შინაარსზე გადასვლა

ტლაჰკალტეკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტლაჰკალტეკები
საერთო მოსახლეობა
?
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ნაუატლი, ესპანური ენა
რელიგიები კათოლიციზმი

ტლაჰკალტეკები — ხალხი ნაუას ჯგუფიდან, რომელიც ესპანეთამდელ პერიოდში დასახლებული იყო ტლაჰკალას სამეფოში, თანამედროვე იმავე სახელი სმქონე მექსიკის შტატის ტერიტორიაზე. ისტორიულად — აცტეკების დაუნდობელი მტრები, მხარს უჭერდნენ კონკისტადორებს აცტეკების იმპერიის დაპყრობაში.

თავიანთი პრივილეგირებული მდგომარეობის მეშვეობით კონკისტის შემდეგ ტლაჰკალტეკები ესპანელებს შეუერთდნენ. თანამედროვე შთამომავლები არიან მეტისები.

ისტორია კონკისტამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ტლაჰკალტეკები წარმოადგენდნენ კონგლომერატს სამი ერისა, რომლებიც შესაბამისად საუბრობდნენ ნაუატლზე, ოთომსა და პინომეზე. თანდათანობით ნაუატლზე მოსაუბრე ხალხმა დომინირებული მდგომარეობა დაიკავა.[1]

მცდელობების მიუხედავად, აცტეკებმა ვერ შეძლეს ტლაჰკალტეკების დამორჩილება. ეს უკანასკნელები მონაწილეობდნენ ყვავილების ომში. [2]

ესპანეთის კოლონიალური პერიოდის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამოსახულება „ტლაჰკალას ისტორიიდან“ (დიეგო მუნეს კამარგოს რედაქციით): მებრძოლი-ტლაჰკალტეკები აცილებენ ესპანელ ჯარისკაც ჩალკოს

ტლაჰკალტეკები ერნან კორტესის მოკავშირეები იყვნენ ტენოჩტიტლანის წინააღმდეგ კამპანიაში. ისინი დაეხმარნენ ესპანელებს ანაუაკის ველის დაპყრობაში და ჯარის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ.[3]

ტლაჰკალტეკებმა ესპანელებისგან მექსიკის სხვა ხალხებისგან განსხვავებით გარკვეული პრივილეგიები მიიღეს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, ცხენებზე ჯირითი, აზნაურის ტიტულის ტარება და საკუთარი დასახლებების დამოუკიდებლად მართვა.

ტლაჰკალტეკებმა ჩრდილოეთ მექსიკის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება დააარსეს, მათ შორის თანამედროვე ტეხასის ტერიტორიაზე, სადაც ესპანელებმა ვერ შეძლეს ადგილობრივი ტომების დაპყრობა. [4] ესპანელებმა ისინი ჩიჩიმეკების მახლობლად დაასახლეს, რათა სამაგალითოდ ეჩვენებინათ ადგილობრივი ხალხი, რომლებმაც აღიარეს ესპანეთის ძალაუფლება და ცხოვრების ახალი სტილი დაისწავლეს. ამ ადგილებში ტლაჰკალტეკები მუშაობდნენ შახტებსა და ფერმებში.

  1. Charles Gibson, Tlaxcala in the Sixteenth Century
  2. Diego Muñoz, Historia de Tlaxcala
  3. Bernal Díaz del Castillo, The Discovery and Conquest of Mexico
  4. Manuel Orozco y Berra, Historia antigua y de la conquista de México

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]