შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის რესპუბლიკა
République française


1946 — 1958
 

დროშა გერბი
დევიზი
"Liberté, Égalité, Fraternité"
ჰიმნი
La Marseillaise

  •   საფრანგეთი
  •   საფრანგეთის პროტექტორატები
დედაქალაქი პარიზი
ენა ფრანგული
ფულის ერთეული ფრანკი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა

საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკარესპუბლიკური მთავრობა საფრანგეთში 1946–1958 წლებში. მისი ისტორია 1946 წლის 13 ოქტომბერს, დამფუძნებელი კრების მიერ კონსტიტუციის მიღებით იწყება. მეოთხე რესპუბლიკა ფაშისტურ ოკუპაციამდე არსებული მესამე რესპუბლიკის აღდგენის მცდელობად ითვლება. ორივეში საპარლამენტო მმართველობა, სუსტი პრეზიდენტი და თითქმის იდენტური კონსტიტუცია იყო.

პერიოდის დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე რესპუბლიკის დროს ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა. აღდგა ომის დროს განადგურებული სოციალური ინსტიტუტები და ინდუსტრიული სექტორი, მოხდა საფრანგეთის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დაიწყო და თითქმის დამთავრდა დეკოლონიზაციის პროცესი, 1945–1954 წლებში მიმდინარეობდა ომი ვიეტნამთან. შიდაპოლიტიკური ვითარება არასტაბილური და დაძაბული იყო, ხშირად იცვლებოდა მთავრობა, წელიწადში 2–3 პრემიერ–მინისტრი მიდიოდა თანამდებობიდან. პერიოდის დასაწყისში პოპულარობით სარგებლობდნენ კომუნისტები (მემარცხენეები), შემდეგ უკვე, ალჟირის კრიზისის დროს მემარჯვენეები.

1958 წელს პრემიერ–მინისტრი გახდა შარლ დე გოლი, მან მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო მმართველობას და მის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის ახალი პროექტი ოქტომბერში რეფერენდუმით მიიღეს, პრეზიდენტმა კოტმა მას ხელი მოაწერა და შეიქმნა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა. იმავე წლის დეკემბერში შარლ დე გოლი პრეზიდენტად აირჩიეს.