ჯურხა ნადირაძე
ჯურხა ნადირაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 მაისი, 1929 |
დაბ. ადგილი | ჭორვილა, საჩხერის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 12 მაისი, 1994 (64 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და არქეოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯურხა ნადირაძე (დ. 15 მაისი, 1929, ჭორვილა, საჩხერის რაიონი — გ. 12 მაისი, 1994) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი.
განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; ამავე წელს საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში მიაკვლია ძვ. წ. VI-I საუკუნეებით დათარიღებულ ნამოსახლარს და ფალიურ კულტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მასალას. 1967 მისი ხელმძღვანელობით ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საჩხერეში, ადგილ მოდინახეზე, აღმოაჩინა ბრინჯაოს ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, რომლის მეშვეობით საჩხერის რეგიონი მიჩნეული იქნა ბრინჯაოს მეტალურგიის წარმოების უძველეს ცენტრად; 1982 წლიდან ჯ. ნადირაძემ აღმოაჩინა და შეისწავლა საირხის არისტოკრატიული ფენის სამაროვანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ოქრომრავალი კოლხეთის ბრწყინვალე საიუველერო ხელოვნების მაღალი კულტურა; ჯ. ნადირაძის სახელთანაა დაკავშირებული მცხეთისჯვარის, სვერის ციხისა და ჯიეთის (ორივე ჭიათურის მუნიციპალიტეტი) არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართველ ტომთა რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის; ჯურხა ნადირაძემ დიდი როლი შეასრულა არქეოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში, ჯურხა ნადირაძის სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე.
ამავე დროს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ინფორმაციის მხატვრულ ენაზე გადმოცემის ტრადიციას. გამოცემულია მისი მეცნიერულ-მხატვრული ნარკვევები არქეოლოგიაზე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდ საქმეთა პატარა ამბები (თანაავტორი ელდარ ნადირაძე)
- საირხე საქართველოს უძველეს ქალაქში (1990)
- მზით განათებული ათასწლეულები (1989)
- მოთხრობები შორეულ წარსულზე (1985)
- ადამიანი და პირამიდა (1978)
- არქეოლოგიური ნარკვევები: სამხრეთ საქართველოს მთიანეთის და საჩხერის რ-ნის უძველესი ძეგლები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1977
- ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები (1975)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1987 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1986 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- 1985 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდაიცვალა 1994 წლის 12 მაისს 64 წლის ასაკში. დაკრძალულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში.