შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი დემოკრატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები
ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
ისტორია
დაფუძნდა 16 ივლისი, 2009
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალურ-დემოკრატიული გაერთიანება
შტაბ-ბინა თბილისი

ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები - პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის 16 ივლისს.

ისტორია

პარტიის ბირთვს შეადგენს პოლიტიკური გუნდი, რომლის პრეზენტაციაც ალასანიამ 2009 წლის იანვარში გააკეთა. პარტია ჩვენი დემოკრატები იყო წევრი პოლიტიკური ალიანსისა „ალიანსი საქართველოსთვის“ (ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა). ალიანსი ერთ-ერთი მონაწილე იყო საპროტესტო აქციებისა 2009 წლის 9 აპრილიდან 26 მაისამდე, რომელთა მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო [1].

2009 წლის 22 სექტემბერს ალიანსმა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე ალიანსის ლიდერი, ირაკლი ალასანია, წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ - ყოფილ სახალხო დაცველი - სოზარ სუბარი[2].

2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში ალიანსი გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო ქვეყნის მასშტაბის მესამე ადგილზე [3]. ირაკლი ალასანიამ მიიღო ხმათა 19%[4]. 2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა.

2011 წელს პარტია ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაწევრიანდა.[5] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი 11 წევრიანი ფრაქცია შექმნა. პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს[6].

2014 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაპატიმრების და ალასანიას მიერ ამ ქმედებების მიზანმიმართულ შეტევად შეფასების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ის დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა[7][8][9]. მომდევნო დღეს დაკავებული თანამდებობებიდან თავიანთი სურვილით გადადგნენ ალასანიას თანაგუნდელები, — ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე[10][11]. 5 ნოემბერს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი ქართული ოცნების კოალიცია დატოვეს[12].

პოლიტიკური პლატფორმა

პარტიისთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, როგორც თავისუფალი პიროვნება, მისი ფუნდამენტური უფლებები წარმოადგენს. პარტიის მნიშვნელოვანი ფასეულობაა აგრეთვე ეროვნული ტრადიციები და ტრადიციაზე დამყარებული მუდმივი განახლება და ინოვაცია.

თავისუფალ დემოკრატები მხარს უჭერენ საპრეზიდენტო რესპუბლიკას ძლიერი პარლამენტითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით.

პარტიის ეკონომიკური მიზნებია: კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მდგრადი ეკონომიკური ზრდა; უკიდურესი სიღარიბის დაძლევა; სამუშაო ადგილებისა და სოციალური დაცვის სისტემის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად პარტიას აუცილებელად მიაჩნია კერძო საკუთრების ინსტიტუტების გაძლიერება და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა; პირადი ინიციატივის და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.

პარტიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი ქადაგიშვილი. თავმჯდომარის მოადგილე - თეა წულუკიანი, გენერალური მდივანი-ირაკლი ჩიქოვანი. გამგეობის წევრები არიან - ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი, სულხან ღლონტი, ალექსი პეტრიაშვილი, დავით ზალკალიანი, დავით ონოფრიშვილი, ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე, გიორგი ჩიქოვანი, ლევან იზორია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ირაკლი ალასანია - “ალიანსი საქართველოსთვის” 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდება
  2. civil.ge
  3. არჩევნების შედეგები რუკაზე
  4. ცესკოს ანგარიში
  5. ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'11 / 13:36
  6. "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს
  7. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. „ნეთგაზეთი“. 28.10.2014
  8. ალასანია: პროკურატურის ნაბიჯები ‘არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე’. „სივილ ჯორჯია“. 4 ნოე.'14
  9. პრემიერმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. „რადიო თავისუფლება“. 04.11.2014
  10. ალექსი პეტრიაშვილი თანამშრომლებს ემშვიდობება. „რუსთავი 2“. 5.11.2014
  11. მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადადგა. „ტაბულა“. 5 ნოემბერი, 2014
  12. ირაკლია ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვეს. Civil.ge 5 ნოე.'14