შინაარსზე გადასვლა

ცეცხლსაქრობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეცხლსაქრობი

ცეცხლსაქრობი — ახლად დაწყებული ხანძრის ჩასაქრობი აპარატი. ცეცხლსაქრობი 1-100 დმ³ ტევადობის ცილინდრული ჭურჭელია, აქვს ჩასაკეტ-ასამუშავებელი მოწყობილობა და ცეცხლსაქრობი საშუალების (ნივთიერების) ჭავლის წარმოსაქმნელი საცმი. ცეცხლსაქრობში წარმოიქმნება ქიმიური ან ჰაერ-მექანიკური ქაფი, რომელიც წარმოადგენს მუხტის მჟავურ და ტუტე ნაწილებს შორის მომხდარი რეაქციის (ქიმიური ცეცხლმაქრი) ან მაქაფებლის წყალხსნარისა და ჰაერის მექანიკური შერევის (ჰაერ-ქაფიანი ცეცხლმაქრი) შედეგს. იყენებენ აგრეთვე აირიან (სპეციალური ცეცხლმაქრი შედგენილობის მქონე და ნახშირორჟანგიან ცეცხლმაქრს), სითხიან და ფხვნილიან ცეცხლმაქრებს. ჰაერ-მექანიკური ქაფი წარმოიქმნება საცმში ზედა-პირულაქტური ნივთიერების 5-6%-იანი წყალხსნარის გავლის შედეგად. საცმის საფრქვეველში ხსნარი ნაწილდება წვრილ წვეთებად, რომელთა ნაკადი საცმში შეერევა შეწოვილ ჰაერს და წარმოქმნის ქაფს. ბადიან საცმში ქაფი ჩნდება ბადეზე ბუშტულების გამობერვის შედეგად.