შინაარსზე გადასვლა

შანდორ პეტეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შანდორ პეტეფი
უნგრ. Petőfi Sándor
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1823(1823-01-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი კიშკერეში
გარდაცვალების თარიღი სავარ. 31 ივლისი, 1849(1849-07-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (26 წლის)
გარდაცვალების ადგილი სავარ. Albești
დასაფლავებულია
ფსევდონიმი Rónai Sándor და Andor deák
საქმიანობა პოეტი[6] [7] [8] , მთარგმნელი, მსახიობი და მწერალი[9]
ენა უნგრული ენა
მოქალაქეობა  უნგრეთი
ალმა-მატერი ფაშორის გიმნაზია, Piarist Gymnasium of Budapest და Pápai Református Kollegium
Magnum opus Q466479?, Q784741?, John the Valiant, Q784950? და Nemzeti dal
მეუღლე იულია ჟენდრეი
შვილ(ებ)ი ზოლტან პეტეფი
ხელმოწერა

შანდორ პეტეფი (Sándor Petöfi) (დ. 1 იანვარი, 1823, კიშკერეში — გ. 31 ივლისი, 1849, შეგეშვარი) — უნგრელი პოეტი, რევოლუცოინერი-დემოკრატი. უნგრეთის რევოლუციის (1848) ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მშობლების (მამა — სერბი, დედა — სლოვაკი) გაკოტრების გამო პეტეფი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მუშაობდა სტატისტად, გამწესდა ჯარისკაცად, იყო მოხეტიალე დასის მსახიობი და მოდების ჟურნალის რედაქტორის თანაშემწე. პირველი ლექსი "მსმელი" 1842 გამოაქვეყნა. მ. ვერეშმარტის დახმარებით დაბეჭდა პირველი კრებული "ლექსები" (1844). პეტეფი იყენებდა ხალხურ მოტივებს, თუმცა თვალსაჩინო იყო მისი პოეტური ქმნილებების თვითმყოფადი ხასიათიც (პოემა "სოფლის ურო", 1844; პოი, შანემა-ზღაპარი "რაინდი იანოში", 1844; ქართული თარგმანი 1952).

პეტეფის ლექსებში მალე გაჩნდა დემოკრატიული სულისკვეთება ("ველური ყვავილი", 1844, "მეფეთა წინააღმდეგ" და სხვ.). პოეტის სატრფიალო ლირიკამ მწვერვალს მიაღწია ციკლებში "ეტელკას საფლავის კვიპაროსების რტოები" (1845), "სიყვარულის მარგალიტები" (1845). სამყაროს მტკივნეულ შეგრძნებას გამოხატავს რომანტიკული ციკლი "ღრუბლები" (1845-1846). რეაქციულმა კრიტიკამ, სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ და უიღბლო სიყვარულმა პოეტი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა (დრამა "ძუ ვეფხვი და აფთარი", 1845; პოემა "პიშტა სილაი", 1846 და სხვ.). შემდეგ კი, 40-იანი წწ. მეორე ნახევარში, ი. არანთან დამეგობრებამ, იულია სენდრევის სიყვარულმა და მასთან ქორწინებამ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პეტეფის შემოქმედებითს ევოლუციაზე ("ერთი რამ მაღელვებს", "სასახლე და ქოხი" და სხვ.).

უნგრეთის სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ პეტეფის მთელი შემოქმედება რევ.-დემოკრატიულ პლატფორმაზე დააყენა. 1847 სათავეში ჩაუდგა "ახალგაზრდა უნგრეთის" ორგანიზაციას. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის "12 პუნქტის" შემუშავებაში. პეტეფიმ შექმნა დემოკრატიულ ლიტერატურისათვის მებრძოლ ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი "ათეულის საზოგადოება". 1849 მარტიდან იგი პეშტის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა; 1849-იდან იყო ი.ბემის ადიუტანტი. საბრძოლო ჰიმნად გაისმოდა პეტეფის ლექსები "ეროვნული სიმღერა", "საბრძოლო 1792 სექტემბრის სიმღერა" და სხვ. პეტეფის შემოქმედებას ერთგვარად აჯამებს პოემა "მოციქული" (1848; ქართული თარგმანი, 1977).

26 წლის პეტეფი მეფის რუსეთის კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპა. მისი სახელი მსოფლიო ლიტერატურაში დარჩა რევოლუციის, თავისუფლებისა და სიყვარულის მგზნებარე მომღერალი. პეტეფის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118593226 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 6.2 Dr. Constant v. Wurzbach Petőfi, Alexander // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 22. — S. 84.
  7. 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive — 2003.
  8. 8.0 8.1 8.2 https://tritius.kmol.cz/authority/865030
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.