შინაარსზე გადასვლა

ჩვეულებრივი ასფურცელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ასფურცელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ასფურცელა
სახეობა:  ჩვეულებრივი ასფურცელა
ლათინური სახელი
Tanacetum vulgare L., 1753

ჩვეულებრივი ასფურცელა (ლათ. Tanacetum vulgare) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი და ზედა ნაწილში დატოტვილი ღერო. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ფრთისებრგანკვეთილი, დაკბილულკიდეებიანი და საერთო მოხაზულობით წაგრძელებულია. აქვს ძლიერი დამახასიათებელი სუნი. საყვავილე კალათები შეკრებილია ბრტყელ ფარისებრ ყვავილედებში; ყვავილები ყვითელია, ყველა მილისებრი. ყვავის ივლის-აგვისტოში.[1]

გვხვდება როგორც სარეველა — გზების გასწვრივ, მზიან ადგილებში, მინდვრებზე, იშვიათად ბუჩქებს შორის. მთელ მცენარეზე, განსაკუთრებით კი ყვავილებზე, განლაგებულია ჯირკვლები, რომლებიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ამიტომ, საყვავილე კალათები მნიშვნელოვნად მდიდარია მისით (1,5–2%), ვიდრე ფოთლები (0,2%). ამას გარდა, მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს და ფენოლკარბონის მჟავებს.[1]

მრავალწლიანი და მრავალმხრივი კვლევების შედეგად დამტკიცებულია მისი ყვავილების ჭიის საწინააღმდეგო მოქმედება. ამას გარდა, დადგენილია მისი სასიკეთო მოქმედება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, ასევე ნაწლავების მწვავე დაავადებების დროს. ასფურცელას იღებენ ნაყენის ან ფხვნილის სახით. აგროვებენ გაფურჩქნულ ყვავილედებს. ახმობენ ჩრდილში, აბრუნებენ ფრთხილად, რათა ყვავილები არ გასცვივდეს.[1]

მოხევურად ეწოდება ხოროშანი, ხინაი.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 Гаммерман А. Ф., Кадаев Г. Н., Яценко-Хмелевский А. А. Лекарственные растения (Растения-целители) : Справочник. — 3-е изд., перераб. и доп. — М.: «Высшая школа», 1984. — стр. 178, 400 c., 150 000 экз.
  2. მაყაშვილი ა., ასფურცელა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.