შინაარსზე გადასვლა

გვინეა-ბისაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა
República da Guiné-Bissau
გვინეა-ბისაუ
გვინეა-ბისაუს
დევიზი: ”Unidade, Luta, Progresso” (პორტ.)
ჰიმნი: Esta é a Nossa Pátria Bem Amada
გვინეა-ბისაუს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბისაუ
11°52′ ჩ. გ. 15°36′ დ. გ. / 11.867° ჩ. გ. 15.600° დ. გ. / 11.867; -15.600
ოფიციალური ენა პორტუგალიური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჟუზე მარიუ ვაზი
ფართობი
 -  სულ 36 544 კმ2 (136-ე)
 -  წყალი (%) 22,4
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 1 586 000 (148-ე)
 -  2002 აღწერა 1 345 479 
 -  სიმჭიდროვე 44 კაცი/კმ2 (154-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $1.167 მილიარდი (165-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $736 (177-ე)
აგი (2007) 0.374 (დაბალი) (175-ე)
ვალუტა აფრიკული ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი GNB
Internet TLD .gw
სატელეფონო კოდი 245

გვინეა-ბისაუ (ოფიციალურად გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა) — ქვეყანა დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება სენეგალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით გვინეა, ხოლო ქვეყნის დასავლეთით ატლანტის ოკეანე.

უწინ იგი პორტუაგალიის კოლონია იყო და პორტუგალიური გვინეას სახელით იყო ცნობილი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დედაქალაქის სახელწოდება — ბისაუ ქვეყნის სახელწოდებას მიემატა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ ქვეყნისა და გვინეის რესპუბლიკის ერთმანეთისგან გარჩევა.

კონტინენტური ნაწილი ბრტყელი, ზოგან დაჭაობებული დაბლობია. სანაპირო ხაზი ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა ესტუარებით. ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ზაფხული წვიმიანი, ზამთარი მშრალი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 24 °C-ია, ივლისის 26 °C. ნალექები სანაპიროზე 2000 მმ-ია წელიწადში, ქვეყნის შიგნით - 1200-1500 მმ. მდინარეები მოკლე და წყალუხვია. მცენარეულობა - ტყესავანიდან მარადმწვანე ნოტიო ტროპიკულ ტყეებში გარდამავალი. ტყეებში ბინადრობს მაიმუნი, კამეჩი, ჯიქი, გარეული ღორი, გველი; ბევრია ფრინველი.

გვინეა-ბისაუს ხალხთა ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. XV საუკუნეში აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელები გამოჩნდნენ, რომლებმაც თანამედროვე გვინეა-ბისაუს ტერიტორია მონებით ვაჭრობის პუნქტად აქციეს. XIX საუკუნის ბოლოს გვინეა-ბისაუ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მეტოქეობის ობიექტი გახდა. მათ შორის წინააღმდეგობამ ხელი შეუწყო პორტუგალიას შეენარჩუნებინა თავისი კონტროლი გვინეა-ბისაუს ტერიტორიაზე (საბოლოოდ გვინეა-ბისაუს საზღვრები დადგინდა 1866 წლის 12 მაისის საფრანგეთ-პორტუგალიის ხელშეკრულებით). 1879 წელს გვინეა-ბისაუ ცალკე კოლონია გახდა (მანამდე მას მართავდა მწვანე კონცხის კუნძულებზე პორტუგალიის კოლონიის გუბერნატორი).

1973 წლის 24 სექტემბერს მედინა-დუ-ბუეს რაიონში ეროვნულმა კრებამ გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა; მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია; შეიქმნა ხელისუფლების ორგანოები. 1974 წლის დასაწყისისათვის გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა ცნო 82 სახელმწიფომ. ამავე წელს ქვეყანა გაეროში მიიღეს.

გვინეა- ბისაუ რესპუბლიკაა. წარსულში მთავრობა მეტად ცენტრალიზებული იყო. მრავალპარტიული მმართველობა 1991 წლის შუა პერიოდამდე არ არსებობდა. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო პრემიერ მინისტრი მთავრობის მეთაური.1974 წლამდე არც ერთ პრეზიდენტს ხუთ წლიანი ვადა არ ამუწურავს ხოსე მარიო ვასამდე, რომელსაც მტავრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 22 ივნისს ამოეწურა.

