ფერღანის ოლქი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ფერღანის ოლქი უზბეკ. Farg‘ona viloyati | ||
ქვეყანა | უზბეკეთი | |
ადმ. ცენტრი | ფერღანა | |
კოორდინატები | 40°25′48″ ჩ. გ. 71°21′00″ ა. გ. / 40.43000° ჩ. გ. 71.35000° ა. გ. | |
მმართველი | Q106508385? | |
დაარსდა | 15 იანვარი, 1938 | |
ფართობი | 6760 კმ² | |
მოსახლეობა | 3 564 800 (2017)[1] | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://en.ferghana.uz/ | |
| ||
ფერღანის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Farg‘ona viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ფერღანა.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერღანის ქვაბულის სამხრეთში. ფართობი 6.8 ათასი კმ². ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშია ქუშთეფეს მასივი და იაზიავანის სტეპი (ცენტრალური ფერღანა), რომლებიც სამხრეთიდან შემოფარგლულია ალაის ქედიდან ჩამონადენი მდინარეების გამოზიდვის კონუსებით. ჰავა კონტინენტურია. ოლქის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე მიედინება მდინარე სირდარია. მდინარეები ფართოდაა გამოყენებული სარწყავად. ფერღანის ოლქი მებამბეობისა და მეაბრეშუმეობის მთავარი რაიონია. მთელი სათესი ფართობი სარწყავია. გაყვანილია საირიგაციო არხები და შექმნილია წყალსაცავები (ქარიდონის, ყურღანთეფეს). ნათესების 67% უკავია ტექნიკურ კულტურებს (ბამბა). მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი, სუბტროპიკული კულტურები (ბროწეული, ლეღვი), ვაშლი, გარგარი, ყურძენი და სხვა. კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები — ქალაქის გარეუბნებში. მებამბეობის რაიონებში განვითარებულია მეაბრეშუმეობა. მეცხოველეობა სახორცო-სარძეო მიმართულებისაა. მცხვილ რქოსანი საქონელი სარწყავ ზონაშია, ბუნებრივ საძოვრებზე მისდევენ მეცხვარეობას. ქალაქი ფერღანა ავიახაზებით უკავშირდება ქვეყნისა და აზიის მრავალ ქალაქს.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1964).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 272-273.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|