უმ-ლაისუნის ქართული წარწერა
მასალა | კირქვა |
---|---|
ზომა | 81 × 49 სმ |
დამწერლობა | ასომთავრული |
შექმნის თარიღი | V-VI საუკუნე |
აღმოაჩინეს |
2002 წელი უმ-ლაისუნი, იერუსალიმთან |
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | ქნესეთის არქეოლოგიური ბაღი, ისრაელის სიძველეთა სამმართველო, იერუსალიმი |
უმ-ლაისუნის ქართული წარწერა — ასომთავრული წარწერა, რომელიც აღმოჩენილია იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4,5 კილომეტრში მდებარე სოფელ უმ-ლაისუნში. წარწერა აღმოაჩინეს 2002 წელს, 1996 წელს განახლებული გათხრების შემდეგ ბიზანტიის პერიოდის ქართულ მონასტერში.
ქართული წარწერით გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი საფლავის ბინადარი იყო „ქართველი ეპისკოპოსი იოანე“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა V-VI საუკუნეებით თარიღდება. მან შინაარსითაც მიიქცია სპეციალისტების ყურადღება. ამ წარწერაში გვხვდება ეთნონიმ „ქართველის“ (ႵႠႰႧႥႤႪႨ) წერილობით ძეგლებზე უადრესი დოკუმენტურად დადასტურების ფაქტი.
წარწერის ქვის ზომებია 81 × 49 სმ. ამჟამად ინახება ქნესეთის არქეოლოგიურ ბაღში.
წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ႤႱႤႱႠႫႠႰႾႭჂ
ႨႭჀႠႬႤႴႭჃႰ
ႲႠႥႤႪႤႮႨႱႩႭႮႭ
ႱႨႱႠჂႵႠႰႧႥႤ
ႪႨႱႠჂ
იკითხება ასე: „ესე სამარხოჲ იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაჲ ქართველისაჲ“
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Seligman, J. (2015). „A Georgian Monastery from the Byzantine Period at Khirbat Umm Leisun, Jerusalem“. ‘Atiqot. 83: 145–180. ციტირების თარიღი: 2020-11-29. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|month=
და|coauthors=
(დახმარება)