საკანონმდებლო საქმიანობას Assembleia Nacional Popular (ეროვნული სახალხო ასამბლეა) ასრულებს, რომელიც 100 წევრისაგან შედგება. ისინი მოსახლეობის მიერ აირჩევიან მრავალწევრიანი საარჩევნო ოლქიდან ოთხი წლის ვადით. სასამართლო სისტემას ხელმძღვანელობს ტრიბუნალი Tribunal Supremo da Justiça (უზენაესი სასამართლო), რომელიც შედგება ცხრა მოსამართლისაგან, რომლებსაც სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი ნიშნავს. [1]

პრეზიდენტის სასახლე ქალაქ ბისაუში

ორი, ყველაზემნიშვნელოვანი პარტია ქვეყანაში არის PAIGC (აფრიკული პარტია გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობისათვის) და PRS (პარტია სოციალური განახლებისთვის). ქვეყანაში ფუნქციონირებს ოცზე მეტი მცირე ზომის პარტია.

საგარეო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვინეა-ბისაუ ცდილობს მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობები შეინარჩუნოს და ჩამოაყალიბოს სხვადასხვა სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან.

გვინეა -ბისაუ არის პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ერთ- ერთი დამფუძნებელი წევრი. ასევე ცნობილია როგორც ლუსოფონის თანამეგობრობა და ლუსოფონის ერების საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის პოლიტიკური გაერთიანება ოთხი კონტინენტის მასშტაბით, სადაც გავრცელებულია პორტუგალიური ენა.

სამხედრო შეიარაღება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის შეფასებით, გვინეა-ბისაუს შეიარაღებული ძალების ზომა დაახლოებით 4000 ადამიანს შეადგენს.

2018 წელს გვინეა-ბისავამ ხელი მოაწერა გაეროს ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ. [2]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვინეა- ბისაუ რვა რეგიონად (regiões) და ერთ ავტონომიურ სექტორად (sector autónomo) იყოფა. ისინი თავის მხრივ კიდევ 37 სექტორად იყოფიან:

  1. ბიომბო
  2. ბისაუ (ავტონომიური სექტორი)
  3. ქუინარა
  4. ქაჩეუ
  5. ოიო
  6. ბაფატა
  7. გაბუ
  8. ტომბალი
  9. ბალამა

გვინეა- ბისაუს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ- ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ერთ- ერთი ყველაზე დაბალია ადამიანის განვითარების ინდექსი. მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. [3] ეკონომიკა მეტწილად სოფლის- მეურნეობაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტებია: თევზი, აკაჟუ და მიწის თხილი. ეს პროდუქტები მთავარ საექსპორტო პროდუქტებსაც წარმოადგენენ.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი

პოლიტიკური არასტაბილურობის ხანგრძლივმა პერიოდმა გამოიწვია დეპრესიული ეკონომიკური საქმიანობა, გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და გაიზარდა მაკროეკონომიკური დისბალანსი. გვინეა- ბისაუში საშუალოდ ბევრად მეტი დრო სჭირდება (233 დღე ან დაახლოებით 33 კვირა) ბიზნესის რეგისტრაციას, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში (სურინამის გარდა). [4]

გვინეა-ბისაუსმა დაიწყო ეკონომიკური წინსვლის აღნიშვნა მას შემდეგ, რაც სტაბილურობის პაქტი გაფორმდა ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რასაც მოჰყვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი სტრუქტურული რეფორმების პროგრამა. ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევებია სახელმწიფო მმართველობის აღდგენა, კერძო ინვესტიციისთვის ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესება და ეკონომიკური დივერსიფიკაციის განვითარება. მას შემდეგ, რაც ქვეყანა პორტუგალიისგან დამოუკიდებელი გახდა 1974 წელს პორტუგალიის კოლონიური ომისა და კარნაციის რევოლუციის შედეგად, პორტუგალიის სამოქალაქო, სამხედრო და პოლიტიკური ხელისუფლების სწრაფმა გასვლამ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, სოციალურ წესრიგს და ცხოვრების სტანდარტებს.

რამდენიმე წლის ეკონომიკური ვარდნის და პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ, 1997 წელს გვინეა-ბისაუ ქვეყნის ოფიციალური ვალუტა შეცვალა და აფრიკული ფრანკი მიიღო, რამაც შიდა ფულადი სტაბილურობა გამოიწვია. 1998 და 1999 წლებში დაწყებული სამოქალაქო ომი და 2003 წლის სექტემბერში განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ კვლავ შეაფერხა ეკონომიკური საქმიანობა, დატოვა ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ნანგრევებში და გაამძაფრა უკვე გავრცელებული სიღარიბე. 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებისა და 2005 წლის ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა ცდილობს გამოჯანმრთელდეს ხანგრძლივი არასტაბილურობის პერიოდისაგან, რომელსაც ჯერ კიდევ მყიფე პოლიტიკური ვითარება აფერხებს.

