შინაარსზე გადასვლა

პეტრე გამყრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამყრელიძე.
პეტრე გამყრელიძე
დაბ. თარიღი 3 (16) მაისი, 1903
დაბ. ადგილი სომიწო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ივლისი, 1979(1979-07-07) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ინჟინერი და გეოლოგი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი ერეკლე გამყრელიძე
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია და ლენინის ორდენი

პეტრე დიანოზის ძე გამყრელიძე (დ. 16 მაისი [ ძვ. სტ. 3 მაისი], 1903, სომიწო, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1979, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-გეოლოგი. საქართველოსა და კავკასიის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის სპეციალისტი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).

1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან დოცენტი, 1937 წლიდან კათედრის გამგე, 1948 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1928 წლიდან მუშაობს საქართველოს გეოლოგიურ აგეგმვაზე. 1933 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტშია.

გამყრელიძის უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართრველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა. 1971 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი.

1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენითა და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]