Lamborghini
| |
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი | ავტოწარმოება |
დაფუძნდა | 1963 |
სათავო ოფისი | სანტ'აგატა-ბოლონეზე, იტალია |
პროდუქცია | Sport cars, SUVs |
მფლობელი | „აუდი“ |
თანამშრომელი | 1 146 ადამიანი (2015) |
ლამბორგინი (იტალ. Automobili Lamborghini S.p.A.) — ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური ფირმა. მდებარეობს დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში, რომელიც ქალაქ ბოლონიას ეკუთვნის. დაბამ სახელწოდება მიიღო წმინდა აგატა სიცილიელის მიხედვით.
კომპანია 1963 წელს დააარსა ფერუჩო ლამბორგინიმ საკუთარი სატრაქტორო ფაბრიკის – Lamborghini Trattori S.p.A შვილობილი კომპანიის სახით. ლამბორგინი საკუთარ კომპანიას 9 წელი ფლობდა.
ამჟამად კომპანია „ლამბორგინი“ ეკუთვნის „აუდის“, რომელიც, თავის მხრივ, კონცერნ „ფოლკსვაგენის“ შვილობილი კომპანიაა. აღმასრულებელი დირექტირია სტეფანო დომენიკალი[1], რომელიც 2008-2014 წლებში „ფერარის“ გუნდის კაპიტანი იყო ფორმულა ერთში[2].
2001 წელს კომპანიის შტაბბინასთან გაიხსნა ლამბორგინის ორსართულიანი მუზეუმი (Museo Lamborghini)[3], სადაც წარმოდგენილია როგორც უახლესი, ისე ლამბორგინის ვინტაჟური მოდელები. მუზეუმი მდებარეობა ვია-მოდენას 12 ნომერში, დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Lamborghini“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური საიტი (ლათინური ამერიკა) დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine.
- Lamborghini საიტზე Curlie
|
- ↑ Stefano Domenicali profile http://en.espn.co.uk/ferrari/motorsport/driver/2941.html დაარქივებული 2017-07-12 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Stefano Domenicali quits as boss of F1 team http://www.bbc.com/sport/formula1/27023145
- ↑ Museo Lamborghini https://www.lamborghini.com/