დაახლოებით 2005 წლიდან, ლათინურ ამერიკაში მყოფმა ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა გვინეა-ბისაუ და რამდენიმე სხვა დასავლეთ აფრიკული ქვეყანა ევროპაში კოკაინის შესატან წერტილებად აქციეს. [5] გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სახელმწიფოს მოიწოდა, რომ თავი დაეცვათ ,,ნარკო- სახელმწიფოს" შექმნისაგან. მთავრობამ და სამხედროებმა ბევრი რამ გააკეთეს ნარკომანიის ტრეფიკის შესაჩერებლად, რაც 2012 წელს პუჩტში გადაიზარდა. [6]გაზეთ ბიქის მონაცემებით, გვინეა- ბისაუს მთავრობა კვლავ არალეგალური ნარკოტიკებით ვაჭრობას მისდევს. [1] გვინეა-ბისაუ არის აფრიკაში ბიზნეს სამართლის ჰარმონიზაციის ორგანიზაციის წევრი (OHADA).

გვინეა- ბისაუს სქესობრივ- ასაკობრივი პირამიდა

მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების 2019 წლის მონაცემების თანახმად გვინეა-ბისაუის მოსახლეობა 2018 წელს 1,874,303-ს შეადგენდა, 1950 წელს კი ქვეყნის მოსახლეობა 518000 იყო. 2010 წლის მონაცემებით 15 წელზე ნაკლები ასაკის მოსახლეობის პროპორცია იყო 41.3%, 15-დან 56- წლამდე ასაკის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი 55.4%, ხოლო 65 წელზე მეტის მოსახლეობის 3.3% იყო. [2]

გვინეა-ბისაუის მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანია და აქვს მრავალი განსხვავებული ენა, წეს-ჩვეულება და სოციალური სტრუქტურა.

ბისაუ- გვინეელები შეიძლება დაიყოს შემდეგ ეთნიკურ ჯგუფებად:

  • ფულასა და მანდინკაზე მოსაუბრე ხალხი, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ და კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის ჩრდილო და ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილებში;
  • ბალანტასა და პაპელის ხალხი, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ნაწილში ცხოვრობენ;
  • მანჯაკო და მანჩანა, რომლებიც რომლებიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ სანაპირო ზოლს იკავებენ.

მათი უმეტესობა შერეული პორტუგალიის და აფრიკის წარმოშობის მეტისია.

პორტუგალიელი ადგილობრივები ბისაუ-გვინეელთა ძალიან მცირე პროცენტს შეადგენენ. მას შემდეგ, რაც გვინეა-ბისაუმ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პორტუგალიის მოქალაქეების უმეტესობამ ქვეყანა დატოვა. ქვეყანას ცხოვრობს მცირე რაოდენობით ჩინელიც. მათში შედის მოვაჭრეები და მექანიკოსები, რომლებიც პორტუგალიის კოლონია მაკაოდან გადმოჰყავდათ.

მნიშვნელოვანი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვინეა- ბისაუს მთავარი ქალაქები მოიცავს:

  1. ბისაუ, ბისაუს რეგიონი, 492,004 მცხოვრები;
  2. გაბუ, გაბუს რეგიონი, 48,670 მცხოვრები;
  3. ბაფატა, ბაფატას რეგიონი, 37,985 მცხოვრები;
  4. ბისსორა, ოიოს რეგიონი, 29,468 მცხოვრები;
  5. ბოლამა, ბოლამას რეგიონი, 16,216 მცხოვრები;
  6. ქაჩეუ, ქაჩეუს რეგიონი, 14,320 მცხოვრები;
  7. ბუბაქე, ბოლამას რეგიონი, 12,922 მცხოვრები;
  8. კატიო, ტომბალის რეგიონი, 11,498 მცხოვრები;
  9. მანსოა, ოიოს რეგიონი, 9,198 მცხოვრები;
  10. ბუბა, ქუინარას რეგიონი, 8,993 მცხოვრები.
ეთნიკური ჯგუფების გადანაწილება გვინეა- ბისაუში

მიუხედავად ქვეყნის მცირე ზომისა, გვინეა-ბისაუს აქვს მრავალი ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან, თავიანთი კულტურითა და ენებით. ეს არის იმის გამო, რომ გვინეა-ბისაუ არის ლტოლვილებისა და მიგრანტების მთავარი ცენტრი აფრიკაში. ქვეყანაში პორტუგალიური და პორტუგალიური კრეოლი კოლონიზატორების დახმარები გავრცელდა. [7]

