Children's Discovery System — ერთ-ერთი ადრეული ელექტრონული საგანამანათლებლო სათამაშო, გამოცემული კომპანია Mattel-ის მიერ 1981 წელს, რომელიც განკუთვნილი იყო ექვსიდან თერთმეტ წლამდე ბავშვებისთვის.[1]
სისტემა შეიქმნა Mattel-ის მიერ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ დოქტორ გორდონ ბერის დახმარებით.[2] დაანონსდა 1981 წლის თებერვალში. მასზე ხელმისაწვდომი იყო 21 თამაში, რომელიც ვრცელდებოდა გაფართოების მოდულის კარტრიჯების მეშვეობით. 1984 წელს Mattel-მა შეწყვიტა Children's Discovery System-ის წარმოება.