პიელიეკაისეს ეროვნული პარკი
პიელიეკაისეს ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 66°20′ ჩ. გ. 16°44′ ა. გ. / 66.333° ჩ. გ. 16.733° ა. გ. |
ფართობი | 153,4 კმ²[1] |
დაარსდა | 1909 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
პიელიეკაისე (შვედ. Pieljekaise) — ეროვნული პარკი შვედეთში, ლაპლანდიის პროვინციაში.
პარკი მდებარეობს სკანდინავიის მთების საშუალო სიმაღლის ზონაში. უმაღლესი წერტილი 1 138 მეტრია.
პიელიეკაისეს ერთ-ერთი მთავარი მახასიატებელია არყის ტყეების ფართო კორომები, რომლებიც მთლიანი 153 კმ² ტერიტორიიდან 101 კმ²-ს მოიცავს. თითქმის ყველგანაა გავრცელებული ყვავილი Trollius europaeus.
ფაუნის წარმომადგენლებს შორის არიან ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა სამურავი, დათვი, პოლარული მელია, არწივი და ა. შ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Pieljekaise National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.
|