სუიკო
იმპერატორი ქალი სუიკო | |
---|---|
推古天皇 | |
იაპონიის 33-ე იმპერატორი ქალი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 დეკემბერი 592 |
მმართ. დასასრული: | 7 მარტი 628 |
წინამორბედი: | სუსიუნი |
მემკვიდრე: | ძიომეი |
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 576 |
მმართ. დასასრული: | 585 |
რეგენტი: |
პრინცი სიტოკუ სოგა ნო უმაკო სოგა ნო ემისი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 554 |
გარდ. თარიღი: | 15 აპრილი, 628 (74 წლის) |
მეუღლე: | იმპერატორი ბიდაცუ |
მამა: | იმპერატორი კიმეი |
იმპერატორი ქალი სუიკო (იაპონ. 推古天皇) (დ. 554 — გ. 628) — იაპონიის 33-ე იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[2] სუიკო ქვეყანას 36 წელი მართავდა.[3]
სუიკო იაპონიის ისტორიაში 8 იმპერატორი ქალიდან პირველი იყო.
ტრადიციული ამბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტახტზე ასვლამდე სუიკოს სახელი მიკეკასია-ჰიმე-ნო-მიკოტო იყო[4], თუმცა მას ასევე ტოიომიკე კასიკია ჰიმე ნო მიკოტოს სახელითაც მოიხსენიებდნენ.[5] ამასთან ერთად სუიკოს ისეთი სახელებიც ჰქონდა, როგორიც იყო პრინცესა ნუკატაბე და ტოიომიკე კასიკია. სუიკო იმპერატორ კიმეის და სოგა ნო ინამეს ქალიშვილის, სოგა ნო კიტასიჰიმეს შვილი იყო. აგრეთვე სუიკო იმპერატორ იომეის უფროსი და იყო.
სუიკო მისი ნახევარძმის, იმპერატორ ბიდაცუს მეუღლე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იმპერატორის პირველი ცოლი გარდაიცვალა, ის მისი ოფიციალური მეუღლე გახდა და ოკისაკის წოდება მიიღო (იმპერატორის ოფიციალური მეუღლე). მათ 7 ვაჟი შეეძინათ.
ბიდაცუს გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებაში სუიკოს ძმა იმპერატორი იომეი მოვიდა, რომელიც 2 წელიწადში ავადმყოფობით გარდაიცვალა. იომეის გარდაცვალებას სოგას და მონონობეს კლანებს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა მოჰყვა. ბრძოლაში სოგას კლანმა გაიმარჯვა და პრინცი ჰაცუსებე იმპერატრ სუსიუნად აიყვანა ტახტზე. თუმცა მალე კლანის ლიდერს, სოგა ნო უმაკოსა და იმპერატორს შორის დაპირისპირებამ იჩინა თავი, სადაც უმაკომ იმპერატორი მოაკვლევინა. იაპონიის ისტორიაში სუიკო პირველი ქალი იყო, რომელიც იმპერატორების ტრადიციული წესის მიხედვით აირჩიეს.
სუიკოს ტახტზე ასვლიდან ერთ წელიწადში ქვეყნის რეგენტად იმპერატორის ძმიშვილი, პრინცი სიოტოკუ დაინიშნა, თუმცა მანამდეც ქვეყნის ძალაუფლება მის და სოგა ნო უმაკოს ხელში იყო, რადგან სუიკო სახელმწიფო საქმეებში არ იყო გარკვეული. მოგვიანებით, მისი მმართველობა მისმა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარმა გადაარჩინა. იმპერატორი ქალი სუიკო ქვეყანას 35 წელი მართავდა და 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William George Aston (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner. OCLC 448337491
- Delmer Brown and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. 10-ISBN 0-520-03460-0; 13-ISBN 978-0-520-03460-0; OCLC 251325323
- Basil Hall Chamberlain(1920). The Kojiki. Read before the Asiatic Society of Japan on 12 April, 10 May, and 21 June 1882; reprinted May 1919. OCLC 1882339
- Richard Ponsonby-Fane. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Titsingh, Isaac. (1834). Nihon Odai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland. OCLC 5850691
- H. Paul Varley (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. 10-ISBN 0-231-04940-4; 13-ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
- ↑ Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
- ↑ Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834).
- ↑ Varley, p. 126.
- ↑ Ashton, William. (2005). Nihongi, p. 95 n.2.
|