მიუხედავად მხოლოდ ერთი ოფიციალური ენისა, ქვეყანაში მრავალი ენა გამოიყენება. პორტუგალიურ ენაზე საუბარია ძირითადად, როგორც მეორე ენაზე, მისი გამოყენება ხშირად მხოლოდ ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ელიტებთან არის დაკავშირებული. ეს არის მთავრობისა და ეროვნული კომუნიკაციის ენა, როგორც კოლონიური მმართველობის მემკვიდრე. დაწყებითი და მესამე საფეხურის სწავლება მიმდინარეობს პორტუგალიურ ენაზე, თუმცა ბავშვების მხოლოდ 67% -ს აქვს წვდომა რაიმე ოფიციალურ განათლებაზე. მონაცემების მიხედვით პორტუგალიურად მოსაუბრეთა რაოდენობა 11-დან 15% -მდე მერყეობს. უახლეს აღწერაში (2009 წ.) მოსახლეობის 27.1% აცხადებდა, რომ ლაპარაკობს არატრადიციულ პორტუგალიურად (ქალაქის მკვიდრთა 46.3% და სოფლის მოსახლეობის 14.7%, შესაბამისად). პორტუგალიის კრეოლზე ლაპარაკობს მოსახლეობის 44%. კრეოლის გამოყენება კიდევ იზრდება და მისი გაგება უკვე მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია.

სოფლის დანარჩენი მოსახლეობა საუბრობს სხვადასხვა აფრიკულ ენებზე, როგორებიცაა: ფულა (16%), ბალანტა (14%), მანდინკა (7%), მანჯაკი (5%), პაპელი (3%), ფელუპე (1%), ბეაფადა (0.7%), ბიჯაგო (0.3%) და ნალუ (0.1%), რომლებიც ადგილობრივ აფრიკულ ენებს წარმოადგენენ. [3]

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ფრანგული ენა ისწავლება, როგორც უცხო ენა, რადგან გვინეა-ბისაუ არის გარშემორტყმული ფრანგულენოვანი ხალხებით. გვინეა-ბისაუ არის ფრანკოფონიის სრულუფლებიანი წევრი.

ისლამური სალოცავი ბაფატაში, გვინეა- ბისაუში

აქ მოცემულია რელიგიური დემოგრაფიის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები. 2008 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 45,1% ისლამის მიმდევარია, 22,1% ქრისტიანია, 14.9% ანიმიზმის მიმდევარი, 2% არარელიგიური და 15.9% სხვა, ადგილობრივი რელიგიის მიმდევრები.

ისლამის მიმდევრობა დაზუსტებული არაა, ისევე როგორც აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოში (ასეთია: უგანდა, ტანზანია, ლიბერია, ნიგერია და კამერუნი) , შესაბამისად ისლამის მიმდინარეობებიდან ქვეყანაში არც სუნიზმი და არც შიიზმი არაა გავრცელებული. მუსლიმები დომინირებენ ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ხოლო ქრისტიანები დომინირებენ სამხრეთ და სანაპირო რეგიონებში. ქრისტიანთა უმეტესობა კათოლიციზმის მიმდევრები არიან.

ლუსოფონას უნივერსიტეტი ბისაუში

განათლება სავალდებულოა 7-დან 13 წლამდე ასაკიდან, სკოლამდელი განათლება სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სურვილზეა დამოკიდებული. სწავლების ხუთი საფეხურია: სკოლამდელი, დაწყებითი და დამატებითი საბაზო განათლება, ზოგადი და დამატებითი საშუალო განათლება, ზოგადი საშუალო განათლება, ტექნიკური და პროფესიული სწავლება და უმაღლესი განათლება (საუნივერსიტეტო და არასამთავრობო უნივერსიტეტები). დაწყებითი განათლება მიმდინარეობს რეფორმირების პროცესში, ახლა კი ქმნის ერთ ციკლს, რომელიც მოიცავს 6 წლიან განათლებას. საშუალო განათლება ფართო მასშტაბით არის ხელმისაწვდომი და არსებობს ორი ციკლი (მე -7-მე -9 კლასელი და მე -10-მე -11 კლასები).

უმაღლესი განათლება შეზღუდულია და უმეტესობა განათლებას საზღვარგარეთ იღებს. სტუდენტების უმეტესობა სასწავლებლად პორტუგალიაში მიემგზავრება.

ბავშვების მუშაობა ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია. განათლების მიღება ბიჭებისთვის მეტად გავრცელებულია, ვიდრე გოგონებისათვის. არაფორმალური განათლება მეტწილად ემყარება სათემო სკოლებს.2011 წელს წიგნიერების მაჩვენებელი შეადგენდა 55.3% -ს (68.9% მამაკაცებში, ხოლო 42.1% ქალებში)


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.economist.com/middle-east-and-africa/2019/11/02/guinea-bissau-africas-most-famous-narco-state-goes-to-the-polls
  2. http://esa.un.org/unpd/wpp/index.htm
  3. http://www.ethnologue.org/show_language.asp?code=pov[მკვდარი ბმული]