ქერჩი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქერჩი უკრ. Керч ყირიმ. Keriç რუს. Керчь | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
კოორდინატები | 45°20′19″ ჩ. გ. 36°28′05″ ა. გ. / 45.33861° ჩ. გ. 36.46806° ა. გ. | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 610 | ||||
ფართობი | 108 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 154 621 (2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +380-6561 და +7-36561 | ||||
საფოსტო ინდექსი | 98300–98399 | ||||
ოფიციალური საიტი | https://kerch.rk.gov.ru | ||||
ქერჩი (უკრ. Керч, ყირ. Kerç) — ქალაქი უკრაინაში, ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ქერჩის სრუტის ნაპირთან. ქერჩი - პანტიკაპეონი არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში. ამავე დროს ქალაქის ტერიტორიაზე არის ბევრი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანტიკაპეონი დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნის პირველ ნახევარში მილეტელების მიერ. ძვ. წ. V საუკუნიდან გახდა ბოსფორის სამეფოს დედაქალაქი, ცნობილი იყო სიმდიდრით და ვაჭრობით, ემორჩილებოდა მითრიდატე ევპატორს. არსებობა შეწყვიტა რომაელების ბატონობის დროს. რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებულმა მითრიდატემ აქ დაასრულა სიცოცხლე.
ქერჩი მეორე მსოფლიო ომის დროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩი გერმანიისა და საბჭოთა ჯარების ბრძოლის ადგილი იყო. აქ ფრონტის ხაზი ოთხჯერ გადიოდა. 1941 წლის ნოემბერში გერმანელებმა ქალაქი დაიპყრეს, 30 დეკემბერს კი საბჭოთა ჯარებმა კვლავ გაათავისუფლეს. გერმანლთა ხელახალი შეტევის შედეგად ალყაში მოექცა იქ მყოფი საბჭოთა ჯარის დიდი ნაწილი, რომელთაც აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოებს შეაფარეს თავი. ომის შემდეგ აჯიმუშკაის სამტეხლოები მუზეუმად გამოცხადდა.
ქალაქი საბოლოოდ გათავისუფლდა 1944 წლის 11 აპრილს. ქერჩში ბრძოლისათვის 146 მებრძოლს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. თვითონ ქალაქი კი 1973 წლის 11 სექტემბერს გმირი ქალაქი გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 502.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Моя Керчь მულტი პორტალი „ჩემი ქერჩი“, სიახლები, ფოტოგალერა და ა.შ.
- Керчь – это город დაარქივებული 2011-05-17 საიტზე Wayback Machine. ქერჩის ინტერაქტიული რუკა
- Керчь – это мой город დაარქივებული 2004-04-11 საიტზე Wayback Machine. ქერჩის არაოფიციალური საიტი, სიახლეები, ფოტოგალერეა, ფორუმი და ა.შ. (რუსული)
- Webcams
- Photos of Kerch დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. from Panoramio
- Map of Kerch's Center (by „Kartografia“, 2004)
- Infos and photos of Kerch in travelguide around Ukraine
- ებრაელთა მკვლელობა ქერჩში დაარქივებული 2021-05-04 საიტზე Wayback Machine.
|
|
|