შინაარსზე გადასვლა

ფრანკოფონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანკოფონია
დევიზი «თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა»
შეიქმნა 1970
სტატუსი მოქმედი
ტიპი intergovernmental organization[1]
წევრები 54 წევრი სახელმწიფო
3 ასოცირებული წევრი
23 დამკვირვებელი (სულ: 80)
ენა ფრანგული
მდივანი კანადის დროშა მიკაელ ჟანი
ქვეყანა საფრანგეთი
კავშირები Open Education Global[2]
ფრანკოფონია რუკა
ფრანკოფონია რუკა
https://www.francophonie.org/, https://www.francophonie.org/francophonie-brief-1763, https://www.francophonie.org/la-francofonia-en-pocas-palabras-1771, https://www.francophonie.org/la-francophonie-en-bref-arabe-1734 და https://www.francophonie.org/francofonia-em-resumo-1772

ფრანკოფონია (ფრანგ. La Francophonie) — მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. აერთიანებს 57 ქვეყანას, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს ან სახელმწიფოს გარკვეულ ნაწილებს, ასევე 23 დამკვირვებელს[3]. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად ითვლება არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე (თუმცა ეს მისასალმებელი ფაქტორია), არამედ, კულტურული კავშირები საფრანგეთთან, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე ათეული წლების, ასევე საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლები არიან. ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. ორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ (ფრანგ. „égalité, complémentarité, solidarité“).

ყოფილი ფრანგული კოლონიები, ზღვისიქითა ტერიტორიები და დომინიონები
ფრანგული ენა მსოფლიოში
მუქი-ლურჯი: მშობლიური ენა;
ლურჯი: ადმინისტრაციის ენა;
ცისფერი: კულტურის ენა;
მწვანე: ფრანგულენოვანი უმცირესობა

ორგანიზაცია დაარსდა 1970 წელს. თავიდან ის დაარსდა, როგორც ჩრდილოეთი ფრანგულენოვანი ქვეყნების პატარა კლუბი, ხოლო შემდეგ გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მრავალრიცხოვანი ფილიალები თავიანთ ქვეყნებში. ეს ფილიალები წარმოადგენენ კულტურის, სამეცნიერო, ეკონომიკურ, იუსტიციის და მშვიდობის საკითხების სფეროს.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია მონაწილე ქვეყნების უნივერსალური პროგრამების რეალიზაციის სფეროში მხარდაჭერის და თანამშრომლობის პოლიტიკა.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პერსპექტიული პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და იმ ფასეულობების წინ წამოწევა, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მიღწევისკენ და კონფლიქტების გადაჭრისკენ, ფრანგული ენის, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისკენ, კულტურული და ცივილიზირებული დიალოგებისკენ, საერთოსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისკენ, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერისკენ, ასევე ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ, ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისკენ და ქვეყნებს და ხალხებს შორის სოლიდარებისკენ.

ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობების სამიტი იმართება 1986 წლიდან თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფრანკოფონიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.

სამიტი ადგილი თარიღი
I საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, ვერსალი 1986 წლის 17-19 თებერვალი
II კანადის დროშა კანადა, კვებეკი (კვებეკის პროვინცია) 1987 წლის 2-4 სექტემბერი
III სენეგალის დროშა სენეგალი, დაკარი 1989 წლის 24-26 მაისი
IV საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, პარიზი 1991 წლის19-21 ნოემბერი
V მავრიკის დროშა მავრიკი, გრანდ-ბეი 1993 წლის 16-18 ოქტომბერი
VI ბენინის დროშა ბენინი, კოტონუ 1995 წლის 2-4 დეკემბერი
VII ვიეტნამის დროშა ვიეტნამი, ჰანოი 1997 წლის 14-16 ნოემბერი
VIII კანადის დროშა კანადა, მონკტონი (ნიუ-ბრანსუიკის პროვინცია) 1999 წლის 3-5 სექტემბერი
IX ლიბანის დროშა ლიბანი, ბეირუთი 2002 წლის 18-20 ოქტომბერი
X ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო, უაგადუგუ 2004 წლის 26-27 ნოემბერი
XI რუმინეთის დროშა რუმინეთი, ბუქარესტი 2006 წლის 28-29 სწქტემბერი
XII კანადის დროშა კანადა, კვებეკი (კვებეკის პროვინცია) 2008 წლის 17-19 ოქტომბერი
XIII შვეიცარიის დროშა შვეიცარია, მონტრე 2010 წლის 22-24 ოქტომბერი
XIV კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კინშასა 2012 წლის 12-14 ოქტომბერი
XV სენეგალის დროშა სენეგალი, დაკარი 2014 წლის 28-30 ნოემბერი[4]
XVI მადაგასკარის დროშა მადაგასკარი, ანტანანარივუ 2016 წელი[5]

გენერალური მდივანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალურ მდივანს ოთხი წლის ვადით ირჩევენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურები. მისი მანდატი შეიძლება გაგრძელდეს შეზღუდვის გარეშე.

სახელი და გვარი ფოტო დაბადების ადგილი დაბადების თარიღი მანდატი შენიშვნა
ბუტროს ბუტროს-გალი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 1922 წლის 14 ნოემბერი 1997 წლის 16 ნოემბერი - 2002 წლის 31 დეკემბერი
აბდუ დიუფი
სენეგალის დროშა სენეგალი 1935 წლის 7 სექტემბერი 2003 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრამდე
  • ხელმეორედ აირჩიეს მეორე ვადით 2006 წლის 29 სექტემბერს, ფრანგულენოვანი ქვეყნების XI სამიტზე (რუმინეთი, ბუქარესტი),
  • ხელმეორედ აირჩიეს მესამე ვადით ფრანგულენოვანი ქვეყნების XIII სამიტზე (შვეიცარია, მონტრე).
მიკაელ ჟანი
კანადის დროშა კანადა 1957 წლის 6 სექტემბერი 2015 წლის 1 იანვრიდან აირჩიეს 2014 წლის 30 ნოემბერს ფრანგულენოვანი ქვეყნების XV სამიტზე (სენეგალი, დაკარი). ის პირველი ქალია ამ პოსტზე. მისი უფლებამოსილება დაიწყება 2015 წლის 1 იანვრიდან[6].

წევრი სახელმწიფოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევროპის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

ამერიკა და კარიბის აუზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამერიკის და კარიბის აუზის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

აზია და წყნარი ოკეანე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აზიის და წყნარი ოკეანის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

ჩრდილოეთ აფრიკა და შუა აღმოსავლეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩრდილოეთ აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

აფრიკა (ჩრდილოეთ აფრიკის გარდა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფრიკის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

აღმოსავლეთი აფრიკა და ინდოეთის ოკეანე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]