შინაარსზე გადასვლა

სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2016)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივეტა მუკუჩიანი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას

სომხეთი 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა სიმღრით „LoveWave“, რომლის ავტორებიც ლილით ნავასარდიანი, ლევონ ნავასარდიანი, ივეტა მუკუჩიანი და სტეფანი კრატჩფილდი იყვნენ. კონკურსზე სიმღერა ივეტა მუკუჩიანმა შეასრულა, რომელიც შიდა შერჩევის მეთოდით სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შეარჩია. სომხეთის წარმომადგენლად მუკუჩიანის შერჩევის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 13 ოქტომბერს გავრცელდა, ხოლო სტოკჰოლმში, შვედეთში გასამართი კონკურსისთვის შერჩეული სიმღერა „LoveWave“ 2016 წლის 2 მარტს გახდა ცნობილი.

2016 წლის 10 მაისს გამართულ პირველ ნახევარფინალში სომხეთი პირველ ათეულში მოხვდა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. შემდეგში ცნობილი გახდა, რომ პირველ ნახევარფინალში სომხეთმა 243 ქულა მიიღო, რითიც მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წლის 14 მაისს გამართულ ფინალში სომხეთი შოუს უკანასკნელი წარმომადგენელი იყო და 26 მონაწილე სახელმწიფოს შორის 249 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

2016 წლამდე სომხეთმა ევროვზიის სიმღერის კონკურსზე ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა (2006 წლიდან მოყოლებული).[1] ამ დრომდე სომხეთის საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო, რომელიც ქვეყანამ ორჯერ დაიკავა: 2008 წელს, სიმღერით „Qélé, Qélé“, რომელიც სირუშომ შეასრულა და 2014 წელს სიმღერით „Not Alone“, რომელიც არამ mp3-მა შეასრულა. სომხეთმა ფინალისთვის კვალიფიცირების ეტაპი ერთხელ, 2011 წელს ვერ გაიარა. სომხეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა 2012 წელს, მასპინძელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობები გამო.[2] 2015 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყანა სომხური დიასპორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გენეალოგიამ წარადგინა და ფინალში მე-16 ადგილი დაიკავა.

ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევის პროცესს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია წარმართავს, რომელიც აგრეთვე ევროვიზიის სიმღერის პროცესს გადასცემს.[3] 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 25 სექტემბერს გავრცელდა.[4] წარსულში სომხეთი წარმომადგენლებს სხვადასხვა მეთოდით ირჩევდნენ, მათ შორის ევროვიზიაზე ქვეყნის შემსრულებლის, სიმღერის ან ორივეს შესარჩევი ნაციონალური ფინალიც. შიდა შერჩევის პროცესი 2015 წლის წარმომადგენლის შესარჩევადაც გამოიყენეს. 2014 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შიდა შერჩევის მეთოდით როგორც შემსრულებელი, ისე სიმღერა შეარჩია. აღნიშნული მეთოდი სომხეთმა მანამდე მხოლოდ ერთხელ, ქვეყის დებიუტისას, 2006 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის გამოიყენა.[5][6] ტეევიზიამ 2015 და 2016 წლებშიც ქვეყნის წარმომადგენელიც და სიმღერაც შიდა შერჩევის გზით აირჩია.[4]

ივეტა მუკუჩიანი პირველი ნახევარფინალის წინ რეპეტიციის დროს

ევროვიზიის წესების თანახმად, ყველა ქვეყანას, გარდა მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო), ფინალში მოსახვედრად ორიდან ერთ-ერთ ნახეარფინალში გამოსვლა სჭირდება. ორივე ნახევარფინალიდან თითოეულის პირველი ათეული ფინალში გადადის. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების საფუძველზე მონაწილე ქვეყნებს 6 სხვადასხვა ჯგუფში ათავსებს. 2016 წლის 25 იანვარს სპეციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ნახევარფინალებში განაწილდნენ და ისიც განისაზღვრა, თუ შოუს რომელ ნაწილში გამოვიდოდნენ. სომხეთი პირველ ნახევარფინალში მოხვდა, რომელიც 2016 წლის 10 მაისს უნდა გამართულო. სომხეთის წარმომადგენელს შოუს პირველ ნაწილში უწევდა გამოსვლა.[7]

მას შემდეგ რაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამომსვლელი ყველა სახელმწიფოს მიერ შერჩეული სიმღერები ცნობილი გახდა, შოუს პროდიუსერებმა ნახევარფინალებში სიმღერების თანმიმდევრობა განსაზღვრეს, რათა მსგავსი კომპოზიები ერთმანეთის მიყოლებით არ შეესრულებინათ. სომხეთი მე-7 ნომრად უნდა გამოსულიყო ნიდერლანდების შემდეგ, სან-მარინოს წინ.[8]

სომხეთში ევროვიზიის ორი ნახევარფინალი და ფინალი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს მიერ გადაიცა, რომლის კომენტატორიც ავეტ ბარსეღიანი იყო.[9][10] სომხეთის წარმომადგენელი, რომელმაც ფინალში სხვა ქვეყნებისთვის მინიჭებული ქულები გამოაცხადა, არმან მარგარიანი იყო.[11]

სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Armenia Country Profile. EBU. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  2. Kramer, Andrew E.. (7 March 2012) Armenians Are Shunning Song Contest in Azerbaijan. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  3. Jiandani, Sanjay. (14 September 2014) Armenia: ARMTV confirms participation in Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  4. 4.0 4.1 Brey, Marco. Who will represent Armenia in 2016?. European Broadcasting Union (25 September 2015). ციტირების თარიღი: 2 March 2016.
  5. «Եվրատեսիլ-2015»-ի Հայաստանի մասնակցի անունը հայտնի կդառնա փետրվարին Armenian. Armenia 1 (12 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  6. van Lith, Nick. (12 January 2015) Armenia: Internal selection for ARMTV. escXtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  7. Jordan, Paul. Allocation Draw: The results!. European Broadcasting Union (25 January 2016). ციტირების თარიღი: 25 January 2016.
  8. Jordan, Paul. Running order of the Semi-Finals revealed. European Broadcasting Union (8 April 2016). ციტირების თარიღი: 8 April 2016.
  9. Հետևեք #եվրատեսիլ 2016-ի ընթացքին Առաջին ալիքի և... Armenian. AMPTV (10 May 2016). ციტირების თარიღი: 10 May 2016.
  10. Իվետա Մուկուչյանը "Եվրատեսիլ"-ի եզրափակչում ելույթ կունենա 26-րդ համարի ներքո Armenian. AMPTV (13 May 2016). ციტირების თარიღი: 13 May 2016.
  11. Petersson, Emma. De presenterar jurygruppernas röster 2016 Swedish. Sveriges Television (14 May 2016). ციტირების თარიღი: 14 May 2016.