The Judas Kiss (სიმღერა)
„The Judas Kiss“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Death Magnetic | ||||
გამოსვლის თარიღი | 8 სექტემბერი, 2008 | |||
ჩაიწერა |
2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 8:01[1] | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Warner Bros. | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი, ლარს ულრიხი, რობერტ ტრუჰილო | |||
პროდიუსერი | რიკ რუბინი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
The Judas Kiss — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეოთხე სინგლი და მერვე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. 2008 წლის 8 სექტემბერს მეტალიკის ოფიციალურ ვებ-საიტზე უკვე შესაძლებელი იყო სიმღერის მოსმენა, ისევე როგორც ჩამოტვირთვა (მხოლოდ პლატინის წევრებისთვის) Death Magnetic-ის ვებ-გვერდიდან Mission: Metallica. ამას მოყვა მისი გამოჩენა ციფრული გაყიდვების მაღაზიებში, როგორიცაა iTunes Store.
სიმღერის დასაწყისის ნაწილი შეტანილი იქნა ონლაინ-ვიდეოში ოფიციალურ საიტსა და ალბომის საიტზე Mission: Metallica ალბომის სახელის გამოვლენისას. სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 2009 წლის 25 თებერვალს ჰოკეის ეროვნულ არენაზე ნოტინგემში, გაერთიანებული სამეფო, როგორც მათი ტურნეს World Magnetic Tour ევროპული ნაწილის გამხსნელი სიმღერა.
სიმღერის ტექსტი მიემართება სცენას ბიბლიიდან, სადაც იუდა ისკარიოტელი უღალატებს იესოს და ამას ამბორით გამოხატავს.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Judas Kiss - 8:01[1]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტალიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- რობერტ ტრუჰილო – ბას-გიტარა
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
- სტუდიური პერსონალი
- რიკ რუბინი – მუსიკალური პროდიუსერი
- ტედ იენსენი – მასტერინგი
- გრეგ ფაიდელმენი – მიქსი
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (2008)[2] | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
კანადის ცხელი ასეული | 71 |
შვედეთის სინგლების ჩარტი | 44 |
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასულის ქვეშ მდუღარე სინგლები | 12 |
ფინეთის სინგლების ჩარტი | 20 |
ნორვეგიის სინგლების ჩარტი | 13 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 როგორც ეს iTunes store-ზე ჩანს (საჭიროა პროგრამა iTunes ბმულის გასახსნელად)
- ↑ acharts.us