდერს ებრძვის. ეს უკაკასკნელი სთავაზობს იმპერიული ძალების მხარეს გადასვლას და ცდილობს მის გაყინვას, მაგრამ ლუკი ხტება საყინულედან. განრისხებული ვეიდერი სინათლის მახვილით მარჯვენა ხელს მოჰკვეთავს. ქვესკნელის თავზე ჩამოკიდებული ლუკი გაოგნებული შეიტყობს, რომ იმპერიის მბრძანებელი მისი მამაა. სკაიუოკერს არ სურს ძალის ბნელ მხარეზე გადასვლა, ამიტომ თავად ხტება სავენტილაციო სისტემაში და ტოვებს პლანეტას. გარეთ მას იჭერს ჰან სოლოს ხომალდი. იქ მას მექანიკურ ხელს უმაგრებენ. ლენდო კალრისიანი ამტკიცებს, რომ არც ფიქრობდა, თუკი ვეიდერს ასეთი განზრახვა ჰქონდა და საერთოდ, სურს გამოასწოროს თავისი შეცდომა. ლენდო და ჩუბაკა ჯაბასკენ მიემართებიან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა“ — Allmovie-ზე
- „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა“ — Rotten Tomatoes
- „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა“ — Box Office Mojo-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ THE EMPIRE STRIKES BACK. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2014. ციტირების თარიღი: December 20, 2014.
- ↑ 2.0 2.1 The Empire Strikes Back (1980). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: May 13, 2013.
- ↑ Nathan, Ian. (May 6, 2014) Tales From The Dark Side: The Making Of The Empire Strikes Back. Empireonline.com. ციტირების თარიღი: December 20, 2014.
- ↑ Star Wars Ep. V: The Empire Strikes Back - Box Office Data, DVD and Blu-ray Sales, Movie News, Cast and Crew Information. The Numbers. ციტირების თარიღი: May 13, 2013.
|