შინაარსზე გადასვლა

რონ უისლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რონ უისლი
ჰარი პოტერის სამყარო - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ბოლო გამოჩენა ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
შემქმნელი ჯოან როულინგი
მსახიობი რუპერტ გრინტი
ინფორმაცია
ნამდვილი სახელი რონალდ ბილიუს არტურ უისლი
ზედმეტსახელ(ებ)ი ლონიკო (ფრედ და ჯორჯ უისლები)
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი 1 მარტი, 1980
წევრობა გრიფინდორი
დამბლდორის არმია
ოჯახი არტურ უისლი (მამა)
მოლი უისლი (დედა)
ბილი უისლი
ჩარლი უისლი
ფრედ და ჯორჯ უისლები
პერსი უისლი (ძმები)
ჯინი უისლი (და)
მეუღლე(ები) ჰერმიონ გრეინჯერი
შვილები როუზ გრეინჯერ-უისლი
ჰუგო გრეინჯერ-უისლი
ნათესავები ბილიუს უისლი (ბიძა)
მიურიელ უისლი (პაპიდა)
ჰარი პოტერი (დის ქმარი)
ჯეიმზ სირიუს პოტერი
ალბუს სევერუს პოტერი
ლილი ლუნა პოტერი (დისწულები)
საცხოვრებელი ბუნაგი
ეროვნება ინგლისელი

რონალდ ბილიუს „რონ“ უისლი„ჰარი პოტერის“ სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. წიგნის მთავარი გმირის, ჰარი პოტერის უახლოესი მეგობარი. ისინი ერთმანეთს გაიცნობენ ე.წ. ჰოგვორტსის ექსპრესში. ერთად მოხვდებიან კლუბ გრიფინდორში. მათ სკოლაში შესვლისთანავე ბევრი სახიფათო და ამაღელვებელი თავგადასავალი გადახდებათ თავს.

რონი წმინდასისხლიანი ჯადოქარია. იგი თავის ოჯახთან ერთად ე.წ. „ბუნაგში“ ცხოვრობს. ის საშუალო შესაძლებლობის ოჯახიდანაა, თუმცა მათ ფინანსურად ხშირად უჭირთ.

როდესაც ჰოგვორტსისათვის ფინალური ბრძოლის წინ რონს გაახსენდა, რომ არ შეიძლებოდა დაუცველი შინაური ელფების ჰოგვორტსში დატოვება, აღფრთოვანებულმა ჰერმიონმა მას პირველად აკოცა.

წიგნის ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები ბოლოსიტყვაობის მიხედვით ირკვევა, რომ მან ცოლად ჰერმიონ გრეინჯერი მოიყვანა. მათ ორი შვილი, როუზი და ჰიუგო ეყოლათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]