საქართველოს ეროვნული გვარდია
საქართველოს ეროვნული გვარდია | |
---|---|
საქართველოს ეროვნული გვარდიის ემბლემა | |
აქტიური | 1990 - დღემდე |
ქვეყანა | საქართველო |
შემადგენლობა | საქართველოს შეიარაღებული ძალები |
როლი | რეზერვი; მხარდაჭერა; უსაფრთხოება. |
ნაწილი | თავდაცვის სამინისტრო დეპარტამენტი |
ფერები | |
დღესასწაულები | 20 დეკემბერი |
ბრძოლები | |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე |
ცნობილი მეთაურები |
თენგიზ კიტოვანი ლოთი ქობალია კობა კობალაძე ჯემალ ჭუმბურიძე სამსონ ქუთათელაძე აკაკი ბობოხიძე ნიკოლოზ ჯანჯღავა |
განმასხვავებელი ნიშნები | |
დროშა |
საქართველოს თავდაცვის ძალები |
---|
საქართველოს დროშა თავდაცვის ძალების ემბლემა |
აღმასრულებელი |
თავდაცვის სამინისტრო |
შტაბი |
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი |
სამხედრო სარდლობები |
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობა
|
ფუნქციური საბრძოლო სარდლობები |
სპეციალური ოპერაციების ძალები
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა
|
თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტები და ორგანიზაციები |
სია
|
საქართველოს ეროვნული გვარდია — სამხედრო ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დეპარტამენტის სახით. მისი დანიშნულებაა: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა; სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება; საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა.
გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებით, როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, რითაც დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.
XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გენერალ დევიდ პოიტრესის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები), საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი. ვებ-პორტალი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-09. ციტირების თარიღი: 2012-01-11.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვებ-პორტალი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2009).
- ეროვნული უშიშროების საბჭო. ვებ პორტალი (2009).
- სამხედრო კარიერა
|