მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ვერიკო ანჯაფარიძე
ვერიკო ანჯაფარიძე
ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე (დ. 6 ოქტომბერი [ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი.

სიახლეები

მარკ რიუტე

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


6 ოქტომბერი — ამ დღეს...

მულენ რუჟი
მულენ რუჟი
  • ძვ. წ. 105 : არაუსიოს ბრძოლა - კიმბრის ტომის მოიერიშეებმა გნეუს მალიუს მაქსიმუსს უდიდესი მარცხი აწვნიეს.
  • 1888 : პარიზში კაბარემულენ რუჟი“ (სურათზე) გაიხსნა.
  • 1889 : თომას ედისონი პირველი მოძრავი სურათის დემონსტრაციას ახდენს.
  • 1927 : ნიუ-იორკში პირველი ხმოვანი ფილმის „ჯაზის მომღერალი“ პრემიერა გაიმართა.
  • 1948 : აშხაბადში 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
  • 1973 : იომ-ქიფურის ომი - ეგვიპტე ისრაელს დაესხა თავს.
  • 1976 : ბანგკოკში თამასატის უნივერსიტეტთან ტაილანდის დიქტატორის დაბრუნების პროტესტის ნიშნად თავშეყრილი სტუდენტები დახოცეს.
  • 1981 : ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი მოკლეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა