ფილმში გრძელდება „სათამაშოების ისტორია 3“-ის სიუჟეტი, სადაც მთავარი გმირები კვლავ შერიფი ვუდი, ბაზ ლაიტერი და მათი სხვა მეგობარი სათამაშოები არიან. მას შემდეგ, რაც გმირები ახალი პატრონის, ბონის ხელში აღმოჩნდებიან, ისინი გაიცნობენ სათამაშოდ ქცეულ კოვზ-ჩანგალს(ინგლისური)ქართ. სახელად ფორკის. რის შემდეგაც იწყება მათი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა. ფილმი ეძღვნება მსახიობ დონ რიკსლისა და ანიმატორ ადამ ბერკის ხსოვნას.
„სათამაშოების ისტორია 4“ დაანონსდა 2014 წლის 6 ნოემბერს.[7] რეჟისორად აიყვანეს ჯონ ლასიტერი, რომელიც აგრთვე სერიის პირველი და მეორე ნაწილების რეჟისორი იყო, ხოლო სცენარისტებად — სტეფანი ფოლსომი და ენდრიუ სტენტონი. 2015 წლის მარტში პროექტის თანარეჟისორად დაინიშნა ჯოშ კული. 2017 წლის ივლისში ლასიტერმა დატოვა რეჟისორის პოსტი.[8][9]2018 წლის 12 ნოემბერს ინტერნეტში გავრცელდა პირველი ტიზერ-ტრეილერი.[10]
„ფილმის პრემიერა გაიმართა 2019 წლის 11 ივნისსლოს-ანჯელესში.[11] აშშ-ის კინოთეატრებში გამოვიდა იმავე წლის 21 ივნისსRealD 3D, Dolby Cinema, და IMAX ფორმატებში. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 200 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა — 990 მილიონი დოლარი, რითაც იქცა 2019 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად, აგრეთვე მეცხრე ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად. წინამორბედის მსგავსად პრეოქტმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. შექება წილად ხვდა ფილმის ისტორიას, იუმორს, ემოციურობას, ანიმაციურ მხარესა და ვოკალურ შესრულებას. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 97% (391 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[12]