სოფლის მეურნეობა ფილიპინებში
სოფლის მეურნეობა ფილიპინებში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. სოფლის მეურნეობისა და ექსპორტის მთავარი კულტურები ბრინჯი, ქოქოსი და შაქარია. მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, ფილიპინების სოფლის მეურნეობის სექტორში მოსახლეობის 23%-ია დასაქმებული.[1]
ფილიპინების სოფლის მეურნეობის სისტემები მოწყვლადია მუსონებისა და ექსტრემალური ამინდის მიმართ.[2] გლობალური დათბობის გამო სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ბევრი რამ გაურკვეველია, თუმცა სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თქმით, ფილიპინების შიდა პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკაა რისკების შემცირების მხრივ.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინებში სოფლის მეურნეობის გავრცელების შესახებ მოსაზრებები განსხვავდება ანთროპოლოგებს შორის და მისი წარმოშობის ზუსტი თარიღიც უცნობია.[4] [5] მიუხედავად ამისა, არსებობს მიახლოებითი ინდიკატორები და სხვა მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც ანთროპოლოგებს ფილიპინებში სხვადასხვა კულტურის მოხვედრის შესახებ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.[6] დღეისთვის ფილიპინების სოფლის მეურნეობის უმთავრესი კულტურა ბრინჯია, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.[7]
პროფესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინებში ოფიციალური პროფესიული ხარისხი „ლიცენზირებული და რეგისტრირებული აგრონომია“,[8] თუმცა ხშირად შემოკლებით „ლიცენზირებულ აგრონომად“ მოიხსენიებენ, ან კიდევ უფრო მოკლედ, „აგრონომად“. ლიცენზიის მიღება და აკრედიტაცია მხოლოდ აგრონომთა სალიცენზიო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგაა შესაძლებელი, რომელსაც პროფესიული რეგულირების კომისია და სოფლის მეურნეობის საბჭო ატარებს.[9] ლიცენზირებული აგრონომის ბოლოსართია: „L. Agr“, ან წინსართია „Agr“, რაც პიროვნების პროფესიაზე მიუთითებს.[10]
აგრონომის მთავარი როლი ტექნიკური გეგმების, მახასიათებლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესახებ შეფასებების შემუშავებაა ფერმებისა და აგრობიზნესის საწარმოების მშენებლობისა და მენეჯმენტის შესახებ.[11]
სოფლის მეურნეობის პრაქტიკა მოიცავს: სასოფლო-სამეურნეო პროექტების კონსულტაციას, შეფასებას, გამოკვლევასა და მენეჯმენტს; ნიადაგის ანალიზისა და კონსერვაციის, მოსავლის წარმოების, შინაური ცხოველებისა და შინაური ფრინველების მოშენების, ხეების გაშენებისა და სხვა ბიოტექნიკების შესახებ კვლევა-ძიებას, წვრთების ჩატარებასა და სერვისების გაფართოებას; სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასოფლო-სამეურნეო საგნების სწავლებას; სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტს და ა.შ.
მარცვლეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრინჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინებზე ბრინჯის გლობალური წარმოების 2.8% მოდის და ქვეყანა მე-8 უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 2010 წელს ფილიპინები მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესი იმპორტიორი იყო.[12] ამ წელს ფილიპინებში დაახლოებით 15.7 მლნ ტონა პალაი აწარმოეს,[13] რომელმაც მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2.37% შეადგინა.[14] 2015 წელს ბრინჯის თვითკმარობის მაჩვენებელმა 88.93%-ს მიაღწია.[15]
