შინაარსზე გადასვლა

ოძრხის საერისთავო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი ოძრხეა.

ოძრხის საერისთავო — ქართლის ანუ იბერიის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. განაგებდა მეფის მოხელე ერისთავი, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნის I ნახევრიდან ოძრხეში იჯდა.[1] ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით იგი, იბერიის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ დაწესებული 8 საერისთავოსა და 1 სასპასპეტოსაგან ერთ-ერთია.[2] ტერიტორიულად მოიცავდა სამცხისა და აჭარის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს.[1] ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთაში“ მისი დაარსება შემდეგნაირად არის აღწერილი:

...გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.[3]

ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ოძრხის საერისთავოს განაგებდნენ ბივრიტიანები.[4]

თავად ქალაქი ოძრხე წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ თანახმად ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს, ქართლოსის შვილ ოძრხოსს დაუარსებია.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 გ. მამულია, ქსე, ტ.10, გვ. 232
  2. დ. ბერძენიშვილი, ქსე, ტ.7, გვ. 625
  3. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, თავი მესამე
  4. მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. ISBN 99940-11-30-8