ჩან დაი კუანგი
ჩან დაი კუანგი | |
ვიეტნამის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აპრილი, 2016 – 21 სექტემბერი, 2018 | |
წინამორბედი | ჩიონგ თან შანგი |
მემკვიდრე | დანგ თჰი ნგოკ თჰინი |
დაბადებული | 12 ოქტომბერი, 1956 კუანგ-ტიენი, ჩრდილოეთი ვიეტნამი |
გარდაცვლილი | 21 სექტემბერი, 2018 ჰანოი, ვიეტნამი |
პოლიტიკური პარტია | ვიეტნამის კომუნისტური პარტია |
ჩან დაი კუანგი (ვიეტ. Trần Đại Quang; დ. 12 ოქტომბერი, 1956, კუანგ-ტიენი, კომ-სონი, ნინბინი პროვინცია, ჩრდილოეთი ვიეტნამი — გ. 21 სექტემბერი, 2018, ჰანოი, ვიეტნამი) — ვიეტნამელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვიეტნამის მე-10 პრეზიდენტი 2016–2018 წლებში, ფილოსოფიის დოქტორი იურიდიულ მეცნიერებათა საკითხებში. ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის მე-13 მოწვევის დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1956 წლის 12 ოქტომბერს, ნინბინის პროვინციაში. 1972 წლის ივლისიდან 1975 წლის ოქტომბრამდე სწავლობდა ვიეტნამის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო პოლიციისა და უცხო ენების სკოლაში[1] .
1975 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის ივნისამდე ვიეტნამის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაცვის პირველი დეპარტამენტის თანამშრომელია, ხოლო მეორე დეპარტამენტში უფროსის მოადგილე საკადრო სამსახურში. 1987 წლის ივნისიდან 1990 წლის ივნისამდე კადრების დეპარტამენტის უფროსი და პოლიტიკური დაცვის მეორე დეპარტამენტის სამოქალაქო სამსახურის განყოფილების უფროსი. 1990 წლის ივნისიდან 1996 წლის სექტემბრამდე: შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილე და პირადი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.
1996 წლის სექტემბრიდან 2000 წლის ოქტომბრამდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტოს პირადი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვიეტნამის კომუნისტური პარტიის საერთო უსაფრთხოების დეპარტამენტის წევრი; ამავე პარტიის უსაფრთხოების პარტიული კომიტეტის შტაბის მდივანი.
2000 წლის სექტემბრიდან 2006 წლის აპრილამდე კვლავ საზოგადოებრივი უსაფრთოხების სამინისტროში მუშაობს და მისი სამხედრო წოდება იზრდება გენერალ-მაიორამდე (2003). ამავე წელს იღებს დოცენტის სამეცნიერო ხარისხსაც.
2006 წლის აპრილიდან 2011 წლის იანვრამდე პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეათე მოწვევის წევრი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებში ცენტრალური სახალხო კომიტეტის წევრი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების მუდმივმოქმედი პარტიული კომიტეტის წევრი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე; გენერალ-ლეიტენანტი 2007 წლიდან და პროფესორის ხარისხის მფლობელი 2009 წლიდან.
2011 წლის იანვრიდან ამავე წლის აგვისტომდე: პოლიტბიუროს წევრი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების მუდმივმოქმედი პარტიული კომიტეტის წევრი; ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მონისტრის მოადგილე.
2011 წლის აგვისტოდან 2018 წლის 21 სექტემბრამდე: იყო ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი (11 და 12 მოწვევა); ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს წევრი; პარტიის დელეგატი მთავრობაში; საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრალური პარტიული კომიტეტის მდივანი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი; 2011 წლიდან გენერალ-ლეიტანანტის, ხოლო 2012 წლიდან გენერლის წოდების მფლობელი; ეროვნული ასამბლის მე-13 მოწვევის დეპუტატი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე[2].
2016 წლის იანვარში კომუნისტური პარტიის 14 ყრილობამ დაასახელა ვიეტნამის პრეზიდენტის კანდიდატურად. 2016 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 21 სექტემბრამდე იყო ვიეტნამის პრეზიდენტია[3]. ამავე წლის 13 აგვისტოს დანიშნეს სასამართლო რეფორმის კომიტეტის ხელმძღვანელად.
მშობლიური ენის გარდა ფლობდა ჩინურ ენას.
გარდაიცვალა 2018 წლის 21 სექტემბერს 61 წლის ასაკში ჰანოის სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ[4][5].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-22. ციტირების თარიღი: 2016-11-14.
- ↑ General Tran Dai Quang, a Politburo member, Deputy Minister of Public Security, was appointed as the new Minister of Public Security. National Assembly of the Socialist Republic of Vietnam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2016-11-14.
- ↑ General Tran Dai Quang named Vietnam’s new president. TUOI TRE NEWS.
- ↑ „Умер президент Вьетнама Чан Дай Куанг“. ТВ Центр - Официальный сайт телекомпании (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-09-21.
- ↑ „AFP news agency on Twitter“. Twitter (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-09-21.