ფილიპინებში ბრინჯის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა 1950-იანი წლებიდან. ბრინჯის გაუმჯობესებული ვარიანტები განვითარდა მწვანე რევოლუციის დროს. ბრინჯი მინდვრები განვითარდა ფილიპინებში დაფუძნებული ბრინჯის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის საქმიანობისა და მეტი სასუქის გამოყენების შედეგად. 1961 წელს ერთ ჰექტარზე საშუალო პროდუქტიულობის მაჩვენებელი 1.23 ტონა იყო, ხოლო 2009 წელს ეს მაჩვენებელი 3.59 ტონას გაუტოლდა.[16]
ფილიპინების მთავრობა ოქროს ბრინჯის წარმოებას ახალისებს.[17]
ქვემოთ მოცემულ ცხრილში სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის წარმოებაა ნაჩვენები რეგიონების მიხედვით.[18]
რეგიონი | ბრინჯი | სიმინდი | ქოქოსი | შაქრის ლერწამი | ანანაის | საზამთრო | ბანანი |
---|---|---|---|---|---|---|---|
ილოკოსის რეგიონი | 1,777,122 | 490,943 | 39,463 | 19,512 | 197 | 26,936 | 43,164 |
კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი (CAR) | 400,911 | 237,823 | 1,165 | 51,787 | 814 | 141 | 26,576 |
კაგაიანის ხეობა | 2,489,647 | 1,801,194 | 77,118 | 583,808 | 35,129 | 7,416 | 384,134 |
ცენტრალური ლუსონი | 3,304,310 | 271,319 | 167,737 | 678,439 | 1,657 | 7,103 | 58,439 |
ეროვნული დედაქალაქის რეგიონი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
კალაბარსონი | 392,907 | 64,823 | 1,379,297 | 1,741,706 | 88,660 | 2,950 | 96,306 |
მიმაროპა | 1,081,833 | 125,492 | 818,146 | 0 | 448 | 3,192 | 168,299 |
ბიკოლის რეგიონი | 1,264,448 | 243,908 | 1,105,743 | 239,010 | 130,595 | 5,598 | 76,452 |
დასავლეთი ვისაიასი | 1,565,585 | 213,362 | 294,547 | 1,682,940 | 12,687 | 83,336 | 200,222 |
კუნძულ ნეგროსის რეგიონი | 557,632 | 185,747 | 274,315 | 13,440,259 | 9,468 | 546 | 157,974 |
ცენტრალური ვისაიასი | 269,801 | 101,333 | 274,069 | 241,573 | 998 | 1,161 | 126,220 |
აღმოსავლეთი ვისაიასი | 955,709 | 91,145 | 1,165,867 | 179,363 | 7,186 | 670 | 227,223 |
ზამბოანგის ნახევარკუნძული | 661,775 | 220,180 | 1,682,121 | 107 | 1,657 | 638 | 281,856 |
ჩრდილოეთი მინდანაო | 725,120 | 1,216,301 | 1,851,702 | 3,065,463 | 1,468,386 | 2,024 | 1,832,173 |
დავაოს რეგიონი | 441,868 | 224,100 | 2,246,188 | 208,743 | 26,880 | 1,070 | 3,455,014 |
საკოკსკსარგენი | 1,291,644 | 1,239,275 | 1,159,818 | 680,383 | 794,334 | 2,132 | 1,159,091 |
კარაგის რეგიონი | 653,431 | 118,774 | 804,722 | 0 | 2,682 | 3,010 | 259,738 |
ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში | 488,215 | 673,036 | 1,393,168 | 113,343 | 921 | 80 | 531,048 |
სიმინდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინების სოფლის მეურნეობის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა სიმინდია. ფილიპინებში სიმინდის ბიზნესში 600 000 ფერმა და შინამეურნეობაა ჩართული. 2012 წლისთვის 2 594 000 ჰექტარი მიწა სიმინდის კულტივაციისთვის გამოიყენებოდა, ხოლო სიმინდის წარმოების ჯამური მოცულობა 7 408 000 ტონას შეადგენდა.[19] მთავრობა მწერებისადმი გამძლე გენმოდიფიცირებული სიმინდის მოყვანას ახალისებს.[17]
სხვა პროდუქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შოკოლადი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინებში შოკოლადის წარმოება კაკაოს ხეების დარგვის შემდეგ განვითარდა. კაკაოს მოყვანის ისტორია კოლონიური ხანიდან იწყება. იგი პირველად მესოამერიკის ტყეებში წარმოიშვა და ფილიპინებში პირველად ესპანელმა კოლონიზატორებმა ჩაიტანეს 4 საუკუნის წინ.[20] მას შემდეგ ფილიპინები კაკაოს მარცვლების უმსხვილესი მწარმოებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ნიადაგისა და კლიმატის შესაბამისად ფილიპინებში კაკაოს მწარმოებელი ბევრი ტერიტორიაა. ამჟამად შოკოლადის წარმოება მცირედან საშუალო წარმოების ეტაპზეა.
ყავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ, ფილიპინებში ყავა 1696 წელს ნიდერლანდელებმა ჩაიტანეს. ერთ დროს ყავა ფილიპინების წამყვანი კულტურა იყო და 1800-იან წლებში მსოფლიოში მე-4 ადგილზე იყო ყავის წარმოების მხრივ.[21]
2014 წელს ფილიპინებში 25 000 ტონა ყავა აწარმოეს. პროდუქციის მოცულობით ფილიპინები 110-ე ადგილზე იყო მსოფლიოში. ყავაზე ადგილობრივი მოთხოვნა მაღალია და ყოველწლიურად 100 000 ტონას აღწევს.[22]
ფილიპინები ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებიც ოთხი სახის ყავას: არაბულ ყავას, ლიბერიულ ყავას, ბატანგასის ყავასა და Coffea canephora-ს აწარმოებს. ყავის წარმოების 90% სწორედ ამ უკანასკნელზე მოდის.[23]
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jesus, Ed. C. De (1980). The Tobacco Monopoly in the Philippines: Bureaucratic Enterprise and Social Change, 1766–1880. Ateneo University Press. ISBN 9715501680.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Employment in agriculture (% of total employment) (modeled ILO estimate) – Philippines | Data.
- ↑ Philippines at a glance | FAO in the Philippines | Food and Agriculture Organization of the United Nations. ციტირების თარიღი: March 29, 2021
- ↑ Philippines at a glance | FAO in the Philippines | Food and Agriculture Organization of the United Nations. ციტირების თარიღი: March 29, 2021
- ↑ Diamond, J. (2003-04-25). „Farmers and Their Languages: The First Expansions“. Science. 300 (5619): 597–603. Bibcode:2003Sci...300..597D. doi:10.1126/science.1078208. PMID 12714734.
- ↑ Denham, Tim (August 2012). „Early farming in Island Southeast Asia: an alternative hypothesis“. Antiquity: 250–257.
- ↑ Snow, Bryan E.; Shutler, Richard; Nelson, D.E.; Vogel, J.S.; Southon, J.R. (1986). „Evidence of Early Rice Cultivation in the Philippines“. Philippine Quarterly of Culture and Society. 14 (1): 3–11. ISSN 0115-0243. JSTOR 29791874.
- ↑ Marci, Mia. (2019-06-21) Why do Filipinos like to eat rice? en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-03. ციტირების თარიღი: 2019-12-03
- ↑ Board of Agriculture Resolution No. 02, Series of 2002.
- ↑ ANNOUNCEMENT: All Licensed Agriculturists Required to Submit a COGS to Renew their License.
- ↑ Proposed Philippine Agriculturist Bill.
- ↑ Agriculture | Professional Regulation Commission. ციტირების თარიღი: 2021-04-30
- ↑ „Factbox – Top 10 rice exporting, importing countries“. Reuters. January 28, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: March 30, 2011.
- ↑ Palay: Volume of Production by Cereal Type, Geolocation, Period and Year. CountrySTAT Database. Bureau of Agricultural Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 20, 2011. ციტირების თარიღი: March 30, 2011
- ↑ Philippine economy posts 7.1 percent GDP growth. National Accounts of the Philippines. National Statistical Coordination Board. ციტირების თარიღი: March 30, 2011
- ↑ Authority, Philippine Statistics. Self-Sufficiency Ratio of Selected Agricultural Commodities. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2016. ციტირების თარიღი: October 28, 2016
- ↑ 2009 Crop Production Statistics. FAO Stat. FAO Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2012. ციტირების თარიღი: March 30, 2011
- ↑ 17.0 17.1 Freedman, Amy (2013). „Rice security in Southeast Asia: beggar thy neighbor or cooperation?“. The Pacific Review. Taylor & Francis. 26 (5): 433–454. doi:10.1080/09512748.2013.842303. ISSN 0951-2748. S2CID 153573639.
- ↑ Philippine Statistics Authority: CountrySTAT Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2016. ციტირების თარიღი: October 28, 2016
- ↑ "Agri-Pinoy Corn Program", Republic of Philippines Department of Agriculture.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-22. ციტირების თარიღი: January 22, 2014
- ↑ Peace and Equity Foundation. A primer on PEF’s Priority Commodities: an Industry Study on Cacao დაარქივებული 2021-05-02 საიტზე Wayback Machine. . Philippines, 2016. 2. Accessed June 26, 2017.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Flores, Wilson Lee (13 January 2014). „How can the Philippines be a top coffee exporter again?“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
- ↑ Coffee's Rich History in the Philippines. Philippine Coffee Board. ციტირების თარიღი: 15 November 2015.