ნაირობი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: mi:Nairobi |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: my:နိုင်ရိုဘီမြို့ |
||
ხაზი 133: | ხაზი 133: | ||
[[mrj:Найроби]] |
[[mrj:Найроби]] |
||
[[ms:Nairobi]] |
[[ms:Nairobi]] |
||
[[my:နိုင်ရိုဘီမြို့]] |
|||
[[nds:Nairobi]] |
[[nds:Nairobi]] |
||
[[nl:Nairobi]] |
[[nl:Nairobi]] |
06:17, 22 მარტი 2012-ის ვერსია
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნაირობი Nairobi | |||||
| |||||
ქვეყანა | კენია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 1°17′00″ ს. გ. 36°49′00″ ა. გ. / 1.28333° ს. გ. 36.81667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1899 | ||||
ფართობი | 696 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,661 მ | ||||
მოსახლეობა | 3,138,295 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 4,509 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 020 | ||||
ოფიციალური საიტი | citycouncilofnairobi.go.ke | ||||
ნაირობი (Nairobi, გამოითქმის /naɪˈroʊbi/) — კენიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი და მისი შემოგარენი ასევე ქმნის ნაირობის პროვინციას. სახელი „ნაირობი" მომდინარეობს მაასაის ენაზე ფრაზიდან „ენკარე ნაიირობი", რაც ითარგმნება, როგორც „გრილი წყლების ადგილი". თუმცა ადგილობრივი ხალხი მას „მწვანე ქალაქს მზეში" უწოდებს და ის რამდენიმე მწვანეში ჩაფლული ვილების გარეუბნებით არის გარშემორტყმული.
ქალაქი 1899 წელს დაარსდა, როგორც უბრალო რკინიგზის დეპო მომბასადან უგანდას გზაზე, თუმცა ქალაქი მალევე გაიზარდა და 1907 წლისთვის ბრიტანული აღმოსავლეთ აფრიკის დედაქალაქი გახდა. 1963 წელს იგი თავისუფალი კენიის რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა. კენიის კოლონიური პერიოდის განმავლობაში ქალაქი კოლონიის ყავის, ჩაისა და სისალის ინდუსტრიის ცენტრი გახდა. ქალაქი მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, ქვეყნის სამხრეთში, ზღვის დონიდან 1795 მეტრზე.
ნაირობი ამჟამად აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობით (დაახ. 3 მილიონი). 1999 წლის აღწერის მიხედვით ნაირობის ადმინისტრაციულ რაიონში 2.143.254 მცხოვრებს დაახ. 696 კვ. კმ ფართობი ეჭირა. ნაირობი ამჟამად აფრიკის სიდიდით მე-13 ქალაქია.
ნაირობი აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია პოლიტიკურად და ფინანსურად. აქ მდებარეობს მრავალი საერთაშორისო კომაპნიისა და ორგანიზაციის აფრიკის შტაბ-ბინა, მათ შორის გაეროს გარემოს პროგრამა და გაეროს აფრიკის ოფისი. ნაირობი ბიზნესისა და კულტურის ერთ-ერთი ცენტრია რეგიონში. ნაირობის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი უდიდესია აფრიკაში და რანგით მეოთხეა ვაჭრობის მოცულობით.
|
|