ფიქრის გორა
იერსახე
ფიქრის გორა — თბილისის მიკროუბანი მტკვრის მარჯვენა მხარეს, ვერის უბანში, ახლანდელი მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის ქუჩებსა და ვარაზისხევს შორის.
მიკროუბანი გაჩნდა XX საუკუნის 10-20-იან წლებში. ადგილის სახელის ზუსტი წარმოშობა არ არის ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომ ადგილის სახელის, ფიქრის გორის ამოსავალი უნდა იყოს „ფეიქარი“, „საფეიქრო“. 1992 წელს ფიქრის გორაზე ვერიკო ანჯაფარიძის სახლში ბინა დაიდო ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმმა. აქვე 1996-2009 წლებში ფუნქციონირებდა „ერთი მსახიობის თეატრი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 874, ISBN 99928-20-32-2.
|