ავტორების თქმით, სიმღერის შექმნაზე გავლენა მოახდინა ჯულიან ლენონის, ჯონის შვილის მიერ სკოლაში დახატულმა ნახატმა, რომელსაც მან უწოდა "ლუსი ალმასებით მოჭედილ ცაში". მაგრამ ალბომის გამოცემის შემდეგ მან სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მსმენელთა ნაწილი თვლიდა, რომ სათაური აგრეთვე შესაძლოა ნიშნავდეს LSD-ს აბრევიატურას. თუმცა, ლენონი ამას ყოველთვის უარყოფდა.[3]