ომარ თეთრაძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ომარ თეთრაძე | ||
დაბადების თარიღი | 13 ოქტომბერი, 1969 | ||
დაბადების ადგილი | ველისპირი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი/მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჟეტისუ (მთავარი მწვრთნელი) | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1986–1987 | დინამო თბილისი | 24 | (0) |
1988–1991 | მერცხალი ოზურგეთი | 30 | (4) |
1991 | დინამო მოსკოვი | 101 | (11) |
1992 | ალანია ვლადიკავკაზი | 61 | (1) |
1992 | რომა | 15 | (0) |
1992-1996 | პაოკი სალონიკი | 60 | (2) |
1997 | ალანია ვლადიკავკაზი | 29 | (0) |
1998-2000 | ანჟი მაჰაჩყალა | 40 | (1) |
2000-2002 | კრილია სოვეტოვი სამარა | 26 | (0) |
სულ | 386 | (19) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991 | სსრკ (ოლიმპიური) | 5 | (0) |
1992 | დსთ | 3 | (0) |
1992–2002 | რუსეთი | 37 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2003 | ანჟი მაჰაჩყალა (თანაშემწე) | ||
2007–2010 | ანჟი მაჰაჩყალა | ||
2010–2011 | ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი | ||
2012 | ხიმკი | ||
2013– | ჟეტისუ | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ომარ თეთრაძე (დ.13 ოქტომბერი, 1969, ველისპირი, როგორც ომარ ოსიპოვი) — ქართულ–ბერძნული წარმოშობის ფეხბურთელი, ამჟამად ყაზახური „ჟეტისუს“ მწვრთნელი.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]18 წლის ასაკამდე ცნობილი იყო როგორც ომარ ოსიპოვი, პროფესიონალურ ფეხბურთში წასვლის შემდეგ გადაწყვიტა შეეცვალა გვარი. საბჭოთა კავშირის დანგრევას გეზი ჰქონდა აღებული და საქართველოში ნაციონალური აზროვნება საკმაოდ ძლიერად იყო განვითარებული, რაც ახალგაზრდა მოთამაშის კარიერაზე ზეგავლენას მოახდენდა. ამის გამო ომარიმ დედის მხრიდან ბებიის გვარი მიიღო — თეთრაძე. შემდეგ მან გადაწყვიტა ძველი გვარის დაბრუნება, მაგრამ ეს ბევრ პრობლემას შეუქმნიდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო დონეზე თამაშობდა თბილისის „დინამოში“, მოსკოვის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ (რომელთან ერთადაც მოიგო რუსეთის პრემიერ ლიგა 1995 წელს), „რომაში“ და თესალონიკის „პაოკში“.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშობდა რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და ევრო 96–ზე. ამ უკანასკნელში ითამაშა სამი შესანიშნავი მატჩი, მიუხედავად რუსეთის ნაკრების ცუდი შედეგებისა თეთრაძე დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად.
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელის თანაშემწედ სამარის „კრილია სოვეტოვში“. მოგვიანებით იყო მაჰაჩყალის „ანჟის“ მწვრთნელი. 2008 წლის სექტემბერში „ბელგოროდთან“ 1–0 წაგების შემდეგ მას დაემუქრა მწვრთნელობიდან მოხსნა, თუმცა მან შეინარჩუნა პოსტი. საბოლოოდ „ანჟი“ დაბრუნდა რუსეთის პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ რაც რუსეთის პირველ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წლის 19 მარტს თეთრაძემ დატოვა „ანჟი“.
სათამაშო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 0/0 |
1988 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 9/0 |
1989 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 15/0 |
1990 | „იბერია“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონეl | |
„მერცხალი“ ოზურგეთი | |||
1991 | „დინამო“ მოსკოვი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 21/0 |
1992 | „დინამო“ მოსკოვი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 25/6 |
1993 | „დინამო“ მოსკოვი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 32/4 |
1994 | „დინამო“ მოსკოვი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 23/1 |
1995 | „სპარტაკი–ალანია“ ვლადიკავკაზი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 30/0 |
1996 | „ალანია“ ვლადიკავკაზი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 31/1 |
1996–97 | „რომა“ | სერია A 1–ლი დონე | 8/0 |
1997–98 | „რომა“ | სერია A 1–ლი დონე | 7/0 |
1998–99 | „რომა“ | სერია A 1–ლი დონე | 0/0 |
1999-00 | „პაოკი“ | სუპერ ლიგა 1–ლი დონე | 27/0 |
2000–01 | „პაოკი“ | სუპერ ლიგა 1–ლი დონე | 22/2 |
2001–02 | „პაოკი“ | სუპერ ლიგა 1–ლი დონე | 5/0 |
2002 | „ალანია“ ვლადიკავკაზი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 29/0 |
2003 | „ანჟი“ მაჰაჩყალა | პირველი დივიზიონი მე–2 დონე | 40/1 |
2004 | „კრილია სოვეტოვი“ სამარა | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 14/0 |
2005 | „კრილია სოვეტოვი“ სამარა | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 12/0 |
* – თამაშების და გოლების რაოდენობა
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეულ 1990–იან წლებში თეთრაძემ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა მასზე.[1] თეთრაძე თვლის რომ ეთნიკურად ბერძენია, თუმცა ამბობს რომ მისი სამშობლო საქართველოა.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთამაშე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის პრემიერ ლიგა გამარჯვებული: 1995
- რუსეთის პრემიერ ლიგა მეორე ადგილი: 1994, 1996.
- რუსეთის პრემიერ ლიგა მესამე ადგილი: 1992, 1993, 2004.
- საბერძნეთის თასი გამარვეჯბული: 2001
- საქართველოს უმაღლესი ლიგა გამარჯვებული: 1990.
- რუსეთის თასი ფინალისტი: 2004.
მწვრთნელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ანჟი“ მაჰაჩყალა
- რუსეთის პირველი დივიზიონი გამარჯვებული: 2009
- რუსეთის პირველი დივიზიონი საუკეთესო მწვრთნელი: 2009.[2]
- „ვოლგა“ ნიჟნი ნოვგოროდი
- რუსეთის პირველი დივიზიონი მეორე ადგილი: 2010
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Rusteam.permian.ru-ზე (რუსული)
- პროფილი „კრილია სოვეტოვის“ ოფიციალურ საიტზე (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბანდენკო ა.. (30 მარტი 2010) Тетрадзе. Омари в собственном соку რუსული. Sovetsky Sport – Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-09. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2010.
- ↑ [2009 წლის სეზონის ლაურეატები (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-28. ციტირების თარიღი: 2013-11-26. 2009 წლის სეზონის ლაურეატები (რუსული)]
- დაბადებული 1969
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ოზურგეთის მერცხალის ფეხბურთელები
- მოსკოვის დინამოს ფეხბურთელები
- ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები
- რომას ფეხბურთელები
- სალონიკის პაოკის ფეხბურთელები
- მაჰაჩყალის ანჟის ფეხბურთელები
- კრილია სოვეტოვის ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- მაჰაჩყალის ანჟის მწვრთნელები
- დაბადებული 13 ოქტომბერი