შინაარსზე გადასვლა

ონომატოპეა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ონომატოპეა (ბერძნ. όνομα „სახელი“ და ποιέω „ვაკეთებ, ვქმნი“) — ხმაბაძვით წარმოშობილი სიტყვა, ხმაბაძვითი სიტყვა.

ხმაბაძვა არის სამეტყველო ბგერებით ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის და სხვ.) მიახლოებითი გადმოცემა. ამის საფუძველზე შექმნილი სიტყვების რამდენიმე სახეობა განირჩევა მათი ფორმებისა და ფუნქციების მიხედვით:

  1. საკუთრივ ხმაბაძვა, ანუ ფორმაუცვლელი ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა (და არა აღნიშვნა): მაგ., ყიყლიყო, გუგუ, ტკაც.
  2. ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი.
  3. ხმაბაძვის საფუძველზე მოვლენებისა და არსებების (და არა მათი ხმიანობის) აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა.

ონომატოპეა სხვადასხვა ენაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარის გატეხვის ხმა წარმოადგენს ონომატოპეას.

ერთი და იგივე ხმიანობა სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა სხვადასხვა ენაში ამ ენათა ბგერითი წყობის შესაბამისად. მაგალითად, მამლის ხმა სხვადასხვა ენაში გადმოიცემა შემდეგნაირად:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: