როცა ჰარი შეხვდა სალის...
„როცა ჰარი შეხვდა სალის...“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | რობ რაინერი |
პროდიუსერი |
რობ რაინერი ენდრიუ შეიმენი ნორა ეფრონი |
სცენარის ავტორი | ნორა ეფრონი |
როლებში |
ბილი კრისტალი მეგ რაიანი |
მუსიკა |
მარკ შეიმენი ჰარი კონიკ უმც. |
სტუდია |
Castle Rock Entertainment Nelson Entertainment |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი | 14 ივლისი, 1989 |
ხანგრძლივობა | 96 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $16 მილიონი |
შემოსავალი | $92,823,546 |
საიტი | საიტი |
როცა ჰარი შეხვდა სალის... (ინგლ. When Harry Met Sally...) — რობ რეიმენის მიერ გადაღებული რომანტიკული კომედიაა, რომლის პრემიერაც 1989 წლის, 14 ივლისს შედგა. ფილმის სცენარი ნორა ეფრონს ეკუთვნის. მან მიიღო BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ფილმში მთავარს როლებს, ბილი კრისტალი და მეგ რაიანი ასრულებენ.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი გაფორმებულია კადრებით, სადაც სხვა და სხვა წყვილები ყვებიან თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.
პირველად ჰარი (ბილი კრისტალი) და სალი (მეგ რაიანი) 1975 წელს შეხვდნენ, როდესაც ჩიკაგოდან, ნიუ-იორკში მიმავალ სალის, დაქალმა, თავისი მეგობარი ბიჭი გააყოლა. თავიდან მათ ერთმანეთს ვერ გაუგეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ არც ერთი არ იზიარებდა მეორის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც სავახშმოდ კაფეში შეჩერდნენ, ჰარიმ სალის განუცხადა, რომ იგი, მას ძალიან იზიდავდა. სალიმ კი უასუხა, რომ მასთან მხოლოდ მეგობრობა შეეძლო. ამის შემდეგ ჰარიმ თქვა, რომ ისინი ვერასოდეს იქნებიან მეგობრები, რადგანაც სალი ძალიან ლამაზია და ყველა ლამაზი ქალი, საბოლოოდ მის საწოლში აღმოჩნდება ხოლმე. ამან სალი ძალიან გაანაწყენა. როდესაც ისინი ნიუ-იორკში ჩავიდნენ, ორივე საკუთარ გზას დაადგა.
ჰარი და სალის მომდევნო შეხვედრა ხუთი წლის შემდეგ მოხდა. სალი აეროპორტში საქმრომ მიაცილა. აღმოჩნდა, რომ ამ დროს იქ ჰარიც იმყოფებოდა და როდესაც თვითმფრინავში მჯდომმა ჰარიმ, აღმოაჩინა, რომ მის წინა სავარძელზე, სალი იჯდა. ამის შემდეგ, მან სალის გვერდით მჯდომ კაცთან, ადგილი გაცვალა. ჰარიმ თქვა, რომ მას უკვე ჰყავს საცოლე და როგორც მეგობარი, სალი კაფეში დაპატიჟა. რადგანაც სალიმ მას უარი განუცხადა, აეროპორტიდან ისინი კვლავ საკუთარ გზებს დაადგნენ.
კიდევ ხუთი წლის შემდეგ, როდესაც სალი უკვე 31 წლის იყო, იგი კვლავ შეხვდა ჰარის. მათი შეხვედრა ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში მოხდა. მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად წასულიყვნენ კაფეში და ყავა დაელიათ. კაფეში ერთმანეთს უამბეს, თუ რით იყვნენ დაკავებულნი მას შემდეგ, რაც ერთად ჩამოვიდნენ ნიუ-იორკში. აღმოჩნდა, რომ სალი საკუთარ საქმროს დაშორებოდა, ვინაიდან იგი არ აპირებდა მის ცოლად მოყვანას. ჰარიც გაშორებულიყო საცოლეს და ამის გამო დეპრესიაში იყო. კაფიდან გამოსვლის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ. ამის შემდეგ, ისინი მუდამ ერთად ატარებდნენ თავისუფალ დროს. ყოველ ღამით საუბრობდნენ ტელეფონზე, ერთად აკეთებდნენ რემონტს, დადიოდნენ საყიდლებზე და ა.შ.
დამეგობრების შემდეგ მათ აღარ შეეძლოთ უერთმანეთოდ ცხოვრება. ისინი ვერავისთან ვერ იყვნენ ისეთი გახსნილები, როგორც ერთმანეთთან. იცოდნენ ერთმანეთის ჩვები რომლებიც ძალიან უყვარდათ. ერთხელაც სალიმ შეიტყო, რომ მისი ყოფილი საქმრო ქორწინდებოდა, რამაც ძალიან დაამწუხრა. დასამშვიდებლად მას ჰარი ეწვია, თუმცა საბოლოოდ ისინი საწოლში აღმოჩნდნენ.
დილიტ სალი ბედნიერი იყო, თუმცა მაინც ვერ გარკვეულიყო, თუ რა იყო მათ შორის — სიყვარული თუ მეგობრობა. ჰარის აზრით ეს ღამე დიდი შეცდომა იყო, რადგანაც ისინი მეგობრები იყვნენ და არ იყო საჭირო მათი ასეთი კარგი ურთიერთობის გაფუჭება. ამან სალი გაანაწყენა, მისი აზრით არაფერი იყო ცუდი თუკი მათ ერთმანეთი ისე ეყვარებოდათ, როგორც ქალს და მამაკაცს.
დაშორების შემდეგ ჰარი ხვდება, რომ სალი მისთვის ძალიან ძვირფასია. ამის შემდეგ იგი სალის სანახავად მიდის, რომელიც მეგობართან, ახალი წლის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე იმყოფება. ჰარი მას სიყვარულს უხსნის. ისინი, შეხვედრიდან მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ ხვდებიან, რომ ერთმანეთი უყვართ.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბილი კრისტალი — ჰარი ბარნსი
- მეგ რაიანი — სალი ოლბრაითი
- ქერი ფიშერი — მერი
- ბრუნო კირბი — ჯესი
- სტივ ფორდი — ჯო
- ლიზა ჯეინ პერსკი — ალისა
- მაიკლ ნიკესტრო — ამანდა რისი
- კევინ რუნი — ირა სტოუნი
- ჰარლი კოზაკი — ჰელენ ჰილსონი
- ფრენ ლუზი — ჯულიანი
კაფის სცენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის ერთ-ერთ ეპიზოში, როდესაც ჰარი და სალი კაფეში იმყოფებიან, ჰარი განაცხადებს, რომ მასთან სექსის შემდეგ ყველა ქალი ნასიამოვნები რჩება. ხოლო როდესაც სალი ჰკითხავს მას, თუ საიდან იცის მან ეს, იგი პასუხობს, რომ შეუძლებელია ქლმა ისე იცრუოს ორგაზმში, რომ მან ეს ვერ შეატყოს. ამის შემდეგ, სალი მოულოდნელად ცრუ ორგაზმის განასახიერებას იწყებს რაც დღემდე, ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად ითვლება ამერიკულ კინემატოგრაფიაში. ხოლო ფრაზა „მეც ის მომართვით — რაც მას“ (ინგ. "I’ll have what she’s having") რომელიც ამ სცენის მომსწერე ერთ-ერთმა მოხუცმა ქალბატონმა წარმოთქვა, 33 ადგილზეა ამერიკული ფილმების საუკეთესო კინოციტატების ასეულში.